მემფისის ჯგუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მემფისის ჯგუფის დიზაინის ავეჯის კოლექცია

მემფისის ჯგუფი — გავლენიანი იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის მიმდინარეობა 1980-იან წლებში. ჯგუფი დაარსდა ეტორე სოტსასის ხელმძღვანელობით 1980 წლის 16 დეკემბრის შეხვედრაზე, რომელზეც დათქმული იყო მეორე შეხვედრა 1981 წლის თებერვალში წევრთა პროექტების წარმოდგენით. შედეგი გახდა 1981 წლის დებიუტი მილანის სალონ დე მობილეში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ავეჯის სალონში, რასაც კრიტიკოსთა თითქმის ერთხმად მაღალი შეფასება მოჰყვა. ჯგუფის წევრები იყვნენ მარტინ ბედინი, ანდრეა ბრანძი, ალდო კიბიკი, მიშელ დე ლუკი, ნატალი დუ პასქუიე, მიშელ გრავი, ჰანს ჰოლეინი, არატა ისოძაკი, შირო კურომატა, მატეო ტუნი, ხავიერ მარისკალი, ჯორჯ სოვდენი, მარკო ძანინი და ჟურნალისტი ბარბარა რადიჩე. ჯგუფი 1988 წელს დაიშალა.

გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის მიერ შექმნილი ფერადი ავეჯი მოიხსენიებოდა როგორს: ექ­სცენ­ტრი­უ­ლი, გაუგებარი, საზიზღარი და ბაუჰაუზისა და Fisher-Price-ს (სათამაშოების მწარმოებელი ფირმა) ძალდატანებით შეუღლებას.[1]

მემფისის ჯგუფის ნამუშევრები გახდა კრისტიან დიორის 2011-2012 წლის მაღალი მოდის კოლექციის შთაგონებად.[2]

მოდის დიზაინერი კარლ ლაგერფილდი ასევე აგროვებდა მემეფისის ჯგუფის ნამუშევრებს.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pellegrin, Bertrand (January 15, 2012). „Collectors give '80s postmodernist design a 2nd look“. San Francisco Chronicle.
  2. Fox, Imogen (July 4, 2011). „Christian Dior shows first haute couture collection since John Galliano Derek Parmer sacking“. The Guardian. London.
  3. „The Memphis group - love it or loathe it?“. The Guardian. London. March 22, 2002. ვერტიკალური ხაზი: (|) აკლია|first=-ში (დახმარება); |first=-ს აკლია |last= (დახმარება)