შინაარსზე გადასვლა

მენენგაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენენგაი
ხეობა მენენგაის ვულკანის კალდერაში
ხეობა მენენგაის ვულკანის კალდერაში
კოორდინატები: 00°12′00″ ს. გ. 36°04′00″ ა. გ. / 0.20000° ს. გ. 36.06667° ა. გ. / -0.20000; 36.06667
ქვეყანა კენიის დროშა კენია
სიმაღლე 2278 
ქედი აბერდერის ქედი
ბოლო ამოფრქვევა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6050 წელი
მენენგაი — კენია
მენენგაი

მენენგაი (მას. გვამების ადგილი) — მასიური ფარისებრი ვულკანი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კალდერით. მდებარეობს კენიაში, ქალაქ ნაკურუსთან ახლოს, დიდი რიფტული ხეობის ფარგლებში. მისი სიმაღლეა 2278 მეტრი. მძინარე ვულკანია. მენენგაის კალდერა უდიდესია კენიაში და სიდიდით მეორეა აფრიკაში.[1] კალდერის დიამეტრია 12 კილომეტრი. ვულკანმა ეს სახელი მიიღო 1854 წელს მასაის ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის მომხდარი სისხლიანი შეტაკების შემდეგ, რომლის შედეგადაც ასობით დამარცხებული ჯარისკაცი ჩაყარეს ვულკანის კრატერში.

  1. Menengai Crater. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი 2015.