მენაძვია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენაძვია

მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pinicola enucleator (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Loxia enucleator (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22720625
გავრცელება

მენაძვია[1] (ლათ. Pinicola enucleator) — ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძეა 20–25 სანტიმეტრი, მასა 40–65 გრამი, ფრთების შლილი 27–35 სანტიმეტრი. ნისკარტი მოკაუჭებული და გაბერილია, კუდი წაგრძელებული და ოდნავ ამოჭრილი, ფეხები მოკლე. მამალი შეფერილია ჟოლოსფერ-ვარდისფრად კვამლა-რუხი ბუნდოვანი ქერცლისებრი ნახატებით; დედალი ჟანგმიწოვან-მოყვითალოა. ხანდახან გამოსცემს ლამაზ ფლეიტისებურ ხმას. გავრცელებულია ევრაზიის ტაიგის ზონაში — სკანდინავიიდან კამჩატკასა და სახალინამდე, და ჩრდილოეთ ამერიკაშიალასკიდან ლაბრადორამდე. მთებში აგრეთვე ბინადრობს ღვიისა და ქონდარა ფიჭვის რაყებში, სუბალპურ მრუდე ტყეებში. ზამთარში ფართოდ მომთაბარეობენ გუნდებად, ბუდობის ადგილებიდან სამხრეთით საკმაოდ შორს ინაცვლებენ.

იკვებება წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების თესლებით, კენკრით, კვირტებით, კოკრებით; იშვიათად ჭამს მწერებსაც. წყვილები იქმნება ზამთრის და საგაზაფხულო მომთაბარეობის დროს, გამრავლებას ზაფხულში იწყებენ. მასიურ ჯამისებრ ბუდეს ხის ტანთან აშენებენ, მიწიდან 1–4 მეტრზე; მასალად იყენებენ წვრილ ტოტებსა და ხმელ ბალახს. მიმნდობი ხასიათისა და საიამოვნო ხმის გამო პოპულარულია გალიის ფრინველთა მოყვარულებში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Коблик Е. А. ЩУР // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 193.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 95, 134, 197.