შინაარსზე გადასვლა

მენინგიომა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენინგიომა (წითელი ისარი). მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება T1 რეჟიმში, კონტრასტით.

მენინგიომაცენტრალური ნერვული სისტემის მფარავი მენინგეალური გარსის სიმსივნე.

კლინიკური გამოვლინებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე ზომის მენინგიომები უმეტესად არ იწვევს კლინიკურ გამოვლინებებს, თუმცა, დიდი ზომის შემთხვევაში ზოგადი სიმპტომებია თავის ტკივილი, გულყრა, ღებინება, გულისრევა, ცნობიერების დაქვეითება. მდებარეობიდან გამომდინარე ფოკალური სიმპტომები შეიძლება იყოს ანოსმია, ჰემიპარეზი (სისუსტე სხეულის მეორე ნახევარში), თავის ტვინის ნერვების დამბლა, მხედველობის დარღვევა და ა.შ.

თავის ტვინის მფარავი გარსები და არაქნოიდული გრანულაციები (arachnoid granulations).

მენინგიომა წარმოიქმნება არაქნოიდული სახურავის უჯრედებისგან (ინგ. Arachnoid cap cells), რომლებიც მდებარეობს არაქნოიდული/ქსელისებრი გრანულაციების (ქსელისებრი გარსის ჯიბეები მაგარი გარსის ვენურ სინუსებში, საიდანაც ხდება თავ-ზურგტვინის სითხის გადასვლა ვენურ სისტემაში) დისტალურ ნაწილში (დაბოლოებაში).

მკურნალობის ძირითადი მეთოდია მენინგიომას ნეიროქირურგიული რეზექია, თუმცა, თუ პათოლოგიური მასის სრულად ამოკვეთა შეუძლებელია, საჭიროა რადიოთერაპიის გამოყენება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]