შინაარსზე გადასვლა

მემორიალი (ორგანიზაცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მემორიალი
Мемориал
შეიქმნა 28 იანვარი, 1989
ტიპი არკომერციული ორგანიზაცია
მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა
შტაბ-ბინა მოსკოვი, რუსეთი
მდივანი იენ რაჩინსკი,
ოლეგ ორლოვი
მნიშვნელოვანი პირები ანდრეი სახაროვი (1921–1989)
არსენ როგინსკი (1946–2017)
სერგეი კოვალევი (1930–2021)
დამფუძნებელი (-ები) ანდრია სახაროვი და არსენი როგინსკი
ქვეყანა რუსეთი
თავმჯდომარე ალექსანდერ ჩერკასოვი
Memorial International Association; Human Rights Defence Centre

საერთაშორისო ისტორიული-საგანმანათლებლო, უფლებადაცვითი და საქველმოქმედო საზოგადოება „მემორიალი“ — არასამთვრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საბჭოთა კავშირში არსებული პოლიტიკური რეპრესიების კვლევა. "მემორიალი" შვიდი ქვეყნის (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ა.შ) 86 ნაციონალური და რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებაა, რომელიც იკვლევს ტოტალიტარიზმის ისტორიას, ემსახურება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფას, ადამიანთა უფლებების დაცვას და დახმარებას უწევს ყოფილ პოლიტპატიმრებს. ორგანიზაციის მისიაა სამოქალაქო მოღვაწეობა, რომელიც ეფუძნება XX საუკუნის ისტორიული გამოცდილების გააზრებასა და გათვალისწინებას და მიზნად ისახავს საზოგადოებრივ ცნობიერებასა და სახელმწიფო პრაქტიკაში ისეთი ღირებულებების განმტკიცებას, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე, თავისუფლება, დემოკრატია, სამართლიანობა და საზოგადოებაში სამოქალაქო აქტივობის გაზრდა. ორგანიზაცია 2015 წელს რუსეთში უცხოურ აგენტად მიიჩნიეს.[1]

ორგანიზაციის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინიციატივო ჯგუფი „მემორიალი“ (ადრე „პამიატნიკ“) — დაარსდა 1987 წელს, მოსკოვის კლუბ „პერესტროიკას“ მუშაობის ფარგლებში. მისი მიზანი გახლდათ პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დაზარებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება და მათი ხსოვნის პატივსაცემად მემორიალების აღმართვა. 1989 წლის 26-28 იანვარსმოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის კულტურის სახლში გამართულ, დამფუძნებელ კონფერენციაზე დაარსდა, როგორც ორგანიზაცია „მემორიალი“.[2]

ორგანიზაცია "მემორიალის" ადრეული ლოგო

1987 წლის აგვისტომოსკოვში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი "რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის სამუდამოდ შენარჩუნებისათვის" ("მემორიალი"). მალე მსგავსი ჯგუფები გამოჩნდნენ საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში.

1988 წელი

1988 წელი, ნოემბერი:

  • დაარსდა „ხარკოვის მემორიალი“, თანათავმჯდომარეები - ვალერიი მეშერიაკოვი, ევგენი ზახაროვი (1990 წლიდან).
  • გაიხსნა „ომსკის მემორიალი“, ხელმძღვანელები: მ.ნ. ბერმანი, ა.ვ. მინჟურენკო, ი.ი. პოლუიკოვი, ე.პ. ოტტენი.

1988 წლის დეკემბერი - დაარსდა:

1988 წელი:

დაარსდა:

1989 წელი

  • 14 იანვარი - ჩატარდა საზოგადოება „მემორიალის“ მოსკოვის ფილიალის დამფუძნებელი კონფერენცია. საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს - იური აფანასიევი, რომელიც გახლდათ მოსკოვის ისტორიისა და არქიტექტურის ინსტიტუტის რექტორი.
  • 28-30 იანვარი - საკავშირო ნებაყოფლობითი ისტორიულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მემორიალის“ დამფუძნებელი კონფერენცია.
  • 4 მარტი - უკრაინული საზოგადოება „მემორიალის“ დამფუძნებელი კონფერენცია.
  • 23-30 აგვისტო - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა გამოფენა „სისხლის გადაჯაჭვული, მეგობრობა...“

1989 წლის შემოდგომა:

სექტემბერი:

  • ჩელიაბინსკის „მემორიალმა“ აღმოაჩნია სიკვდილით დასჯის ადგილი „ოქროს მთა“ („Золотая гора“) და ამავე პერიოდში განხორციელდა დაკრძალვის ცერემონიალი (რომელსაც ესწრებოდა ანდრეი სახაროვი).
  • ვორონეჟის „მემორიალმა“ სოფელ დუბოვკაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი საფლავის ადგილზე დაამონტაჟა მემორიალი.

30 ოქტომბერი - „მემორიალი“ ორგანიზებას უწევდა ლუბლიანსკაიას მოედანზე კგბ-ს შენობის გარშემო ცოცხალ ჯაჭვს.

1990 წელი

  • აპრილი - ჟურნალ-გაზეთ „კვირაში“ („Неделя“) გამოქვეყნდა სტატია ოსტარბაიტერების შესახებ. შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობში ორგანიზაცია „მემორიალი“ იღებს დაახლოებით 400 ათას წერილს.
  • 30 ოქტომბერი - ორგანიზაცია „მემორიალის“ ინიციატივით ლუბიანსკის მოედანზე გაიხსნა სოლოვეცკის მემორიალური ქვა-დაფა, რომელიც მიეძღვნა რეპრესიების მსხვერპლებს.
  • ამავე წელს დაფუძნდა მუზეუმი „მემორიალი“, რომლის პირველი ხელმძღვანელი იყო ვალენტინა ტიხანოვა.[2]

1991 წელი

  • საზოგადოება „მემორიალის“ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ორგანიზებული და კოორდინირებული მუშაობისთვის შეიქმნა უფლებატადამცველი ცენტრი „მემორიალი“.[4]

1991 წლის ზამთარი

  • „საერთაშორისო მემორიალის“ ბიბლიოთეკას გამოეყო ოთახი „მემორიალის“ ოფისში, სადაც მან სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო.

1991 წლის გაზაფხული

  • საბჭოთა კავშირის განსხვავებული ისტორიის არქივმა (Архив Истории инакомыслия в СССР) მიიღო ლუდმილა ალექსეევას ფონდი და დაიწყო მუშაობა.

1991 წლის 18 ოქტომბერი

  • „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ კანონის“ მიღება, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა მიიღო „მემორიალმა“.

1991 წლის 7-8 დეკემბერი

  • „ლენინგრადის მემორილმა“ მოაწყო რიგით მე-2 შეხვედრა 50-80-იანი წლების პოლიტპატიმრებთან.

1991-1992 წლები

  • „მემორიალის“ წევრები ნიკიტა პეტროვი, ნიკიტა ოხოტინი და არსენი როგინსკი ექსპერების სახით მონაწილეობას იღებდნენ „კეპეესესის საქმეში“ (“Дело КПСС”).

1992 წელი

  • „მოსკოვის მემორიალმა“ დააფუძნა ადამიანის უფლებათა და იურიდიული კულტურის ახალგაზრდული ცენტრი.

1992 წლის ნოემბერი

  • რიაზანის მემორიალმა (პოლონურ ჟურნალ "კარტასთან" ერთად) დააარსა ისტორიული ჟურნალი "კარტა". ის 2007 წლამდე გამოდიოდა.

1992 წლის 12 დეკემბერი

  • „მემორიალის ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამფუძნებელი შეხვედრა.

1992-1993წწ.

1993 წლის ოქტომბერი

  • „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობენ სანიტარულ საქმიანობაში, რომელიც ეხმარებოდა ორივე მხრიდან დაჭრილებს. შემდეგომში მონაწილეობას იღებენ კონფლიქტისა და 1993 წლის 3-4 ოქტომებერს გარდაცვლილი ადამიანების საქმეების გამოძიებაში.

1993-1994 წწ.

1994-1996 წწ.

1995 წელი

  • ორგანიზაცია „მემორიალის“ წევრები მონაწილეობდნენ სამაშკახში მიმდინარე საომარი ოპერაციის გამოძიებაში, რომლის დროსაც გარდაიცვალა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

1995 წლის ივნისი

  • სერგეი კოვალიოვის ჯგუფი შუამდგომლობდა ბუდენოვსკში მძევლად აყვანილების განსათავისუფლებლად მოლაპარაკებებში. მათ შორის, თავი მძევლად გაცვალეს „მემორიალის“ „ადამიანის უფლებათა ცენტის“ წევრებმა სერგეი კოვალიოვმა და ოლეგ ორლოვმა.[5]

1996 წელი

  • გამოიცა წიგნი მაიაკოვსკის ძეგლთან (1958–1961) პოეტური შეკრებების შესახებ.
  • ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტების ლექსიკონზე" (ის გამოქვეყნდა პოლონურ ენაზე 2007 წელს).
  • შექმნა სამართლებრივი კონსულტაციების ქსელის თემაზე "მიგრაცია და სამართალი".
  • „რიაზანის მემორიალი“ ქმნის ახალ ამბების პორტალს „ადამიანის უფლებები რუსეთში“ (მან არსებობა შეწყვიტა 2017 წლის დეკემბერში).

1997 წელი

  • "მემორიალის"  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წევრები ოლგა ტრუსევიჩი და ალექსანდრე ჩერკასოვი გამოსცემენ წიგნს "კავკასიის ომის უცნობი ჯარისკაცი, 1994-1996". წიგნში მოცემულია დაღუპული, უგზოუკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების სახელები.

1998  წელი

  • გამოიცა წიგნი ცნობარი „გამოსასწორებელი-შრომითი ბანაკების სისტემა“.
  • წიგნის გამოცემა "გულაგის შემოქმედება და ცხოვრება: საზოგადოება" მემორიალის "მუზეუმის კოლექციის კატალოგი".
  • წიგნის გამოცემა „მონობის დაძლევა. ფოლკლორი და ოსტარბეიტერების ენა”, რომელიც შექმნილია” მემორიალის ”არქივზე.
  • წიგნის გამოცემა ”რუსეთი - ჩეჩნეთი: შეცდომებისა და დანაშაულთა ჯაჭვი. 1994-1996”, რომელშიც მოცემულია კონფლიქტის დეტალური ქრონოლოგია და ადამიანის უფლებათა დარღვევების აღწერა."Results of 22nd annual schools competition", Lessons of History (in Russian) urokiistorii.ru</ref>

1999 წელი

  • გამოქვეყნდა სტატიების კრებული "რეპრესიები რუსი გერმანელების წინააღმდეგ".

1999 წლიდან - „მემორიალი“ ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს მთელი რუსეთის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც ხდება სკოლის მაღალი საფეხურის მოსწავლეების მიერ შესრულებული ისტორიული ხასიათის ანალიტიკური ნაშრომების შეფასება, თემაზე: „ადამიანი ისტორიაში. რუსეთი- XX საუკუნე“.

1999-2000 წწ.

  • მილანში ჩატარდა გამოფენა  "გულაგი: ბანაკების სისტემა სსრკ-ში".

1999 წელი

  • ორგანიზაციის მიერ შუა აზიაში (პირველ რიგში, უზბეკეთში) შეიქმნა ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგის პროგრამა.

1999 წლის 9 დეკემბერი

  • „საერთაშორისო მემორიალის“ მიერ დაიწერა 12 თეზისი, რომლებშიც გადმოცემული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი.

1999 წლიდან დღემდე -  ორგანიზაცია ახორციელებს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტის დროს ადმაიანის უფლებათა დარღვევების მონიტორინგს. ასევე 2000 წლის ივლისიდან- 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიური ქრონიკა ამ მოვლენებთან დაკავშირებით გამოიცა 5 ტომეულად სათაურით „აქ ცხოვრობს ხალხი“.

2000 წელი

  • "მემორიალის" „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაიწყო  გამოძიება ჩეჩნეთის სოფელ ნოვიე ალდიში 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.
  • ორგანიზაცია „მემორიალის“ ადამიანის უფლებათა ცენტრის  მიერ შეიქმნა პროგრამა "ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით".[6]


2001 წელი

  • საზოგადოება „მემორიალის“ მიერ დაწყებულმა სასკოლო კონკურმა თან დაირთო ისტორიული კონკურსების ქსელი „Eustory“.
  • 1930-იან წლებში რეპრესირებული სკოლის მოსწავლე ნინა ლუგოოვსკაიას  დღიურების პირველი გამოცემა დაიბეჭდა „მემორიალის“ მიერ.
  • „საერთაშორისო მემორიალი“ ქმნის ინტერნეტ-საიტს „კავკასიის კვანძი“.

2003 წელი

  • ორგანიზაცია „მემორიალი“ იწყებს სამეცნიერო გამოცემის მომზადებას, სახელმწოდებით „მიმდინარე მოვლენების ქრონიკები“.

2004 წელი

  • სანქტ-პეტერბურგში დაიწყო მუშაობა ორგანიზაცია „მემორიალის“ ახალმა პროექტმა სახელმწოდებით „გულაგ-ის ვირტუალური მუზეუმი“. 2010 წელს კი გაიხსნა ამ ინტერნეტ საიტის მესამე ვერსია.[7]

თებერვალი

  • „მემორიალი“ ფონდის „სახალხო ვერდიქტი“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.

24 მარტი

  • გაიმართა „საბჭოთა კავშირში პოლიტიკური ტერორის მსხვერპლები“ დისკის პრეზენტაცია. მონაცემთა ბაზა მოიცავს დაახლოებით 1 მლნ 340 ათას სახელს, ამასთანავე ცალკე დისკზე მოცემულია სხვადასხვა საცნობარო მონაცემები.

9 ივნისი

  • გავრცელდა „საერთაშორისო მემორიალის“ განცხადება „რეაბილიტციის შესახებ“ კანონის ახალ რედაქციაზე, ორგანიზაცია პროტესტს გამოხატავდა კანონიდან მორალური ზიანის არსებობის გამორიცხვასა და სოციალური შეღავათების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.[8]

2005 წელი

  • ორგანიზაციის მიერ გამოიცა წიგნი, რომელიც მიუძღვნეს 1965 წლის 5 დეკემბერს ჩატარებულ პირველ ადამიანის უფლებათა დამცველ დემონსტრაციას.
  • შეიქმნა პროგრამა „ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების შეთხზვის წინააღმდეგ ბრძოლა“.

2005-2006 წლები

  • ჩატარდა რამდენიმე გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა ოსტარბეიტერებს.

2006 წელი

  • გაიხსნა ინტერნეტ საიტი „რუსი სოციალისტები და ანარქისტები 1917 წლის ოქტომბრის შემდეგ“.
  • ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა მოსკოვისა და ჰელსინკის  ჯგუფების მიერ შეგროვებული დოკუმენტების  კრებულის მოსამზადებლად.[9][10]

2007 წელი

  • 5 აპრილი - გამოიცა ორგანიზაცია „მემორიალის“ მიერ მომზადებული თეზისები „1937 წელი და თანამედროვეობა“.
  • 21 ოქტომბერი - „რიაზანის მემორიალის“ პორტალი სახელმწოფებით „ადამიანის უფლებები რუსეთში“ (www.hro.org) მასობრივი DDoS კიბერ შეტევის მსხვერპლი გახდა.[11]
  • 25 ოქტომბერი - გაიმართა დისკის „პოლიტიკური ტერორის მსხვერპლები საბჭოთა კავშირში“ პრეზენტაცია. მონაცემთა ბაზაში მოცემულია 2 614 978 ადამიანის მონაცემები.
  • 29 ოქტომბერი - სოლოვეცკის მემორიალურ ქვასთან ჩატარდა პირველი აქცია „სახელების დაბრუნება“.
  • 24 ნოემბერი -   ინგუშეთში მოხდა თავდასხვა „მემორიალის“ „უფლებადამცელი ცენტრის“ წარმომადგენლებზე ოლეგ ორლოვზე და რამდენიმე ჟურნალისტზე.[12][13][14]

2007-2011 წლები

  • მიმდინარეობდა სასამართლო დავა მთავარ სამხედრო პროკურატურასთან „კატინსკის მსხვერპლების“ რეაბილიტაციის მოთხოვნით და ამასთანავე ორგანიზაცია მოითხოვდა გასაიდუმლოებული საგამოძიებო მასალებს.

2008 წელი

  • შეიქმნა პროგრამა „პოტილპატიმრების და სხვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლების მხარდაჭერა“.

18-19 მარტი

  • ორგანიზაციამ, პოლონეთის კულტურული ცენტრის მხარდაჭერით, მოაწყო ანდჟეი ვაიდას ფილმის „კატინის“ ჩვენება მოსკოვში.
  • მარტი — გამოქვეყნდა ორგანიზაცია „მემორიალის“ მიმართვა „წარსულის ეროვნული სურათების შესახებ“ (XX საუკუნე და „მოგონებების ომი“).
  • 4 დეკემბერი - განხორციელდა ორგანიზაცია „მემორიალის“ სანქტ-პეტერბურგის ფილიალის ჩრხრეკა.
  • 5-7 დეკემბერი - „საერთაშორისო მემორიალის“ ინიციატივითა და თანამონაწილეობით ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სტალინიზმის ისტორია. კვლევის შედეგები და პრობლემები“.

2009 წელი

  • გამოქვეყნდა ელექტორნული კრებული დოკუმენტებისა „ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფები საბჭოთა კავშირში“.
  • გაიხსნა პორტალი „ისტორიის გაკვეთილები“.
  • 5 ივლისი - მოხდა „გროზნის მემორიალის“ ერთ-ერთი თანამშრომლის ნატალია ესტემიროვას მკვლელობა, რის შემდეგაც „გროზნის მემორიალის“ რამდენიმე თანამშრომელი იძულებით მიგრაციაშია და ფილიალმა ფუნქციონირება ნახევარი წლით შეწყვიტა.
  • დეკემბერი - საზოგადოება „მემორიალმა“ გამოაცხადა ორმხრივი შეთანხმება რუსეთის ლგბტ ქსელთან ერთად სსრკ-ში ნასამართლევი ჰომოსექსუალების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც ამავე სახელწოდების ინიციატივით გაფორმდა. თუმცა ინიციატივას შედეგი არ ჰქონია.

2007-2011 წწ.

  • მიმდინარეობდა ოლეგ ორლოვისა და რამზან კადიროვის სასამართლო პროცესი.

2010 წელი

  • გამოიცა წიგნი „ვინ ხელმძღვნალობდა სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებს: 1941-1954 წლებში“.

2011 წელი

  • გაიხსნა ახალი ოფისი, რომელშიც ერთიანად მოთავსდა ორგანიზაციის არქივი, მუზეუმი და ბიბლიოთეკა.

2012  წელი

  • 13 მარტი - გაიხსნა საიტი „ძალაუფლებით დადაღულები“ („Заклейменные властью“), რომელიც მიეძღვნა პოლიტიკური წითელი ჯვრისა და პომპოლიტის საქმიანობას.
  • ივლისი - მემორიალის ხელმძღვანელმა ო. ორლოვმა განაცხადა, რომ მემორიალი უარს არ იტყვის უცხოური დახმარების მიღებაზე, მაგრამ ამავე დროს არ აპირებს შეასრულოს კანონის მოთხოვნა „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“ და დარეგისტრირდეს როგორც უცხოელი აგენტი. 2012 წლის 21 ნოემბერს ძალაში შევიდა კანონი "არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ", მაგრამ „მემორიალი“ მაინც არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სარეგისტრაციო მოთხოვნებს.[15]
  • 30 ოქტომბერი - გაიხსნა საიტი „რიაზანის მარტიროლოგი“, რომელიც ეძღვნება საბჭოთა სახელმწიფო ტერორის პრობლემებს რიაზანის რეგიონში.

2013 წელი

  • თებერვალი - „უფლებადამცველი ცენტრი მემორიალი“  ხდება პროექტი „ოვდ-იფნო“-ს მთავარი პარტნიორი.
  • 25 აპრილი - „მამის წერილები“ გამოფენის გახსნა, შემდგომში ამავე თემაზე გამოიცემა  წიგნი, ხოლო გამოფენა კი მობილური, მოძრავი ხდება.
  • 21 მაისი - ჩატარდა ლუტცი ნიტხამერის ლექცია თემაზე „ბუჰენვალდის მითი. კითხვები გერმანული მეხსიერებისთვის“.
  • მაისი - „უფლებადამცველი ენტრი „მემორიალი“ უცხოელ აგენტად იქნა აღიარებული. ორგანიზაციას დაუწესდა ჯარიმები ქვეყანაში „უცხოელი აგენტების საქმიანობის“ წესების დარღვევის გამო. 2020 წლის 10 დეკემბერს საზოგადოება „მემორიალმა“ დაიწყო ფონდისთვის თანხების მოძიება, რათა 28 ოქმით გათვალისწინებული ჯარიმები გადაეხადა. ამ ჯარიმების საერთო ღირებულება შეადგენს 5,6 მილიონ რუბლს. პირველივე კვირის განმავლობაში 1,602 ადამიანმა მემორიალს 2,008,791 რუბლი შესწირა.
  • დეკემბერი -  „ მემორიალის უფლებადამცველი ცენტრის“ იურისტი კირილ კოროტეევი იცავს „ბესლანელ დედებს“  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2014 წელი

  • 24 მაისი - სლოვიანსკში (უკრაინა) გაირდაიცვალა „მემორიალის უფლებადამცველი ცენტრის“ წევრი ანდრეი მირონოვი.
  • 24 ოქტომბერი - ჩატარდა იანა ტომაშ გროსის ლექცია თემაზე „რთულ წარსულთან შეჯახება. პოლონეთში ედვაბნეში ებრალების მკვლელობის აღქმადობა“.

2015 წელი

  • 5 ივნისი - კარლო გინზბურგის ლექცია თემაზე „არქივების ირიბი კითხვა (Reading the archives, obliquely)/ არქივების შესწავლა: საუბარი სასამართლო ინკვიზიცებსა და ფაშისტურ ციხეებზე“.
  • გამოიცა წიგნი „კატინში მოკლულები“.
  • 29 ოქტომბერი - ჩამოყალიბდა ინტერნეტ საიტი „ტერორის ტოპოგრაფია“.[16]

2016 წელი

  • ორგანიზაცია „მემორიალი“ რუსეთის მთავრობამ „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა და 2012 წელს მიღებული კანონის მიხედვით, ყოველ სამ თვეში ერთხელ ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა დაავალა სხვა ორგანიზაციების მსგავსად, რომელთაც საერთაშორისო დაფინანსების გამო იგივე სტატუსი მიიღეს.
  • 18 თებერვალი - მოხდა საიტის „კათოლიკური ეკლესიის დევნის ისტორიიდან. 1918 - 1950-იანი წლების დასაწყისი” პრეზენტაცია.
  • 8 ივნისი - ჩატარდა ლექცია თემაზე „პარაგვაის სპეცსამსახურების არქივების ძიებაში. მარტინ ალმადა თავის დასკვნებზე“.
  • გამოიცა წიგნი „ნიშანი არ წაიშლება: ოსტარბერიტერების ბედი წერილებში, მოთხრობებში და ზეპირსიტყვიერ მოგონებებში“, ასევე გაჩნდა ციფრული არქივი „ის მხარე. ოსტარბერიტებისა და სამხედრო ტყვეების ზეპირსიტყვიერი ისტორია“.[17]
  • 13 დეკემბერი - დააპატიმრეს „კარელიის მემორიალის“ ხელმძღვანელი იური დმიდრიევი.[18][19]

2017 წელი

  • 13 აპრილი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბესლანის მკვიდრთა საჩივრების საფუძველზე რუსეთის ადამიანის უფლებათა დარღვევაში ბრალდებულად სცნო. მოსარჩელეთა ნაწილს ევროპულ სასამართლოში წარმოადგენდა ორგანიზაცია „მემორიალის“ იურისტი კირილ კოროტეევი.
  • 1 ივლისი - ჩატარდა მარიანა ხირშის ლექცია პოსტ მეხსიერებისა და მომავლის შესახებ.
  • 23 სექტემბერი - ჩატარდა ბ.მარტინისა და ა.სვეშნიკოვას წიგნის „ისტორიული კრებული „მეხსიერება“. კვლევები და მასალები“ პრეზენტაცია.
  • 17 ოქტომბერი - ჟაკლინ მუდეინის ლექცია თემაზე „გარდამავალი პერიოდის სამართალწარმოება და საერთაშორისო სამართალი. ჰისენ ჰაბრეს საქმე.“
  • 16 ნოემბერი - წიგნს „ნიშანი არ წაიშლება“ ოსტარბეიტერების შესახებ მიენიჭა ჯილდო „გამნანათლებელი“.
  • 5 დეკემბერი - გამოქვეყნდა ბაზის „პოლიტიკური ტერორის მსხვერპლნი სსრკ-ში” მეხუთე ვერსია.
  • 18 დეკემბერი - გარდაიცვალა „საერთაშორისო მემორიალის“ თავმჯდომარე არსენი როგინსკი.

2018 წელი

  • 9 იანვარი - დააკავეს „მემორიალის უფლებადამცველი ცენტრის“ ხელმძღვანელი იური ტიტიევი.
  • 17 იანვარი - ინგუშეთში, ნაზრანში დაწვეს „უფლებადამცველი ცენტრის“ ოფისი.
  • 22 მარტი - „საერთაშორისო მემორიალის“ თავმდჯომარედ აირჩიეს იან რაჩინსკი.
  • 5 აპრილი - იური დმიტრიევი უდანაშაულოდ სცნეს სამიდან ორი პუნქტში, 14 ივნისს კი კარელიის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
  • 12 მაისი - ოიუბ ტიტიევი და იური დმიტრიევი გახდნენ მოსკოვისა და ჰელსინკის პრემიის ლაურიატები.

ივნისი:

  • არსენი როგინსკი დაჯილდოვდა ორდენის ვარსკვლავით, პოლონეთის რესპუბლიკისთვის გაწეული სამსახურისთვის.
  • ორგანიზაცია „მემეროალის“ პროექტი „უკანასკნელი მისამართი“ დააჯილდოვეს კარლ-ბილჰელმ ფრიკეს სახელობის პრემიით.
  • ფუნქციონირება დაიწყო საიტმა spartak.memo.ru, რომელიც სპორტული საზოგადოება „სპარტაკის“ 1937-1939 წლების ისტორიაზეა.

ოქტომბერი:

  • საზოგადოება „მემორიალი“ მოსკოვში, ლუბიანკის მოედანზე, ყოველი წლის 29 ოქტომბერს ატარებს 12 საათიან ცერემონიას. ღონისძიებაზე შეკრებილი ასობით ადამიანი იმ პიროვნებების სახელებს კითხულობს, რომლებიც 30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირნენ. 19 ოქტომბერს კი ცერემონიამდე 10 დღით ადრე მოსკოვის მთავრობამ ღონისძიების ჩატარებაზე ნებართვა არ გასცა.
  • ქსელში ჩაეშვა ვებ-გვერდი fond21.memo.ru, რომელიც აერთიანებს „საერთაშორისო მომერიალის“ მიერ მოძიებული დოკუმენტების კოლექციას იძულებითი შრომის თემატიკაზე.
  • ოიუბ ტიტიევი დააჯილდოვეს ვაცლავ ჰაველის პრემიით.
  • კომუნარკაში გაიხსნა მემორიალური დაფა.

ნოემბერი - დაიბეჭდა სამაგიდო თამაშის რამდენიმე ტირაჟი, რომელიც საბჭოთა ისტორიის თემატიკაზეა სახელწოდებით „74“.

2019 წელი

  • მაისი - ფუნქციონირება დაიწყო „საერთაშორისო მემორიალის“ საიტმა.
  • 17 მაისი - მოსკოვისა და ჰელსინკის ჯგუფის ადამიანის უფლებათა პრიზი გადაეცა ალექსანდრე ჩერკასოვს, რომელიც "მემორიალის უფლებადამცველი ცენტრის“ საბჭოს თავმჯდომარეა და საერთაშორისო მემორიალის საბჭოს წევრი.
  • ივნისი - გამოიცა მარია იაკოვენკოს წიგნი „აგნესა. სტალინელი ჩეკისტის მეუღლის აღსარება“.
  • 21 ივნისი - ოიუბ ტიტიევი გაათავისუფლეს.
  • 27 ივნისი - ვარშავაში დაამონტაჟეს მემორიალური დაფა და დარგეს ხე არსენი როგინსკის ხსოვნას მიეძღვნა.
  • აგვისტო - დაიწყო საქმე ტყის უკანონოდ გაჩეხვისა (სისხლის სამართლებრივი საქმე) და „ტყის ფონდის დაკავებისთვის“ (ადმისნისტრაციული) „პერმის მემორიალის“ და ასევე პროექტ „მეხსიერების მდინარეებზე“ საერთაშორისო მოხალისეების წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საქმე შეაჩერეს 2019 წლის დეკემბერში, ხოლო ადმინისტრაციული დასრულდა 2020 წლის იანვარში.[20][21][22]
  • სექტემბერი:

გამოვიდა რამდენიმე წიგნი „მოკლეს კალინინში, დაკრძალეს მედნომში“ (ავტორი ალექსანდრ გურიანოვი) და ირინა ფლიგეს წიგნი „სანდორმოხი. მნიშვნელობების დრამატურგია“.

„როსკომნადზორმა“ შეადგინა პირველი რამდენიმე პროტოკოლი „მემორიალის უფლებადამცველი ცენტრის“, „საერთაშორისო მემორიალის“ და მათი ხელმძღვნალეობის წინააღმდეგ, ვინაიდან „საერთაშორისო აგენტების რეესტრში“ არ იყო შეტანილი შესაბამისი მარკირება ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ინტერნეტ-რესურსების შესახებ. 2019 წლის ბოლომდე შედგენილი იყო ჯამში 28 პროტოკოლი, მათგან 20 განიხილა ტვერის საქალაქო სასამართლომ (2019 წელს დანიშნული ჯარიმების საერთო ღირებულებამ შეადგინა 3,9 მლნ რუბლი). 2019 წლის დეკემბერში მსგავსი სახის 6 პროტოკოლი შეადგინეს „ეკატერინბურგის მემორიალისთვის“.[23]

  • ოქტომბერი - გამოვიდა მემუარების კრებული „საერთაშორისო მემორიალის“ არქივებიდან სახელწოდებით „ყველა მწუხარება გულში ჩაგვივარდა“.
  • 9 ნოემბერი - ხელი მოეწერა რუსეთის მთავრობის ბრძანებას კომპენსაციის გადახდის შესახებ სოფელ ვრემენის (დაღესტანი) მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც 2014 წელს სპეცოპერაციის დროს დაშავდნენ. 128 ადამიანის ინტერესებს რუსულ სასამართლოებში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავდა ორგანიზაცია „მემორიალის“ იურისტი მარინა აგალცოვა.
  • 15 ნოემბერი - ეგორ გაიდარის სახელობის პრემია ნომინაციაში ”სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის“ გადაეცა „სანდარმოხის“ პროექტს (იური დმიტრიევი, მაქსიმ ლიალინი, ანატოლი რაზუმოვი და ირინა ფლიგე).
  • 21 ნოემბერი - “საერთაშორისო მემორიალმა“ და რადიო „გლაგოლევ FM“-მა ერთობლივი პოდკასტ-პროექტისთვის „ოსტარბეიტერები“ მიიღო გრან-პრი პრემია „განმანათლებელი. დიჯითალი“.
  • დეკმბერი - „საერთაშორისო მემორიალმა“ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცა ექსპერტიზის დასკვნა amicus curiae-თან შესაბამისობაში, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით სავალდებულო გახდა რეპრესირებული ბავშვებისათვის საცხოვრებლის უფლებით უზრუნველყოფა.

2020 წელი

  • იანვარი - „საერთაშორისო მემორიალმა“ გამართა იური დიმიტრიევის წიგნის „მეხსიერების ადგილი სანდარმოხი“.
  • 17 მარტი - მოსკოვში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „საერთაშორისო მემორიალის“ არქივი და ბიბლიოთეკა დროებით აჩერებენ ვიზიტორთა მიღებას, ასევე გამოფენების მუშაობაც შეჩერებულია.
  • აპრილი - „საერთაშორისო მემორიალის“ შემადგენლობაში შემოდის ახალი ორგანიზაცია- „მემორიალის ასოციაცია საფრანგეთში“ (ხელმძღვანელი - ნიკოლა ვერტი).
  • 7 მაისი - ტვერში სამედიცინო უნივერსიტეტის (ყოფილი რეგიონალური შინაგან საქმეთა კომისარიატი) შენობიდან ჩამოხსნეს რეპრესირებულთა ხსოვნის მიმართ მიძღვნილი მემორიალური დაფები.
  • მაისი - „საერთაშორისო მემორიალი“ გზავნის შეფასების ფურცელს რეაბილიტაციის შესახებ კანონში შესწორებებთან დაკავშრებით.
  • ივნისი:

„მემორიალის ადამიანის უფლებათა დამცველი ცენტრის“ ინიციატივით 12 უფლებადამცველმა ორგანომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაგზავნა ანგარიში რუსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.

„მემორიალის  ადამიანის უფლებათა დამცველი ცენტრი“ აქტიურად მონაწილეობს 1995 წელს ბუდენოვსკში მომხდარი მოვლენების შესახებ საჯარო დისკუსიებში.

  • ივლისი:

ამოქმედდა ვებ-გვერდი backhome.memo.ru - სამართლისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტისა და „საერთაშორისო მემორიალის“ ერთობლივი პროექტი, რომელიც რეპრესირებულთა უფლებების აღდგენას ეძღვნება.[6]

სტრუქტურა და ორგანიზაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაცია „მემორიალის“ თითოეული დანაყოფი მუშაობს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ისტორიულად „მემორიალი“ იყო დაფუძნებული, როგორც ქსელური ორგანიზაცია, რომელსაც ცენტრალური ოფისი მოსკოვში უნდა ჰქონოდა. „მემორიალის“ რუსული და უცხოური განყოფილებები გაერთიანებულები არიან „ისტორიულ-საგანმანათლებლო, ადამიანის უფლებების დაცვისა და საქველმოქმედო საზოგადოება „მემორიალში“. შესაბამისად „საერთაშორისო საზოგადოება მემორიალი“ ერთდროულად წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას მთელი „მემორიალისთვის“ და ამასთანავე დამოუკიდებელი კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრია მოსკოვში.

ორგანიზაცია „მემორიალს“ გააჩნია უფლებათა დამცველი ცენტრი, რომელსაც გააჩნია რამდენიმე განყოფილება რუსეთის 4 სხვადასხვა რეგიონში, ამასთანავე ქვეყნის 39 რეგიონში აქვს საზოგადოებრივი მიმღები ცენტრი.

მთლიანი ორგანიზაციის კოორდინაციაში უდიდესი როლი მიუძღვის „საერთაშორისო მემორიალის“ ხელმძღვანელობას. მასში შედის 20 ადამიანი. ხელმძღვანელობა რეგულარულად იკრიბება მოსკოვის ფილიალში, შეკრებებზე განიხილება ორგანიზაციის შემდგომი დღის წესრიგი და სამომავლო პოზიციები.

ამჟამად ფუნქციონირებს „მემორიალის“ 50-მდე წარმომადგენლობა რუსეთში, 6 უკრაინაში და თითო ფილიალი ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ჩეხეთში.[24]


დაარსების თარიღიადგილმდებარეობაორგანიზაციის დასახელებახელმძღვანელობაელექტრონული მისამართი
1993 წელი, თებერვალიბერლინი, გერმანიაMEMORIAL Deutschland (МЕМОРИАЛ Германия)ანკე გიზენი, ხრისტინა რიკი, ზაბინე ერდმან-კუტნევიჩიhttps://www.memorial.de
2004 წელი, აპრილიმილანი, იტალიაМемориал Италия (Memorial Italia)ფრანჩესკა გორი (Francesca Gori)
1989 წელი, მარტიდონეცკი, უკრაინადონეცკის საქალაქო ორგანიზაცია „დონეცკის მემორიალი“პაველ ბუკალოვი
1989 წელი, აპრილიმარიუპოლი, უკრაინამარიუპოლის საზოგადოება „მემორიალი“გალინა ზახაროვა
2017 წელი, მარტინიკოლაევი, უკრაინანიკოლაევის რეგიონალური ორგანიზაცია "მემორიალი"იური ზაიცევი
1995 წელი, ივნისიოდესა, უკრაინაოდესის საზოგადოებრივი ორგანიზაცია "პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლები“იგორი კომაროვსკი
1988 წელი, ოქტომბერიოდესა, უკრაინაოდესის მემორიალიიგორი კომაროვსკი
1989 წელი, თებერვალიხარკოვი, უკრაინახარკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფიევგენი ზახაროვიhttp://khpg.org/
2016 წელი, აპრილიპრაღა, ჩეხეთიმემორიალი ჩეხეთის რესპუბლიკაშტეპან ჩერნოუშეკ
2007 წელი, იანვარიბრიუსელი, ბელგიაანტიდისკრიმინაციული ცენტრი „მემორიალი“სტეფანია კულაევა
2011 წელი, აპრილიმინსკი, ბელარუსიბელარუსული „მემორიალი“ვლადიმირ რომანოვსკი
2020 წელი, აპრილიპარიზი, საფრანგეთიასოციაცია „მემორიალი“ საფრანგეთინიკოლა ვერტიhttp://memorial-france.org/

ორგანიზაცია მემორიალის ხელმძღვანელობა აირჩევა 4 წლის ვადით. 2018 წლის 23 ნომებრიდან ორნგაზაციის ხელმძღვანელობაში წარმოდგენილები არიან:

  • ამმერ ვერა (გერმანია, კიოლნი);
  • პაველ ანდრეევი (რუსეთი, სიკტიკვარი);
  • ბორის ბელენკინი (რუსეთი, მოსკოვი);
  • ანდრეი ბლინუშოვი (რუსეთი, რიაზანი);
  • სვეტლანა განნუშკინა (რუსეთი მოსკოვი);
  • ანკე გიზენი (გერმანია, ბერლინი);
  • ფრანჩესკა გორი (იტალია, მილანი);
  • ალექსანდრ დანიელი (რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი);
  • ელენა ჟემკოვა (რუსეთი, მოსკოვი);
  • ევგენი ზახაროვი (უკრაინა, ხარკივი);
  • სერგეი კოვალიოვი (რუსეთი, მოსკოვი);
  • სერგეი კრივენკო (რუსეთი, მოსკოვი);
  • რობერტ ლაპიტოვი (რუსეთი, პერმი);
  • ოლეგ ორლოვი (რუსეთი, მოსკოვი);
  • ანა პასტუხოვა (რუსეთი, ეკატერენბურგი);
  • ნიკიტა პეტროვი (რუსეთი, მოსკოვი);
  • ალექსანდრა პოლივანოვა (რუსეთი, მოსკოვი);
  • დმირტი პრიტიკინი (რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი);
  • იან რატიჩინსკი (რუსეთი, მოსკოვი);
  • მიჰეილ როგაჩევი (რუსეთი, სიკტიკვარი);
  • იგორ საჟინი (რუსეთი, სიკტიკვარი);
  • იულა სერედა (რუსეთი, რიაზანი);
  • ირინა ფლიგე (რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი);
  • ვასილიი ხანევიჩი (რუსეთი, ტომსკი);
  • შტეპან ჩერნოუშეკ (ჩეხეთი, პრაღა);
  • ალექსანდრ ჩერკასოვი (რუსეთი, მოსკოვი);
  • გრიგორი შვედოვი (რუსეთი, მოსკოვი);
  • ირინა შერბაკოვა (რუსეთი, მოსკოვი).[25]

„საერთაშორისო მემორიალის“ თავმჯდომარე ამჟამად არის - იან ზბიგნევიჩი.

სხვადასხვა წლებში „მემორიალის“ თავმჯდომარეები იყვნენ: ა.ბ. როგინსკი, ვ.ლ. გლაზიჩევი, ა.დ. სახაროვი, ს.ა. კოვალიოვი.

იან რაჩინსკი

იან რაჩინსკი დაიბადა 1958 წლის 6 დეკემბერს.[26] ის გახლავთ, რუსი რევოლუციონერი, პარტია „ესერების“ წევრისა და ნერჩინსკის კატორღის ტუსაღის რებეკა ფიალკას შვილიშვილი.[27] 1982 წელს მან დაამთავრდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური ფაკულტეტი. 1982-1996 წლებში მუშაობდა პროგრამისტად.[28]

1988 წელს დაიწყო მუშაობა ორგანიზაცია „მემორიალში“. 1990-1995 წლებში მონაწილეობა მიიღო რეგიონალური კონფლიქტების მისიებში, მათ შორის ყარაბაღის, დნესტრისპირეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდის რაიონის ადამიანის უფლებათა დაცვის მისიებში.[29][30]

2018 წლის 22 მარტს, არსენი როგინსკის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს „საერთაშორისო საზოგადოება მემორიალის“ თავმჯდომარედ.[30]

ორგანიზაციის შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო-ისტორიული და საგანმანათლებლო ცენტრი „მემორიალი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო-ისტორიული და საგანმანათლებლო ცენტრი „მემორიალი“ (НИПЦ «Мемориал») — საზოგადოება "მემორიალის" სამეცნიერო და საგანმანათლებლო განყოფილება. ამ დროისთვის იგი მუშაობს შემდეგ კვლევით პროგრამებზე:[31]

  • გულაგის ისტორია;
  • რეპრესირესებული ორგანოების ისტორია;
  • რეჟიმის მიმართ სოციალისტური წინააღმდეგობის ისტორია;
  • პოლიტპატიმრების ბედი;
  • პოლონური პროგრამა;
  • ორი დიქტატურის მსხვერპლები;
  • ტერორის ტოპოგრაფია;
  • განსხვავებული აზრის ისტორია საბჭოთა კავშირში.

„მემორიალის“ მიერ შემუშავებული იყო საცნობარო გამოცემები: „ვინ ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა ეროვნულ კომისარიატს (НКВД): 1933-1941 წლები“;[32] „შრომითი-გამოსასწორებელი ბანაკების სისტემა საბჭოთა კავშირში“;[33] ელექტრონული ალბომი „პოლიტიკური ტერორის მსხვერპლები საბჭოთა კავშირში“. რუსეთის სახელმწიფო პუბლიცისტურ ბიბლიოთეკასთან ერთად გამოიცა „Acta Samizdatica / Zapiski o Samizdate“.[34] პროგრამა „განსხვავებული აზრის ისტორია საბჭოთა კავშირში: 1954-1987“ ხდება „არსებული მოვლენების ქრონიკა“ საინფორმაციო ბიულიტენის შედგენა და განთავსება ინტერაქციულ ვიკი-პლატფორმაზე.[35]

მემორიალის დასაცავად გამართული საპროტესტო აქცია ვარშავაში, პოლონეთი, 2021 წლის 21 ნოემბერი

ადამიანის უფლება დამცველი ცენტრი „მემორიალი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული-საგანმანათლებლო, უფლებადაცვითი და საქველმოქმედო საზოგადოება „მემორიალის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. „მემორიალის“ უფლებადამცველი ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე 2012 წლიდან - ალექსანდრ ჩერკასოვი.[36] ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობის ფარგლებში, „მემორიალი“ ახორციელებს მასობრივი კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესწავლას, იურიდიულად ეხმარება ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს. 2014 წელს „უფლებადამცველმა ცენტრმა“ გამოაქვეყნა რუსეთში პოლიტპატიმრების სია, რომელშიც ათობით რუსი იყო. 2013 წლის 30 აპრილი - რუსეთის პროკურატურის შემოწმების შედეგად გაიცა ბრძნება, რომლის მიხედვითაც „ადამინის უფლებადამცველი ცენტრი“ უცხოელ აგენტად უნდა დარეგისტრირებულიყო. 2014 წლის 23 მაისს მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლომ უარყო ცენტრის საჩივარი ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებით და პროკურატურის მოთხოვნა კანონიერად სცნო.[37]

არქივი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალის“ არქივი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი მდებარეობს მოსკოვში. ეს არის ყველაზე დიდი ღია სპეციალიზებული დოკუმენტაციის კოლექცია, სადაც მოთავსებული წიგნები და პერიოდული გამოცემები, სამუზეუმო მასალები (საგნები, ხელოვნების ნიმუშები და სხვ.) ეხება რეპრესიების ისტორიას, რეჟიმის წინააღმდეგობას და სსრკ-ში არსებულ განსხვავებულ აზრს.[38]

ბრიტანელმა ისტორიკოსმა ორლანდო ფაიჯესმა წიგნის „The Whisperers: Private Life in Stalin’s Russia“ (2007) წერის დროს გამოიყენა „მემორიალის“ არქივში არსებული მასალები.[39]

ისტორიული კონკურსი მოსწავლეებისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლიდან საზოგადოება „მემორიალი“ ატარებს კონკურსს მაღალი საფეხურის მოსაწავლეებისთვის ისტორიული კვლევებისთვის თემაზე "ადამიანი ისტორიაში. რუსეთი - XX საუკუნე”. ღონისძიებას მხარს უჭერს პრეზიდენტის გრანტი.[40]

კონკურსმა უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთის ადმინისტრაციულ სტრუქტურებში:

  • 2016 წელი: კონკურსის შედეგების გამოცხადების დღეს ჟიურის წევრებს თავს დაესხნენ უცნობი პირები.
  • 2017 წელი: ორგანიზაცია „მემორიალის“ განცხადებით კონკურსის ორგანიზატორებზე საკმაოდ დიდი ზეწოლაა.[41] ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, განათლების სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლები უკრძალავდნენ მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელებს დაჯილდოების ცერემონიაზე მოსვლას. „მემორიალი“ ასევე აცხადებს იმასაც, რომ მსგავსი სახის აკრძალვები ასევე სხვა გზებითაც ვრცელდებოდა, რაშიც გულისხმობენ ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის გატეხვას და ცრუ წერილების დაგზავნას.[42]

„საერთაშორისო აგენტის“ სტატუსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაცია „მემორიალის“ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს მიენიჭა „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მას შემდეგ, რაც შემოღებულ იქნა კანონი არაკომერციული ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ. კანონის შესაბამისად უნდა დარეგისტრირდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ახორციელებენ პოლიტიკურ საქმიანობას. 2013 წლის აპრილში რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენლების განცხადების თანახმად: „ორგანიზაცია „მემორიალის“ „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“ ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რომლის მიზანია, როგორც ორგანიზაციის წესდებაშია განცხადებული „გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე ქვეყნის შიგნით“, ამასთანავე ორგანიზაციის დაფინანსება ხდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან“.[43]

სასამართლო შედეგების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 2013 წლის 21 აპრილი - პროკურატურის წარმომადგენლების, იუსტიციის სამინისტროს და საგადასახადო სამსახურის მიერ დაიწყო ორგანიზაციის საქმიანობის კომპლექსური შემოწმება, ფინანსური წყაროების დასადგენად.[44] ამავე დღეს ორგანიზაცია „მემორიალის“ თავმდჯომარემ ა.როგინსკიმ განაცხადა, რომ არ აპირებენ უარის თქმას უცხოურ დაფინანსებაზე, ამასთანავე არც უცხოურ აგენტად არ დარეგისტრირდებიან.[45]
  • 2013 წლის 30 აპრილი - რუსეთის პროკურატურის შემოწმებების შემდეგ ორგანიზაცია „მემორიალს“ წარედგინა დადგენილება უცხოურ აგენტად დასარეგისტრირებლად.[46]
  • 2014 წლის 23 მაისი - ზამოსკვორეცკის სასამართლომ სცნო, რომ „ადამიანის უფლებათა დამცველი ცენტრი“ ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას უცხოური დაფინანსებით და დაავალდებულობა „მემორიალი“ უცხოურ აგენტად დარეგისტრირება.[47]
  • 2014 წლის 12 სექტემბერი - საჩივრის განხილვისას დადგინდა, რომ  „მემორიალის ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საქმიანობა შეესაბამება უცხოური აგენტის საქმიანობას და მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის საჩივარი. მან სცნო ზამოსკოვრეცკის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მემორიალის ცენტრის უცხოური აგენტი სტატუსი იყო კანონიერი და დასაბუთებული.[48]
  • 2014 წლის 10 ოქტომბერი - იუსტიციის სამინისტრომ მიმართა უზენაეს სასამართლოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მემორიალის“ ლიკვიდაციის სარჩელით.[49]
  • 2015 წლის 28 იანვარი - უზენაესმა სასამართლომ უარყო სარჩელი.[50]
  • 2016 წლის 7 დეკემბერი - მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ დააჯარიმა „საერთაშორისო მემორიალი“ 300 ათასი რუბლით "უცხოურ აგენტად" რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო.[51]
  • 2017 წელი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თხოვნით მიმართა იუსტიციის სამინისტროს განემარტა „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამოყენების ლეგიტიმურობა და ამ ორგანიზაციების ფინანსურ მდგომაროებასთან მიმართებით გამოწერილი ჯარიმების ადეკვატურობა.

ორგანიზაცია „მემორიალს“ ინფორმაციულ მხარდაჭერას უწევებენ:

  • ინტერნეტ გამოცემა Colta.ru
  • საინფორმაციო სააგენტო МЕМО.РУ
  • „ოვფ-ინფო“
  • საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსეთი ზის“ („Русь Сидящая“)
  • რადიო სადგური „თავისუფალი ევროპა“ და „თავისუფლება“.
  • ორგანიზაცია „მემორიალის“ მუდმივი პარტნიორია „საინფორმაციო სააგენტო МЕМО.РУ“ (ხელმძღვნაელი- გრიგორი შვედოვი), რომელიც ახორციელებს მუშაობას ორი მიმართულებით:
  1. მედია მასალების გამოშვება - სააგენტოს მიერ შექმნილ ონლაინ გამოცემებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია რეგიონალური ონლაინ მედიასაშუალება "კავკასიური კვანძი", რომელიც გთავაზობთ ინფორმაციას კავკასიის მოვლენების შესახებ; ბეჭდურ მედიას შორის - გაზეთი "30 ოქტომბერი".
  2. სოციალური მარკეტინგის ტექნოლოგიების გამოყენებით სამოქალაქო საკომუნიკაციო კამპანიების შემუშავება და განხორციელება.

2017 წელს „მემორიალმა“ დაიწყო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა მედია პროექტ „ოვდ-ინფოსა“ სა და საზოგადოებრივ მოძრაობასთან „რუსეთი ზის“. ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, რომ „ოვდ-იფნო“ პასუხისმგებელი იქნებოდა ნებისმიერი დაკავებულის შესახებ შეტყობინების გაგზავნაზე, ხოლო „მემორიალი“ და „რუსეთი ზის“ ერთობლივად იძიებდნენ იურისტებს, ადვოკატებსა და თანხებს მათი მომსახურებისთვის.[52]

ორგანიზაცია ძირითად დაფინანსებას იღებს შემდეგი დონორებისაგან:

„მემორიალი“ და საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 25 თებერვალს საზოგადოება „მემორიალმა“ პარლამენტის შენობის წინ მოაწყო გამოფენა საბჭოური პერიოდის პოლიტპატიმარ ქალთა შესახებ. გამოიფინა სიები; სატუსაღოებში პოლიტპატიმარ ქალების მიერ შესრულებული ნაკეთობები, გამოგზავნილი წერილები და მათი ფოტოსურათები.

2012 წლის 9 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს სტუმრად ეწვიენ საზოგადოება „მემორიალის“ წარმომადგენლები - ირინა ოსიპოვა (ადამიანის უფლებათა დამცველი, კვლევითი ცენტრი „მემორიალი“), ვალენტინ გეფტერი (ადამიანის უფლებების ინსტიტუტი/რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი) და ფრენსის გრინი (ინგლისელი ფიზიკოსი, ცნობილი ინგლისელი მწერლის, გრემ გრინის შვილი). ვიზიტის მიზანი იყო შსს არქივების გაცნობა და კვლევების განხორციელება. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გასული საუკუნის 1920-იანი წლების სისხლის სამართლის საქმეებმა. საზოგადოება „მემორიალმა“ შსს არქივს გადმოსცა 1920-იან წლებში გადასახლებაში მყოფი ქართველი პატიმრების წერილები და განცხადებები.[53]

2000 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალმა“ თავისი ინიციატივით საქართველოს პარლამენტს წარუდგინა რეპრესირებულთა შესახებ 1997 წლის კანონის მე-8 და მე-9 მუხლების რეალიზაციის კანონპროექტის ვარიანტი. ამას შედეგი არ გამოუღია. სტარასბურგის სასამარლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს რეპრესირებული ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით 4000-4000 ევროს გადახდა დაევალა, „მემორიალმა“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციასთან (საია) ერთად 2011 წლის გაზაფხულზე შეიმუშავა კანონპროექტის სრულყოფილი ვატიანტი. ეს კანონპროექტი ასევე წარედგინა პალმანეტს, თუმცა უშედეგოდ.[54]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Friedman, Ingrid Burke (30 December 2021). „As Russia shutters respected NGOs, European Court of Human Rights intervenes“. Jurist. ციტირების თარიღი: 30 December 2021.
  2. 1 2 https://www.memo.ru/ru-ru/memorial/memorial-international-aims/
  3. Khronika tekushchikh sobyty (Хроника текущих событий, "Chronicle of current events"), old.memo.ru
  4. https://web.archive.org/web/20070305235922/http://www.memo.ru/hr/index.htm
  5. 1 2 https://www.memo.ru/ru-ru/memorial/history/ Хроника «Мемориала» ნანახია: 27.09.2020
  6. 1 2 Ivanova, Polina (14 December 2021). 'Russia's conscience' on trial as civil rights group faces closure“. Financial Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 December 2022. ციტირების თარიღი: 29 December 2021.
  7. Memorial Italia www.memorialitalia.it, accessed 31 December 2021
  8. Association Mémorial France memorial-france.org, accessed 31 December 2021
  9. Gulag files seized during police raid on rights group. The Times.
  10. Russia: raid on Memorial HQ. ციტირების თარიღი: 11 January 2018
  11. MEMORIAL Charter. ციტირების თარიღი: 11 January 2018
  12. 'Мемориал' повернул обыск вспять ru. Kommersant (21 March 2008).
  13. HDDs will be returned to "Memorial" in presence of the Ombudsman, Fontanka.Ru, 27 March 2009 (in Russian)
  14. Memorial Vindicated Again დაარქივებული 2019-04-28 საიტზე Wayback Machine. , by Sean Guillory, 31 March 2009
  15. "The Register of foreign agent NGOs", Russian Federation Ministry of Justice დაარქივებული 6 October 2022 საიტზე Wayback Machine. (in Russian), unro.minjust.ru
  16. Arsonists Torch Memorial Human Rights Office in North Caucasus. The Moscow Times (17 January 2018). ციტირების თარიღი: 17 January 2018
  17. "The Register of foreign agent NGOs" დაარქივებული 6 October 2022 საიტზე Wayback Machine. unro.minjust.ru, Russian Federation Ministry of Justice (in Russian), accessed 28 December 2021
  18. Nechepurenko, Ivan (28 December 2021). „Russian Court Orders Prominent Human Rights Group to Shut“. The New York Times. ციტირების თარიღი: 28 December 2021.
  19. „Russian court shuts down human rights group Memorial International“. CNN. ციტირების თარიღი: 28 December 2021.
  20. "Memorial faces the courts; an appeal to the ECHR", International Memorial News, 29 October 2020 (in Russian) www.memo.ru
  21. Мемориал – Суды над «Мемориалами». Подана жалоба в ЕСПЧ ru (19 October 2020). ციტირების თარიღი: 1 January 2022
  22. "Мемориал" пожаловался в ЕСПЧ на штрафы по закону об иноагентах ru (20 October 2020). ციტირების თარიღი: 1 January 2022
  23. Russia: Dissolution of Human Rights Center "Memorial" confirmed in… en. ციტირების თარიღი: 2023-01-06
  24. https://www.memo.ru/ru-ru/memorial/departments/#list Структура и организации, ნანახია: 11.10.2020.
  25. https://www.memo.ru/ru-ru/memorial/pravlenie/ Правление Международного Мемориала, ნანახია: 12.10.2020.
  26. https://tass.ru/obschestvo/5056854 22 МАР 2018, Председателем правления общества "Мемориал" избран Ян Рачинский, ნანახია: 12.10.2020
  27. https://magazines.gorky.media/znamia/2016/7/konec-prekrasnoj-epohi-pr.html ნანახია: 12.10.2020.
  28. http://old.memo.ru/d/3140.html Рачинский Ян Збигневич, ნანახია:12.10.2020.
  29. http://old.memo.ru/d/3140.html Рачинский Ян Збигневич, ნანახია: 12.10.2020
  30. 1 2 https://www.svoboda.org/a/29117182.html Правление Международного "Мемориала" возглавил Ян Рачинский, 23 марта 2018, ნანახია: 12.10.2020.
  31. http://old.memo.ru/s/319.html СССР. История репрессий: 1917-1991, ნანახია:13.10.2020.
  32. http://old.memo.ru/history/nkvd/kto/index.htm Н.В.Петров, К.В.Скоркин КТО РУКОВОДИЛ НКВД: 1934–1941., ნანახია:13.10.2020.
  33. https://www.memo.ru/ru-ru/HISTORY/NKVD/GULAG/index.htm/ История Гулага, ნანახია:13.10.2020.
  34. http://www.shpl.ru/publishing_shpl/directory_publishers/history_russia_research_publications_reprints/zapiski_o_samizdate_almanah_vyp23/ დაარქივებული 2017-06-19 საიტზე Wayback Machine. Записки о самиздате в алманах, ნანახია:13.10.2020.
  35. http://hr2.memo.ru/w/index.php?title=%D0%A5%D1%80%D0%BE%D0%BD%D0%B8%D0%BA%D0%B0_%D1%82%D0%B5%D0%BA%D1%83%D1%89%D0%B8%D1%85_%D1%81%D0%BE%D0%B1%D1%8B%D1%82%D0%B8%D0%B9&oldid=22511%5B%5D Хроника текущих событий, ნანახია:13.10.2020.
  36. https://hro.org/node/14242 Председателем Правозащитного Центра "Мемориал" избран Александр Черкасов
  37. https://www.colta.ru/news/3325-memorial-priznan-inostrannym-agentom «Мемориал» признан «иностранным агентом»17:53 23 МАЯ 2014
  38. http://old.memo.ru/s/70.html Архивные, книжные и музейные фонды «Мемориала»
  39. http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7798497.stm Stalin's new status in Russia, By Richard Galpin, 27 December 2008
  40. https://www.bbc.com/russian/news/2016/04/160428_moscow_memorial_attack
  41. https://novayagazeta.ru/articles/2017/04/25/72291-ugrozy-uchitelyam-i-roditelyam-otkaz-v-arende-pomescheniya-vzlom-pochty-ohrana-mvd
  42. https://www.bbc.com/russian/news-39681774 Глава СПЧ Федотов попросил министра образования защитить конкурс "Мемориала", 22 апреля 2017, ნანახია:14.10.2020.
  43. https://www.interfax.ru/russia/308503 Прокурор: "Мемориал" финансируется из-за рубежа и занимается политикой11:12, 24 мая 2013, ნანახია:14.10.2020.
  44. https://www.ntv.ru/novosti/526936/ 21.03.2013, 16:38 «Мемориал» прячет доходы от прокуратуры: видео, ნანახია:14.10.2020.
  45. https://www.ntv.ru/novosti/527277/ 21.03.2013, 22:48 Сотрудники прокуратуры ушли из «Мемориала» с копиями документов, ნანახია:14.10.2020
  46. https://tvrain.ru/teleshow/novosti_sajta/memorial_poluchil_predpisanie_zaregistrirovatsja_inostrannym_agentom-342443/ «Мемориал» получил предписание зарегистрироваться иностранным агентом 30 апреля 2013, ნანახია:14.10.2020.
  47. https://www.interfax.ru/russia/377695 23 мая 2014 Суд обязал "Мемориал" зарегистрироваться в качестве "иностранного агента", ნანახია:15.10.2020.
  48. https://tass.ru/politika/1437926 12 СЕН 2014, Мосгорсуд нашел в деятельности "Мемориала" признаки иностранного агента, ნანახია:15.10.2020.
  49. https://lenta.ru/news/2014/10/10/memorial/ 10 октября 2014 Минюст подал иск о ликвидации «Мемориала», ნანახია:15.10.2020.
  50. https://www.bbc.com/russian/russia/2015/01/150128_memorial_court_elimination_suit Верховный суд отказался ликвидировать "Мемориал" 28 января 2015, ნანახია:15.10.2020.
  51. http://old.memo.ru/d/281417.html 7 декабря 2016 г. Суд оштрафовал Международный Мемориал на 300 тысяч рублей, ნანახია:15.10.2020.
  52. https://novayagazeta.ru/articles/2017/04/28/72317-nakazat-vseh «Наказать всех» 28 апреля 2017 Юлия Полухина, ნანახია:15.10.2020.
  53. http://archive.security.gov.ge/09-07-2012.html ორგანიზაცია "მემორიალი" სტუმრად შსს არქივში, ნანახია:15..10.2020.
  54. http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14132&lang=geo საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტს მიმართეს 21.11.2011, ნანახია:15..10.2020.