მენელიკ I
მენელიკ I (დაბადების სახელიებნა ლა-ჰაკიმი, არაბულიდან თარგმანში: "სიბრძნის ვაჟი"), ეთიოპიის პირველი ებრაელი იმპერატორი, რომელიც მეფე სოლომონის და მაკედას, საბაელთა დედოფლის ვაჟიშვილი იყო.[1] ტრადიციული წყაროების მიხედვით ის ქრისტეს შობამდე დაახლოებით 950 წელს მმართველობდა.[2][3] ტრადიციულად მას მიაწერენ აღთქმის კიდობნის ეთიოპიაში ჩატანას, მას შემდეგ რაც ის ზრდასრულების მიღწევის შემდეგ იერუსალიმში გაემგზავრა მამამისის სანახავად. კებრა ნეგასტის მიხედვით, მეფე სოლომონმა ყველა თავისი დიდებულის და ყველა თავისი ტაძრის მღვდლის თითო ვაჟი გააყოლა, როდესაც მენელიკი ბრუნდებოდა უკან დედამისის სამეფოში. სავარაუდოდ მას სამშობლოში წასაღებად კიდობნის ასლი დაუმზადეს. დედოფალ მაკედას გარდაცვლის შემდეგ ის ავიდა ტახტზე და შექმნა ახალი ტიტული მეფეთ-მეფე (ამჰარულად: ንጉሠ ነገሥት, იკითხება როგორც: ნაგუსა ნაგასტ).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მენელიკ II (1844–1913)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Menelik I (Ibn El-Hakim) (deceased). ციტირების თარიღი: 2010-05-19.
- ↑ The Ark of the Covenant: The Ethiopian Tradition. ციტირების თარიღი: 2010-05-19.
- ↑ "სამეფო ქრონოლოგიები" დაარქივებული 2009-08-28 საიტზე Wayback Machine. მისი მეფობის პერიოდს დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 204 - 179 წლებით განსაზღვრავს.