მენახირის ბალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენახირის ბალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  Prunus
სახეობა:  ბალი
ლათინური სახელი
Prunus incana
Cerasus incana (ძვ.)

მენახირის ბალი (ლათ. Prunus incana) — ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 1-2 აღწევს. ძლიერ დატოტვილი ბუჩქია. ყლორტები ნაცრისფრად აქვს შებუსვილი. ფოთლები მოგრძო ლანცეტაა და ქვემოდან თეთრ-ქეჩისებრია. ვარდისფერი მოკლეყუნწიანი ან თითქმის მჯდომარე ყვავილები ტოტებზე ჯგუფ-ჯგუფად (4-8 ერთად) სხედან. ნაყოფს მომჟავო-მოტკბო გემო აქვს. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიასა და კავკასიაში. საქართველოში მხოლოდ მის აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელია ქვაღორღიანი და კლდოვანი ადგილები. ყვავილობს მაისში, ნაყოფი მწიფდება ივნისსა და ივლისში, მრავლდება თესლით, მწვანე კალმით და ამონაყრით. გამოსადეგია მშრალი ფერდობების შესამაგრებლად, ალუბლის საძირედ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]