მემეტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მემეტიკა — თეორია გონების მომცველი ელემენტებისა და კულტურის შესახებ. მომდინარეობს დარვინის ევოლუციური თეორიიდან და რიჩარდ დოკინზის 1976 წელს გამოცემული წიგნიდან  სახელწოდებით „ეგოისტური გენი“. ტერმინი მემე არის გენის ერთგვარი ანალოგი და განიმარტება, როგორც კულტურის მცირე ერთეული, გონებაში არსებული „სხეული“, რომელსაც აქვს უნარი გავრცელდეს რამდენიმე ადამიანში.[1] მემეთა გავრცელების ინტენსივობა დამოკიდებულია იმ შესაძლებლობებისა და თვისებების არსებობაზე, რომლებიც მემის მატარებლისათვის ევოლუციურად გამოსადეგია. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება გენის გავრცელების ძირითადი თეორიაც. ტერმინი „მემი“ ბერძნულიდან წარმოიშვა და „იმიტატორს“ ნიშნავს.  მსგავსი ტერმინი „მნემი“ 1904 წელს გერმანელმა ბიოლოგმა რიჩარდ სემონმა გამოიყენა თავის ნაშრომში „Die mnemischen Empfindungen in ihren Beziehungen zu den Originalempfindungen“, რომელიც 1921 წელს ინგლისურ ენაზე, როგორც „The Mneme”, გადათარგმნეს. 

სექციების სია

რიჩარდ დოკინსი - „ეგოისტური გენი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდ დოკინსი, მემეტიკის ფუძემდებელი. ავტორი წიგნისა "ეგოისტური გენი".

რ.დოკინსი- ეთოლოგი. მის წიგნში „ეგოისტური გენი“ საუბარია ცხოველთა ქცევაზე. წიგნი გამოცემულია პოპულისტურ ენაზე და ჰგავს მეცნიერულ ფანტასტიკას, მაგრამ ღირებული სამეცნიერო ნაშრომია. წიგნის მეთერთმეტე ქვეთავი ეთმობა უშუალოდ მემეებსა და მემეტიკას. პირველ რიგში ხაზგასმულია, რომ ადამიანებს ერთი უნიკალური და საინტერესო მახასიათებელი აქვთ, რაც შეგვიძლია შევაჯამოთ ერთ სიტყვაში, ესაა კულტურა. კულტურა გენების იდენტურად გადადის ძველი თაობიდან ახალზე. თუმცა კულტურის არსებობა სხვა ცხოველებშიც შეინიშნება და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ცხოველთა შორის კულტურის ელემენტების[2] არსებობის იდეალური მაგალითია პ.ფ ჯენკინსის მიერ გამოკვლეული ერთი ფრინველის სახელწოდებით სედლბექის გალობა. ეს ფრინველი ახალი ზელანდიის კუნძულებზე სახლობს. კუნძულზე, რომელზეც ჯენკინსი მუშაობდა, ფაქტობრივად, ამ სიმღერების მთელი რეპერტუარი იყო. 9 ტიპის განსხვავებული გალობა, რომელსაც ეს ჩიტები ასრულებდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ ჩიტებს ერთგვარი დიალექტები ჰქონდათ განსახლების არეალის შესაბამისად. მამრი ჩიტებისა და მათი შვილების შედარების საფუძველზე ჯენკინსმა დაამტკიცა, რომ ეს მუსიკალური ხმები/წყობა არ იყო გადაცემული გენეტიკურად. თითოეული ეს ფრინველი ითვისებდა ამ სიმღერებს საკუთარი მეზობლისაგან უბრალო მიბაძვის გზით ზუსტად ისევე როგორც ჩვენ ადამიანები ვბაძავთ ხოლმე ვინმეს. ჯენკინსი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებდა ამ ჩიტებს და შენიშნა კიდევ ერთი რამ, რომ ამ მიბაძვის დროს იქმნებოდა ახალი, ოდნავ სახეცვლილი სიმღერებიც, რომლებიც არაზუსტი მიბაძვის შედეგი იყო, მცირედი მიმბაძველობითი შეცდომები. წლების განმავლობაში ეს სიმღები ახალ თაობებს გადაეცემოდა და საბოლოოდ დამკვიდრდა, როგორც „კულტურული მუტაციები“ ასე უწოდებს მას რიჩარდ დოკინზი.

მსგავს მაგალითებს ვხვდებით სხვა ცხოველებშიც, მაგალითად მაიმუნებში და, ცხადია,  რომ ამგვარი ტენდენციები განსაკუთრებით გამოხატულია ჩვენს სახეობაში, ადამიანებში. ენის ფენომენი მრავალთაგან მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი არის. მოდა და კვების რაციონი, სხვადასხვა ცერემონია თუ წეს-ჩვეულება, ხელოვნება და არქიტექტურა, ინჟინერია და ტექნოლოგიები ეს ყველაფერი ვითარდებოდა ისტორიის განმავლობაში, რომელიც ერთი შეხედვით ემსგავსება გარკვეულ გენეტიკურ ცვლილებებს, რომლის პასუხადაც ადამიანი ცვლის გარემომცველ სამყაროს, თუმცა, ცხადია,  ზემოთხსენებულთ არანაირი კავშირი არ აქვთ გენეტიკურ ცვლილებებთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი ათწლეულის წინ ინგლისელმა ბიოლოგმა და ევოლუციონისტმა, ეთოლოგმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა რიჩარდ დოკინსმა პირველად გამოიყენა სიტყვა „მემი“ მეცნიერული თვალსაზრისით. ეს სიტყვა მან თავდაპირველად თავის წიგნში (რომელიც  1976 წელს გამოიცა) „ეგოისტური გენი“ ახსენა. უკვე 1988 წელს ტერმინი „მემი“ ჩართეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინგლისურ სიტყვათა ლექსიკონში( English Oxford Dictionary ) . 1980-იან წლებში შეიქმნა მეცნიერების ახალი დარგი, რომელსაც უწოდეს „მემეტიკა“ და შესაბამისად გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ტერმინი - მემი. შემდეგი ათწლეულის განმავლობაში ეს ტერმინები მრავალ ევროპულ ენასა და მეცნიერულ წრეში დამკვიდრდა[3]. დღესდღეობით მემეტიკა არის ის მეცნიერების სფერო, რომელიც შეისწავლება არამარტო ინგლისში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, გერმანიასა და რუსეთში, ხოლო მისით დაინტერესებულია, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო.

თანამედროვე მემეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი მემეტიკური მიმდინარეობა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. 1983 წლის იანვარში “Metamagical Themas”-ში, ჟურნალ “Scientific American”-ის დუგლას ჰოფშადერის სვეტში და ასევე სტატიების ერთ-ერთ კრებულში დაიწერა შემოთავაზება, კერძოდ, ახალი დისციპლინისთვის, რომელშიც მეცნიერები მემებს სწავლობენ, სახელი "მემეტიკა" ეწოდებინათ. (გენეტიკის მსგავსად). მემეტიკის კვლევები ძალიან განსხვავდება მეინსტრიმული კულტურული ევოლუციის თეორიისგან იმით, რომ მისი მომხეების უმეტესობა ხშირად არ არიან ანთროპოლოგები ან სოციოლოგები და ხშირად არ აქვთ აკადემიური განათლება. „ეგოისტური გენის“ ფართო გავლენამ კი გააერთიანა სხვადასხვა ინტელექტუალური ტრადიციის ადამიანი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული გახდა 1992 წელს გამოცემული წიგნი Counsciousness Explained,[4] რომელიც ტაფტსის უნივერსიტეტის პროფესორს დენიელ დენეტს ეკუთვნის. ამ წიგნში დ.დენეტი მემის კონცეპტს გონების თეორიას უსადაგებდა. რიჩარდ დოკინზი კი თავის ესეში „Viruses of the Mind“ (1993) იყენებს მემეტიკის წესებს, რათა ახსნას რელიგიური რწმენის და ორგანიზებული რელიგიების სხვადასხვა მხარის ფენომენი.

თანამედროვე მემეტიკის ისტორია იწყება 1996 წელს ორი წიგნის გამოცემით, რომელთა ავტორები არ ეკუთვნოდნენ აკადემიურ მეინსტრიმს:

  • ·      „Microsoft“-ის ყოფილი პროგრამისტის, რიჩარდ ბროუდის, წიგნი „Virus of he Mind: The New Science of the Meme[5]”.
  • ·      მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის, „Fermilab“-ის ინჟინერის, აარონ ლინჩის, წიგნი “Thought Contagion: How Belief Spreads Through Society[6]”.

როდესაც ლინჩმა დოკინზის „ეგოისტური გენის“ შესახებ გაიგო, თავისი თეორია აკადემიური კულტურულ-ევოლუციური დისციპლინებისგან დამოუკიდებლად შეიმუშავა. მალევე მან თავისი წიგნიც გამოსცა.

ა.ლინჩისა და რ.ბროუდის პუბლიკაციებთან ერთად ინტერნეტში Manchester Meropolitan University-ის პოლიტიკური მოდელირების ცენტრის ბაზაზე გაჩნდა ახალი ელექტრონული ჟურნალი “Journal of Memetics - Evolutionary Models of Information Transmission“ („მემეტიკის ჟურნალი - ინფორმაციის გადაცემის ევოლუციური მოდელები“). ელექტრონული ჟურნალი მალევე იქცა მემეტიკის შემსწავლელი საზოგადოების პუბლიკაციებისა და დისკუსიების ცენტრად. 1999 წელს University of the West of England-ის ფსიქილოგმა სიუზენ ბლექმორმა გამოსცა თავისი ნაშრომი „The Meme Machine[7]“, რომელშიც უფრო ფართოდ იყო განხილული დენეტის, ლინჩისა და ბროდის იდეები, ასევე იგი შეეცადა შეედარებინა ეს იდეები აკადემიური კულტურულ-ევოლუციური დისციპლინების სხვადასხვა მიდგომასთან. წიგნში განხილულია მემეტიკაზე დაფუძნებული ენის ევოლუციის ახალი თეორიები და ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმა.

ჟურნალმა იარსება 1997 წლიდან 2005 წლამდე: 2005 წელს გამოიცა ბოლო გამოშვება, რომელშიც ბრიუს ედმონდსის სტატია „The revealed poverty of the gene-meme analogy- why memetics per se has failed to produce substantive results“ გამოქვეყნდა. ამ სტატიაში ბ.ედმონდსი ხსნიდა, თუ რატომ თვლიდა მემეტიკას წარუმატებელ დისციპლინად და რატომ დაკარგეს მეცნიერებმა ინტერესი მის მიმართ. ამის შემდეგ ჟურნალმა არსებობა შეწყვიტა.

წიგნში „ღმერთი როგორც ილუზია“ (2006 წ.) რიჩარდ დოკინზი კვლავ შეეხო მემების იდეას. თავის წიგნში იგი ყურადღებას მემების სიზუსტეზე ამახვილებს და წერს, რომ მემი, რომელიც შედგება დისკრეტული ერთეულებისგან (მაგალითად, ჩვევა, რომელიც სხვადასხვა ოპერაციებისგან შედგება, ან ფრაზა, რომელიც სიტყვებისგან შედგება), შეიძლება მემის გადაცემის დროს თვითკორექცია მოხდეს, რაც ადამიანის აზროვნებაზეა დამოკიდებული. ეს იმის გამო ხდება, რომ ინფორმაციის მიმღები პირდაპირ არ აკოპირებს მეორე ადამიანს, არამედ აზროვნების მეშვეობით აანალიზებს, თუ რომელი ოპერაცია არის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ მოქმედებაში და რომელი - არა. ბოლოს მხოლოდ იმ ოპერაციებს აკოპირებს,   რომელიც, მისი აზრით, დასჭირდება, თუმცა აკორექტირებს მათ, რათა სასურველი შედეგი მიიღოს. ასევე, მაგალითად, ადამიანს შეუძლია გამოიცნოს ფრაზაში სიტყვა თავისი ლექსიკონის მეშვეობით იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მან საერთოდ ვერ გაიგო ეს სიტყვა და ა.შ. ეს ზრდის კოპირების სიზუსტეს იმ მემებში, რომლებიც დისკრეტული ერთეულებისგან შედგებიან. ამის შემდეგ დოკინზი აღნიშნავს:

„მაგრამ ნებისმიერ შემთვევაში, ამ  საწყის სტადიაზე მთავარი ამოცანა მემების თეორიაში არა კულტურათა საერთო თეორიის შემუშავებაა, ანალოგიურად უოტსონისა და კრიკის გენების თეორიისა, არამედ, მემების თეორიის შემუშავებისას, მე უპირველესყოვლისა ვცდილობდი იმ მოსაზრების გაკრიტიკებას, რომლის მიხედვითაც გენები - ერთადერთი და უნიკალური ობიექტია, რომელთანაც მუშაობს დარვინის თეორია. სხვა შემთხვევაში „ეგოისტური გენის“ მკითხველებს ასეთი შთაბეჭდილება შეექმნებოდათ“.

რა არის მემეტიკა?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რ. დოკინზის „ეგოისტური გენის“ შექმნის მთავარი მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ მას სურდა კაცობრიობას სხვანაირად შეეხედა ბიოლოგიური ევოლუციის პროცესისთვის, უფრო კონკრეტულად კი, მას დარვინისეული კონცეფციის შევსება უნდოდა. ცნობილი ფაქტია, რომ  ჩ.დარვინის თეორიის მიხედვით, ევოლუციაში მონაწილეობენ ინდივიდები და მათი ჯგუფები - პოპულაციები. რ.დოკინზმა შემოიღო ახალი წესი, რომლის მიხედვითაც გადარჩევის ერთეული არა კონკრეტული სახეობა, არამედ გენი იქნებოდა: „გადარჩევის ერთეული, რომელიც დამოუკიდებელ ინტერესს წარმოადგენს, არის არა სახეობა, არც ჯგუფი და, მკაცრად რომ ვთქვათ, არც ინდივიდი. მთავარი ერთეული არის გენი“. სწორედ გენეტიკური კონკურენცია ევოლუციურ პროცესს უზრუნველყოფს. შემდეგ დოკინზმა მეცნიერებისთვის ახალი ცნება შემოიღო - სტაბილურობა.  დარვინის „შეგუებულთა გადარჩენა სიცოცხლისთვის ბრძოლაში“, რ.დოკინზის აზრით, მხოლოდ კონკრეტული შემთხვევაა უფრო ფართო წესის - სტაბილურის გადარჩენისა. მეცნიერის თეორიის მიხედვით, სამყარო შედგება სტაბილური ობიექტებისგან: „სტაბილური ობიექტი - ატომთა ერთობლიობა, რომელიც საკმაოდ სტაბილური და ჩვეულებრივია, ამიტომ ის სახელს იმსახურებს.“ ის თვლიდა, რომ ბუნებრივი გადარჩევის ყველაზე ადრეული ფორმა არ მდგომარეობდა უბრალოდ სტაბილური ფორმების გადარჩევაში და არასტაბილურების უარყოფაში. სტაბილურობა აიხსნება როგორც შესაძლებლობა იმისა, რომ ობიექტი დიდი ხნის განმავლობაში შემოინახოს ან შეეძლოს სწრაფი კოპირება თავისი თავის (აღდგენა), ან ძალიან ზუსტი კოპირება.[8]  მაგრამ რ.დოკინზი არ შემოიფარგლა მხოლოდ ამ დაშვებით. მას ასევე ჰქონდა იდეა, რომ გენი მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაა განსაკუთრებული მოლეკულისა, რომელსაც შეუძლია თვითკოპირება. მეცნიერმა მას რეპლიკატორი დაარქვა. ევოლუციის პროცესი შესაძლებელია ორი ტიპის რეპლიკატორის მეშვეობით (იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანზეა საუბარი): ბიოლოგიური და კულტურული. სწორედ მეორე რეპლიკატორის აღნიშვნა შემოიღო რიჩარდ დოკინზმა და დაარქვა მას „მემი“. მემი არის ერთეული, რომელსაც შეუძლია თვითკოპირება და გავრცელება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფში. ისევე როგორც კ.პოპერი, რიჩარდ დოკინზი აღიარებდა ანალოგიას მეცნიერულ პროგრესსა და გენეტიკურ ევოლუციას შორის ბუნებრივი გადარჩევის მეშვეობით და მან ფუნდამენტური კანონი შექმნა, რომელსაც ასევე ნაწილობრივ პოპერის  გავლენა ეტყობა: „ყველაფერი ცოცხალი ევოლუციას განიცდის რეპლიცირებული ერთეულების დიფერენციალური გადარჩევის მეშვეობით“. სწორედ მემი კულტურული მემკვიდრეობის გადაცემის ერთეულია და ის ვრცელდება ერთი ადამიანის ტვინიდან მეორეში ამ პროცესს ხშირად იმიტაციას უწოდებენ.[9] მემების მაგალითებია: სხვადასხვა მელოდიები, იდეები, სლენგები, ახალი გამონათქვამები, კერძის მომზადებისა თუ თაღის აშენების ხერხები და ა.შ.

მემეტიკის საგნობრივი სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდგომ პერიოდში რ.დოკინზი თავის ნაშრომებში რელიგიაზე ხშირად დაუბრუნდება მემების იდეას ან რეპლიკატორების კონცეპტზე მუშაობისას, შეადარებს მას ანთროპოსოციოგენეზსა და მემ-გენეტიკურ ევოლუციას.  ახალი მეცნიერების საგნობრივი სფერო აღწერეს მისმა მიმდევრებმა - დ.დენეტმა, რ.ონგერმა და ს.ბლექმორმა. დ.დენეტმა 90-იანებში მემების კიდევ ერთი განმარტება შესთავაზა მეცნიერებს: იმის გამო, რომ კულტურული იდეები ზოგჯერ მოქმედებენ იმ ინდივიდის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომლის გონებაშიც არიან, მეცნიერმა აღწერა ისინი როგორც ადამიანის პარაზიტები და სახელიც მოიფიქრა მათთვის: “კულტურული ვირუსები“. 2001 წელს რ.ონერმა სახელი მისცა მეცნიერების ახალ სფეროს, ხოლო 2002 წელს ონტოფსიქოლოგიისა და მემეტიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესზე ს.ბლექმორმა შესთავაზა მეცნიერებს, რომ მემების მყარი ერთობლიობისთვის ახალი აღნიშვნა შემოეღოთ. მემების ჯგუფი, რომელიც ერთად ასრულებს ოპერაციას, მან „მემპლექსი“ ან „ურთიერთშეგუებული მემთა კომპლექსი“ უწოდა. ამის მაგალითია ცნობილი e-mail, ვირუსები, რომლებიც გვეხმარებიან სწრაფი შეტყობინებების გადაცემაში. მემპლექსთა რიცხვს მიეკუთვნებიან იდეოლოგიები, რელიგიები, კულტურები, ცივილიზაციები და ადამიანის გონებაც კი. თავის წიგნში „მემების მანქანა“ ს.ბლექმორი განიხილავს ადამიანს, როგორც მასპინძელ ორგანიზმს, მემების მატარებელს. მისი აზრით, „ადამიანების არ გააჩნიათ ფიქრები, ისინი არ გენერირებენ იდეებს, არამედ უბრალოდ იმიტირებენ მათ, ინახავენ და შემდეგ გადასცემენ“. ს.ბლექმორი ეთანხმება  დ.დენეტის „პარაზიტულ ახსნას“ და თვლის, რომ ზოგიერთ მემის შეუძლია სწრაფი უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. ამ რეაქციას მეცნიერი მემ-ალერგიას უწოდებს. მასობრივ გონებასა და ქცევაში ის სხვადასხვა ფობიის ფორმას იღებს. მძიმე მემ-ალერგიული რეაქციის მაგალითებია: ცენზურის მოთხოვნა, ვანდალიზმის აქტი, ფიზიკური ძალადობა არასასურველი მემის მატარებელზე და სხვა.

მემი და გენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც საუბარია ამ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რეპლიკატორის, მემისა და გენის შედარებაზე იკვეთება რიგი ფუნდამენტური განსხვავებებისა. გენები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მშობლიდან შვილს. მემეების გავრცელებისათვის კი საკმარისია ორი ინდივიდი. არ აქვს მნიშვნლეობა მათ სქესსა და ასაკს[10]. გენის გადასაცემად საჭიროა ერთი თაობა, ხოლო მემეებს შეუძლიათ გავრცელდნენ სულ რაღაც რამდენიმე წუთში. თავად ერთი კონკრეტული ინდივიდის მიერ გენის გავრცელება, ცხადია, შეზღუდულია, მდედრობითი სქესის წარმომადგენლის უნარი დატოვოს შთამომავლობა განსაზღვრულია რეპროდუქციის კონკრეტული პერიოდით, ხოლო მემების შემთხვევაში ერთმა კონკრეტულმა ინდივიდმა შესაძლოა გასცეს მილიონობით მემი. მნიშვნელოვანია, რომ მემები უფრო მარტივად განიცდიან ვარიაციას, რადგან ნერვულ სისტემაში დაგროვილი ინფორმაცია გაცილებით ადვილად შეიძლება მოდიფიცირდეს, ვიდრე გენური ჩანაწერი. იმ შემთხვევაში, როდესაც გენი ან მემი უარყოფით ინფორმაციას ატარებს, განსხვავებულია ამ უარყოფითი ინფორმაციის განადგურების შესაძლებლობები[11]. გენის შემთხვევაში კონკრეტული ინდივიდი შესაძლოა სასიკვდილოდ იყოს განწირული, რათა ასეთი ნეგატიური გენი განადგურდეს, ხოლო მემის შემთხვევაში ეს პროცესი შეიძლება თავისთავადიც იყოს. ამ კონკრეტული მემის გამავრცელებელმა ინდივიდმა უბრალოდ შეიტყოს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვნებს სხვას. მაშასადამე, ცხადია, რომ კულტურული ევოლუცია გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე გენეტიკური, ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე.[12]

ახალი რეპლიკატორი?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რ. დოკინზი საკმაოდ საინტერესოდ აღწერს კულტურის ფენომენს. რა აქვს ასეთი განსაკუთრებული გენებეს? - სვამს შეკითხვას მეცნიერი. პასუხია ის, რომ მათ აქვთ რეპლიკაციის უნარი. ფიზიკის კანონები ვრცელდება მთელს ჩვენ მიერ აღმოჩენილ გალაქტიკებში. არსებობს რაიმე ისეთი ბიოლოგიური პრინციპები, რომლებიც აგრეთვე ჭეშმარიტი იქნება მთელს ამ სივრცეში? როდესაც ასტრონავტები ეწვევიან სხვადასხვა პლანეტებს, მათ შეიძლება აღმოაჩინონ საკმაოდ უცნაური არსებები, სრულიად უჩვეულო დედამიწისათვის. არის რაიმე საერთო განმსაზღვრელი ნიშანი რაც აუცილებელი მახასიათებელია ცოცხალი არსებისათვის? იქნებ ამ ორგანიზმებს აქვთ სილიკონი ნახშირბადის ნაცვლად და ამიაკი წყლის მაგივრად. მაშინ რა არის ის საერთო რაც ყველა ცოცხალ არსებას ანიჭებს ცოცხალის სტატუსს? პასუხია: რეპლიკაციის უნარი - განმარტავს დოკინზი.  შესაბამისად ასოციაცია გვიჩნდება დნმ-თან. მაგრამ სულაც არაა გამორიცხული, რომ არსებობს სხვა რეპლიკატორებიც. დოკინზი განმარტავს, რომ თავად ჩვენს პლანეტაზეც შეიძლება ამ რეპლიკატორების აღმოჩენა. დოკინზის მოსაზრებით ესაა კულტურა. კერძოდ, ჩვენ გვჭირდება ახალი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ამგვარ კულტურულ ტრანსმისიას, გარკვეული კულტურული ელემენტების გავრცელებას ინდივიდებს შორის. შესაბამისად, სწორედ აქ შემოაქვს დოკინზს სახელწოდება „მემი“, რომელიც ბერძნული სიტყვის „მიემემის“ მოდიფიკაციას წარმოადგენს. დოკინზს სურდა გენთან მსგავსება თავად სიტყვიდანაც დაგვენახა და სწორედ ამიტომ შეამოკლა ეს სიტყვა, გახადა ორმარცვლიანი, სწორედ ისეთივე, როგორც „გენი“ არის.[1]

როგორ მიმდინარეობს მემის რეპლიკაციის პროცესი?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემმა რომ რეპლიკაცია განიცადოს, მას ოთხი თანმიმდევრული საფეხურის წარმატებით გავლა უწევს. ეს საფეხურებია:

1) ასიმილაცია, ათვისება ინდივიდის მიერ, რომელიც ხდება ამ მემის გამცემი ან გარკვეულ ეტაპზე უბრალოდ მატარებელი.

2) კონკრეტული ინფორმაციის ზემოთხსენებული ინდივიდის ცნობიერებაში დარჩენა.

3) ინდივიდის მიერ ამ ინფორმაციის ექსპრესია. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ენობრივი ელემენტი, ქცევა ან სხვა რაიმე ტიპის ელემენტი, რომელიც აღქმადია სხვათა მიერ.

4) ტრანსმისიის პროცესი. ანუ ამ უკვე ჩამოყალიბებული მედიოტიპის გადაცემა სხვა ინდივიდებისათვის. თუმცა, ეს ნაბიჯები ერთჯერადი არ არის და ბოლო საფეხურს ავტომატურად მოსდევს პირველი, უკვე სხვა ინდივიდისათვის.

მემეტიკის ორი ძირითადი მიმართულება: ინტერნალისტები და ექსტერნალისტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემეტიკური მოძრაობის გაჩენიდან მალევე იგი ორ ძირითად მიმართულებად გაიყო. პირველნი ემხრობიან იმ აზრს, რომ მემი არის ინფორმაციის ერთეული ტვინში და სწორედ ამ უკანსაკნელს იზიარებდა დოკინზი. მეორე ჯგუფი კი განმარტავს მემის, როგორც კულტურულ არტეფაქტებსა და ქცევებს. ამ ორმა მიმართულებამ მიიღო სახელწოდება, კერძოდ, პირველს ეწოდა ინტერნალისტთა ჯგუფი, მეორეს კი - ექსტერნალისტა ჯფუფი. ცნობილი ინტერნალისტების რიცხვს მიეკუთვნება ლინჩი და ბროდი, ხოლო ექსტერნალისტებს შორის არიან დერეკ გატერი, რომელიც ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მეცნიერ-გენეტიკოსია და ასევე კულტურული ევოლუციისა და მუსიკის მკვლევარი უილიამ ბენზონი.[13]

ძირითადი საფუძველი ექსტერნალიზმის არის მტკიცება, რომ ტვინის შიდა სტრუქტურებზე დაკვირვება შეუძლებელია და მემეტიკას არ შეუძლია განვითარება, როგორც მეცნიერებას, განსაკუთრებით კი ისეთ მეცნიერებად, რომელიც ეფუძნება რაოდენობრივ გაზომვებს, - თუ არ გადავიტანთ აქცენტს კულტურის იმ ასპექტებზე, რომლებიც შეიძლება პირდაპირ გადაიყვანო რაოდენობრივ მონაცემებში. ექსტერნალისტების საპირისპიროდ, ინტერნალისტები მიიჩნევენ, რომ ტვინის აქტივობასა და მდგომარეობაზე დაკვირვება თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მომავალში შესაძლებელი გახდება.

უმთავრეს ნამუშევარად ინტერნალისტურ მემეტიკაში შეიძლება ჩაითვალოს კემბრიჯის უნივერსიტეტის ანთროპოლოგის, რობერტ აუნგერის, მიერ 2002 წელს გამოცემული წიგნი „The Electric Meme[14]“. 1999 წელს კემბრიჯში აუნგერმა გამართა კონფერენცია, სადაც ცნობილმა სოციოლოგებმა და ანთროპოლოგებმა ისაუბრეს მემეტიკის პროგრესებზე, ამის შედეგად კი 2002 წელს გამოვიდა წიგნი „Darwinizing Culture: The Status of Memetics as a Science[15]“.

მემის აღმოჩენასთან დაკავშირებული პრობლემა და მემის ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც შეეხება მემის აღმოჩენას ეს საკმაოდ რთულია. თუ გენი პირდაპირი გზით გადადის მშობლიდან შვილეულ ორგანიზმზე, მემი ახალი ინდივიდის ნერვულ სისტემაში მოხვედრისას განიცდის მოდიფიკაციებს, ემატება ამ ინდივიდის ადრინდელი გამოცდილება და უკვე გარკვეულად სახეცვლილი ვრცელდება.[16]

ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი თვალშისაცემი განსხვავება გენსა და მემეს შორის შემდეგია: მემისათვის არ არსებობს ცნებები როგორებიცაა გენის შემთხვევაში გენოტიპსა და ფენოტიპს შორის არსებული სხვაობა (გენოტიპი ესაა გენში არსებული ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა შემდგომ თაობას, ხოლო ფენოტიპი გენით გადაცემული რიგი მახასიათებლების გარეგანი გამოვლინება). მემის შემთხვევაში  გამოიყოფა სამი განსხვავებული დონე, ესენია :

მემოტიპი - ინფორმაცია, რომელიც ინდივიდს აქვს დალექილი მეხსიერებაში.

მედიოტიპი - ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა, მაგლაითად: ტექსტი, სტატია, სიმღერა ან თუნდაც რაიმე ტიპის ქცევა.

სოციოტიპი - რამდენიმე ინდივიდისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ატარებს გარკვეულ ინფორმაციას საკუთარ მეხსიერებაში.

მნიშვნელოვანია, რომ ვარიაცია და სელექცია სამივე დონეზე მიმდინარეობს. მემოტიპმა შეიძლება სახე იცვალოს ან სულაც იქნას დავიწყებული. მედიოტიპი შეიძლება ასევე იქნას დავიწყებული ან დაკარგული და მემოტიპის მსგავსად განიცადოს ვარიაცია. რაც შეეხება სოციოტიპს, ის შეიძლება შეიცვალოს როდესაც ამ ინდივიდთა ჯგუფს ემატებიან ახალი წევრები, რომლებმაც შეიძლება ჯგუფს გააცნონ სრულიად ახალი მემეები ან სულაც მთლიანად გაქრეს. მაგალითად რომელიმე ტომი, რომელიც რაღაც მიზეზების გამო უცბად დაიღუპება, მათი სოციოტიპებიც ქრება.

ახალი გამოგონებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდ დოკინზი თავის ნაშრომში „A Devil’s Chaplain“ მიუთითებს, რომ ნამდვილად არსებობს ორი სხვადასხვა სახის მემეტიკური პროცესი. პირველი - კულტურული ტიპის იდეები, ქმედებები თუ ექსპრესიები, რომლებსაც არ ახასიათებთ ფართო ვარიაციები. მაგალითად შეიძლება მოყვანა თვით დოკინზის ერთ-ერთი სტუდენტის, რომელმაც ისწავლა ზოგიერთი ჩვევა ვიტგენშტეინისგან. დოკინზი ასევე ახასიათებს მემს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის კორექტირება და რომელიც არის საკმაოდ დაცული მუტაციისგან. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ორიგამის ნიმუშები დაწყებით სკოლებში. გამონაკლისი ხდება იშვიათად, მემი გადაეცემა ზუსტად ინსტრუქციის თანმიმდევრობის თანახმად. მემეს მოცემული ტიპი, როგორც წესით, არ ვითარდება და იშვიათად განიცდის მუტაციას.

ჰოკკი სიტუნგკირომ შემოგვთავაზა განსხვავებული განსაზღვრება და მიზნად აქვს, რომ შემოიტანოს უფრო ხისტი სახის ფორმალიზმი მემეების, მემპლექსებისა და დემებისთვის. ის მემეს აღიქვამს კულტურულ ერთეულად მთლიან კულტურულ კომპლექსურ სისტემაში, რაც ეფუძნება დარვინისეულ გენეტიკურ ალგორითმს, რომელმაც განიცადა გარკვეული ცვლილება სხვადასხვა ევოლუციური ნიმუშების გენებში და მემეებში. მემეტიკის მეთოდის აღწერისას, რომლის დროსაც ის განიხილება როგორც კულტურის კომპლექსური ადაპტაციური სისტემა, ჰოკკი საუბრობს მემეტიკაზე, როგორც კულტურული ევოლუციის ალტერნატიულ მეთოდოლოგიაზე. თუმცაღა სიტყვა „მემეს“ მრავალი შესაძლო განსაზღვრება არსებობს; მაგალითად, კომპიუტერული სიმულაციების ფარგლებში ტერმინი „მემეტიკური პროგრამირება გამოიყენება გარკვეული გამოსათვლელი წერტილის განსაზღვრისთვის.[17]

ველიკოვსკიმ კი შემოიღო ცნება მემეს სტრუქტურის შესახებ. ეს სტრუქტურა ეყრდნობა დოკინზის, ციკსზენტმიჰალის, ვილსონის, ტერნერისა და კოესლერის თეორიებს მემეებზე.

მარტივად შესაძლებელია მემეტიკის აღქმა კულტურული ევოლუციის ანალიზის მეთოდად. თუმცა მემეტიკის მომხრეები, რომლებიც „Journal of Memetics–ის“ მონაცემებს ეყრდნობიან, თვლიან, რომ „მემეტიკას“ აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს მნიშვნელოვანი და პერსპექტიული დისციპლინის სახე, რომელიც შეეხება კულტურის ანალიზს ევოლუციური კონცეპტების ჩარჩოს გამოყენებით. ქეით ჰენსონი, „Memetics and the Modular-Mind–ის” (1987) სტატიის ავტორი, ამტკიცებს, რომ მემეტიკისათვის მნიშვნელოვანია ევოლუციური ფსიქოლოგიის გათვალისწინება და მიღება, რათა გასაგები გახდეს მემეების გადამტანი ტვინების ფსიქოლოგიური განსაკუთრებულობის მახასიათებლები.

დიკარლომ ჩამოაყალიბა იდეა მემეტიკური მუდმივომის შესახებ, რომელიც ახასიათებს კულტურულ თავსებად სახელმწიფოს ბიოლოგიური მუდმივობის დახმარებით. ის  ირწმუნება, რომ როდესაც ადამიანების ცნობიერებამ განიცადა ევოლუცია და განვითარდა, ჩვენი წინაპრები უკვე ცდილობდნენ გადაეწყვიტათ გარემოს პრობლემები შედარებით დახვეწილი გზების გამოყენებით. შესაბამისად, პრობლემის გადაჭრას რომელიმე ჯგუფში ხშირად მოჰყვება გრძნობა აუცილებლობის, რომ გაკონტროლდეს გარემოს სტაბილურობა. მოკლედ რომ ვთქვათ - აქ გამოვლინდება მემეტიკური მუდმივობა. მაგრამ ის არ არის პრაქტიკული- ის არის ბიოქიმიური და მოდის ნეუროტრანსმიტერების ფორმით.

ჰოუბენი კი გვარწმუნებს, რომ რამდენიმე შემთხვევაში განსაკუთრებული გამძლეობის მქონე ვედური რიტუალი და მისი ურთიერთქმედება ცვალებად ეკოლოგიურ და ეკონომიურ გარემოსთან დროთა განმავლობაში შეიძლება მომგებიანად იყოს განხილული „კულტურულ ევოლუციაში“, სადაც ვედური მანტრა არის მემე ან კულტურული რეპლიკის ერთეული. ეს იწვევს ძალიან ბევრ მცდელობას, რომ აიხსნას ფენომენი ვედური ტრაციდიის გენეტიკაში.

რას ამბობს რელიგია მემეტიკის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემეტიკის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ რელიგია შედგება მემეებისგან[18]. რიჩარდ დოკინზი მუდმივად უდგება რელიგიის ინტერპრეტაციის საკითხებს ათეისტური პოზიციიდან. როგორც მემეტიკოსები ამტკიცებენ, სახარებაზე დაფუძნებული რელიგური მიმდინარეობები ხარჯავენ ძალიან ბევრ დროს პროზელიტიზმზე. ამგვარი მემების „გასამრავლებლად“ საჭიროა რომ ისინი ადამიანს აძლევდნენ გარკვეულ ფსიქოლოგიურ სარგებლობას: კატარსისი - განთავისუფლება დაგროვილი დანაშაულის შეგრძნებისგან; საკუთარი სიმართლის შეგრძნება და რწმენა სულის მარადიულობის (როგორც თავდაცვის მექანიზმი). თუმცა ეს მოთხოვნა არ არის აუცილებელი რუსი მემეტიკოსის ი.ნოსირევსისთვის. მას საკუთარ წიგნში „ილუზიების ოსტატები. როგორ გვაქცევენ მონებად იდეები“ მაგალითად მოჰყავს სექტა, სადაც პროზელიტიზმი იყო იძულებითი. სექტაში შესვლა გულისხმობდა მიმდევრის იძულებით კასტრაციას, რის მერეც ადამიანი ხვდებოდა, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება შეუძლებელია და ეს ადამიანი გარდაიქმნებოდა ძლიერ მომხრედ ამ სწავლების და აქტიურად ქადაგებდა მას. ამ სექტაში ბიოლოგიური რეპროდუქციის ნაცვლად ხდება მემების რეპროდუქცია, რომელიც გრძელდება იმის გამო, რომ ხდება ახალი მიმდევრების მოზიდვა გარე სამყაროდან. ასეთ საზოგადოებებს (მათ მიეკუთვნებათ ქრისტიანული და ბუდისტური მონასტრები, ზოგი ინდუისტური მიმდინარეობა და ა.შ.) ნოსირევსი უწოდებს „კვაზიპოპულაციებს“ - მათი დანიშნულებაა მთლიანად ჩართონ ადამიანი შემდეგ საქმიანობაში, ესაა მემების გავრცელება და გამრავლება.

დროთა განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი რელიგიები შესაძლოა გახდნენ ობიექტები გონივრული მემეტიკური მოდიფიკაციის.[19] იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, მორმონიზმი და სხვა, მემეტიკური ჰიპოთეზის თანახმად, განვითარდნენ ვარიაციების, მოდიფიკაციების და მემეტიკური რეკომბინაციების გზით ერთი საერთო მონოათეისტური წინამორბედისგან. მიიჩნევა, მაგრამ არ მტკიცდება, რომ ზოროასტრიზმი იყო ფართოდ გავრცელებული მემეტიკური წინამორბედი, საიდანაც იუდაიზმს, ქრისტიანობას და ისლამს აქვს აღებული ბევრი ელემენტი. ვარაუდობენ, რომ მსგავსი წინამორბედები თვითონ არიან შედეგი ექსტენსიური მემეტიკური ინჟინერიის, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე მოდიფიკაციები, რომლებიც მათი რელიგიიდან წარმოიქმნა.

ამერიკიის შეერთებულ შტატებში კონსერვატიული პოლიტიკური შეხედულებები შეუერთდა ქრისტიანულ რელიგიურ ევანგელიზმს. საუკუნეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკურმა იდეებმა და რელიგიურმა იდეებმა განიცადეს საკმაოდ ეფექტური რეპლიკაცია. პოლიტიკურ-რელიგიური მემპლექსები ფორმირდება და რეფრომირდება, ვითარდება და ინგრევა დროის განმავლობაში.

ზოგიერთი სასულიერო პრაქტიკოსი (მაგალითად, ბუდიზმში) ქადაგებს ეკოლოგიურ და მორალურ ღირებულებებს. ქრისტიანობა და ისლამიც ეწევიან პროზელიტიზმის პროპაგანდას. რადგანაც ისლამის და ქრისტიანობის ფესვები იუდაიზმშია და რადგანაც იუდაიზმი რჩება ნაკლებად პოპულარულ რელიგიურ სისტემად, ეს ფენომენი შეიძლება განიხილოს, როგორც წარმატებული მემეტიკური მუტაცია თვითრეპლიკაციისთვის.

მემეტიკა როგორც საბრძოლო იარაღი, მემური ინჟინერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოზეფ ნაემის „რბილი ძალის“ თეორიის იდეებს თუ გავყვებით, მივალთ გარკვეულ დასკვნებამდე. კერძოდ, ამ თეორიის განმარტებით რომელიღაც პირობითად „იქს“ სახელმწიფოს  შეუძლია გაავრცელოს მემპლექსი (მემეტიკური კომპლექსი). საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე მოახდინოს გარკვეული ტიპის მოდიპიკაციები ამ მემპლექსზე, რამაც შეიძლება რევოლუციებამდეც კი მიგვიყვანოს.[20]

მიუხედავად იმისა, რომ მემეტიკის საბაზისო თეორიაში  მემი არ განიმარტება როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მოქმედი პირი. არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდიდან მოყოლებული დღემდე კონკრეტული მთავრობები ცდილობენ ჩაერიონ, რათა შეცვალონ გარკვეული კოლექტიური მისწრაფებები და იდეები. რაც არ უნდა სადავო იყოს, რომ ამგვარი ჩარევა და კონტროლი დღვანდელობაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, ფაქტია, რომ ეს ჩარევა მაინც არსებობს, სწორედ ისევე, როგორც ორგანიზმის იმუნური პასუხი საფრთხისადმი.[21]

მემეტიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გარკვეული სახის „ცნობიერების ვირუსების ქარხანა“,[22] რომელსაც ხშირად მეორე თაობის საინფორმაციო ომებსაც უწოდებენ, რომლებიც არა იმისკენაა მიმართული რომ უშუალოდ გაანეიტრალონ ტექნოლოგიის დაცვის სისტემა და ხელთ იგდონ ხელსაყრელი მასალა, არამედ მოახდინონ ირიბი ზეგავლენა ადამიანთა ცნობიერებაზე, მართონ მათი ფიქრები.

როგორც რამდენიმე სპეციალისტი აღნიშნავს, ამ მეორე თაობის იარაღით შესაძლებელია შემდეგი მიზნების შესრულება:

·        შექმნა ანტიპათიური განწყობა, კოლექტივი, რომელშიც წევრებს ნეგატიური დამოკიდებულება უჩნდებათ მტრის მიმართ.

·        მასის საერთო ცნობიერებაზე მანიპულირება და სოციალური დაჯგუფებების პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური დაძაბულობისა და ქაოსის შექმნისაკენ.[23]

·        მთავრობის პირების ნაკლებად ინფორმირება და შესაბამისად მათი შეცდომაში შეყვანა.

კვლევები მემური ინჟინერიის მიმართულებით დღესდღეობით უკვე მიმდინარეობს რენსლარის ინსტიტუტში, რომელმაც მიიღო გრანტი 35,5 მილიონი დოლარის ოდენობით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამსახურისაგან. ინსტიტუტს დაევალა, რომ შექმნას კვლევითი ცენტრი (სახელწოდებით SCNARC) , რომელიც შეისწავლის სოციალურ-კოგნიტურ ქსელებს.

მემეტიკის მეთოდოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონცეფციები, რომლებიც ევოლუციური თეორიიდანაა მემეტიკაში, გადადის ადამიანურ კულტურაზე[24]. მემეტიკა ასევე იყენებს მათემატიკურ მოდელებს ისეთი სოციალური მოვლენების აღსაწერად, როგორებიცაა რელიგია და პოლიტიკური სისტემები. იმისთვის რომ აღიარებულ იქნას, რომ კულტურა ექვემდებარება დარვინიზმის კანონებს, საკმარისია აღმოაჩინონ, რომ მისი ერთეულები ავლენენ სამ ძირითად თვისებას, რომელიც დარვინისტული მოდელისთვის არის დამახასიათებელი, ესენია: მემკვიდრეობითობა, ცვალებადობა და რეპროდუქცია სხვადასხვა სიხშირით. სწორედ ამის შედეგად დროთა განმავლობაში პირობებს ყველაზე მეტად მორგებული კულტურის ერთეულები ფართოდ ვრცელდებიან, ცუდად მორგებულნი კი - ქრებიან. იმისათვის, რომ წარმატებულად მოხდეს კულტურული ინფორმაციის ერთეულების გამრავლება, ისინი უნდა უნდა მიისწრაფვოდნენ სამი მიზნისკენ: 1. ინფორმაციის გადაცემის მაქსიმალური სიზუსტე, რათა არ მოხდეს მუტაცია; 2. ფართო გავრცელება და 3. გამრავლების რაც შეიძლება ხანგრძლივი პერიოდი. ისინი, რომლებიც ყველაზე უფრო კარგად უმკალვედებიან ამ სამ გამოწვევას, ხდებიან კულტურული ევოლუციის პროცესის ტრიუმფატორები. მემეტიკის ძირითადი კრიტიკა შეიცავს ისეთ განცხადებებს, სადაც მემეტიკას ბრალი ედება სხვა სფეროების მიღწევების უგულებელყოფაში.

მემე და ინტერნეტ–სივრცე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტ–მემე (ინგლ. Internet-meme) - არის ინფორმაციის ერთეული, ობიექტი, თანამედროვე ინფორმაციული და აუდიოვიზუალური კულტურის ახალი მოვლენა[25].

ჩვეულებრივ ინტერნეტ–მემეში გულისხმობენ გარკვეული სახის ინფორმაციას, რომელიც გამოხატულია სიტყვიერად, გრაფიკულად თუ აუდიოვიზუალურად და იგი ზოგჯერ არც არის რაიმე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი. თუმცა ის თავისუფლად ვრცელდება ინტერნეტ–სივრცეში იმის გამო, რომ მემეები წარმოადგენენ თანამედროვე სტერეოტიპებისა და სინამდვილის ანარეკლს, რაც აქტუალურია და საინტერესოა მომხმარებლისთვის.

ინტერნეტ–მემეების წარმოქმნის არეალებს ხშირად წარმოადგენენ: ელექტრონული ფოსტა, ჩატი, ჯგუფები, ფორუმები, ბლოგები და მრავალი სხვა. და მოცემული ტერმინით ასევე აღნიშნავენ მსგავსი ინფორმაციის სპონტანურად გავრცელების მოვლენასაც.

ითვლება, რომ მოვლენა „ინტერნეტ–მემეს“ სახით ხმარებაში შემოვიდა XXI საუკუნის პირველ ათწლეულში.

ჩვეულებრივ ინტერნეტ–მემეებს ავრცელებენ გართობის მიზნით, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გავრცელდეს სხვა სახის ინფორმაციაც. მათ შორის პროვოკაციული ხასიათის.[26]

მემეების პირველადი წყაროები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, მაგალითად: მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გადმოცემული ახალი ამბავი, ხელოვნების ნიმუში, ფილმი, ანიმეს პერსონჟი, ინტერნეტ–მომხმარებლის გამონათქვამი და სხვა. და მიუხედავად დროთა განმავლობაში განცდილი ცვლილებისა, ინტერნეტ–მემე ინარჩუნებს საკუთარ თავში ინფორმაციას იმ ტექსტის, ინფორმაციული რესურსის, კულტურული ფენომენის ან ისტორიული მოვლენის შესახებ, რომლისგანაც იგი წარმოიშვა. შესაბამისად მემე ფლობს კულტურულ კონოტაციას, რომელიც ადრესატს პრეცედენტული ფენომენის იდენტიფიკაციის საშუალებას აძლევს.

ზოგიერთი მემე გამიზნულად არ არის გათვლილი ფართო აუდიტორიაზე. მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს, რომელიც გაერთიანებულია გარკვეული მახასიათებლით (მაგალითად, პროფესიით ან სოციალური მდგომარეობით), შეუძლია მისი აღქმა. თუმცა ინტერნეტ–სივრცეში საზღვრების არარსებობის გამო ასეთი ტიპის მემეებიც კი იქცევიან ზოგჯერ ფართო აუდიტორიის ინტერესის საგნად.[27]

ინტერნეტ–მემეს პოპულარობის გამომწვევ ერთ–ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი მათ იყენებს, როგორც საკუთარი გრძნობების გამოხატვის საშუალებას პოპულარული ფრაზის თუ პერსონაჟის მეშვეობით. მაგალითად, მეგობრებთან და კოლეგებთან საუბრისას ადამიანს შეუძლია, რომ გამოიყენოს „ვირუსული“ ფრაზები ცნობილი კომიქსებიდან ან განასახიეროს მათი პერსონაჟები და გარშემომყოფებიც უფრო მარტივად აღიქვამენ მიწოდებულ ინფორმაციას.

ინტერნეტ–მემე, როგორც XXI საუკუნის ახალი ფენომენი, არ აღმოუჩენიათ მანამ, სანამ საზოგადოებამ არ შენიშნა, რომ ინტერნეტით იგივე პრინციპით დაიწყო გავრცელება უფრო რთულმა ქმნილებამ, რომელიც თავის თავში მოიცავდა ვერბალურ და არავერბალურ ელემენტებს, რომლებიც თავის მხრივ ქმნიდნენ ვიზუალურ, სტრუქტურულ, აზრობრივ და ფუნქციონალურ ერთობას, რომლის დანიშნულება იყო კომპლექსური ზემოქმედება ადრესატზე[28]. ისინი წარმოადგენენ ფასეულ მატერიალს, რადგან ისინი შეიცავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ადამიანის მსოფლმხედველობის შესახებ და შეიძლება იქცნენ იარაღად ცალკეულ ინდივიდზე ან მთელ სოციალურ ჯგუფზე ზემოქმედებისთვისაც. მემეები და, კერძოდ, ინტერნეტ–მემეებიც შედიან ამ ქმნილებათა ჯგუფში.

ანალიზის შედეგად შესაძლებელია თანამედროვე ინტერნეტ–სივრცეში ყველაზე მეტად გავრცელებული მემეების რამდენიმე ტიპის გამოყოფა:[29]

·        ტექსტური მემე: სიტყვა ან ფრაზა

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ასეთი ინტერნეტ–მემე არის IMHO (აბრევიატურა ინგლისური ფრაზის „In My Humble Opinion”);

·        მემე–სურათი

მაგალითად, ადამიანის გამოსახულებას, რომელიც სახეს ხელით იფარავს, უწოდებენ Facepalm-ს, რაც უხერხულ მდგომარეობას, სირცხვილს, იმედგაცრუებას ან გაღიზიანებას გამოხატავს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნახატის ნაცვლად შეიძლება უბრალოდ facepalm.jpg ან “facepalm” დაიწეროს, მაგრამ საზოგადოების უმეტესობა მაინც გაიგებს რა იგულისხმება;

·        მემე–მედიაფაილები

მათ მიეკუთვნებიან ვიდეორგოლები და სიმღერები. სპეციფიკა ამ ტიპის მემეების მდგომარეობის იმაში, რომ მათი პოპულარობა ისაზღვრება ნახვების რაოდენობით: რაც მეტი – უკეთესი;

·        მემე, რომელიც შედგება ტექსტური და ვიზუარული ნაწილისგან.

ასეტი ტიპის ინტერნეტ–მემეების ძირითად კომპონენტებს წარმოადგენენ ვერბალური მხარე (წარწერა ან ხელმოწერა) და არავერბალური ნაწილი (ნახატი, ფოტოსურათი, ცხრილი). ამ ჯგუფსვე ეკუთვნის „Doge“, დემოტივატორები და სხვა მრავალი „სერიული“ ინტერნეტ–მემე.

ასევე გამოყოფენ ზოგიერთ ისეთ ინტერნეტ–მემეს, რომელიც არ მიეკუთვნება არცერთ ჯგუფს, რადგან მისი პერსონაჟი შესაძლოა არსებობდეს როგორც ტექსტურ შინაარსში, ასევე იყოს ვიდეოს ან ნახატის გმირი. ცნობილი ადამიანიც იქცევიან ზოგჯერ მემეებად.

მემეებისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია: საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ინტერნეტ–მემე არის ინფორმაციული ნაგავი, მაგრამ ზოგიც სიხარულით იტაცებს ყოველგვარ სიახლეს. შედეგი კი ერთია: მემე გახდა ვირტუელური სამყაროს განუყოფილი ნაწილი, თავისებური ჟარგონი, რომლის ცოდნაც ადამიანს უადვილებს ინტერნეტით განხორციელებულ ურთიერთობებს.

ინტერნეტ–მემეს არსებობის რამდენიმე ეტაპის გამოყოფა შეგვიძლია:

პირველი ეტაპი_ მემეს შექმნა და თავდაპირველი რეაქცია.

ეს შეიძლება მოხდეს საიტზე, ფორუმზე ან ბლოგში, სადაც, მაგალითად, რომელიმე მომხმარებელმა შეიძლება თქვას უცნაური სიტყვა ან ფრაზა, რომელიც იქცევა შემდეგ განხილვის საგნად.

მეორე ეტაპი_ მემეს გავრცელება.

არსებობის ამ ფაზაზე მემე გადაინაცვლებს სხვადასხვა არეალში და ცდილობს, რომ მოერგოს ახალ სიტუაციებსა და კონტექსტებს. ამ პერიოდს ასევე უწოდებენ „შემოქმედებით ზონას“, რადგან მემე განიცდის ნაირ–ნაირ სახეცვლილებას, რათა როგორმე მოიცვას უფრო დიდი მასშტაბი.

მესამე ეტაპი_ მემეს გამოყენება.

აქ უკვე დგება სტაბილურობის პერიოდი, რადგან მემეს საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ამ პერიოდის ბოლოსკენ მემე უკვე კარგავს ენერგიას, თუმცა ინერციით მაინც გამოიყენება, შესაბამისად მაინც აგრძელებს არსებობას.

მეოთხე ეტაპი_ მემეს გაქრობა ან სტატუსის შეცვლა.

მემე წყვეტს არსებობას, რადგან აღარ არის საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალური. ან შენარჩუნდება, უბრალოდ იმდენად შეესისხლხორცება ენას, რომ დაკარგავს მემეს სტატუსს.

მემეტიკა როგორც ფსევდო-მეცნიერება და მისი კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემეტიკის მეცნიერული სტატუსი საკამათოა, არაერთი მეცნიერი მას ფსევდო მეცნიერებას უწოდებს, მემეტიკის მომხრეების განაცხადებს კი უსაფუძვლოდ, დაუზუსტებლად და არაკორექტულად მიიჩნევს[30]. თუმცაღა ამავდროულად მემეტიკას ჰყავს მთელი რიგი მომხრეებისა. კერძოდ, „The Skeptic Encyclopedia of Pseudoscience“-ში[31] ფსიქოლოგ ჯეიმზ პოლიჩაკის სტატიასთან „Memes as Pseudoscience“ ერთად არის სკეპტიკოსი სუზენ ბლეკმორის სტატია „Memes as Good Science“. ერთ-ერთი ავტორი თავის სტატიაში აღნიშნავს: „მემების იდეა, როგორც გენის კულტურული ანალიზი საკამათოა. მეტი წილი ბიოლოგების უარყოფენ დღემდე მას და მემეტიკას შეუძლია ბევრი რამ თქვას ადამიანის ბუნებაზე.“

მემეტიკის კრიტიკოსები არ მიიჩნევენ გამართლებულად გენეტიკის პრინიციპების სხვა სფეროში გადატანას. ლუის ბენიტეს-ბრიბიესკა მემეტიკას უწოდებს „ფსევდომეცნიერულ დოგმას“, და ამავე დროს „საშიში იდეა, რომელიც საფრთხეს უქმნის გონებისა და კულტურული ევოლუციის კვლევებს“. ის ყურადღებას ამახვილეს იმაზე, რომ მემეტიკაში არ არსებობს ფიზიკური მასალა, რომელიც ინფორმაციის მატარებელია (როგორც დნმ გენეტიკაში) და თვლის, რომ არასტაბილურია მემების მუტაციის ნავარაუდები მექანიზმები (დაბალია რეპლიკაციის სიზუსტე და მუტაციების დონე კი, პირიქით - მაღალია), რაც ევოლუცირ პროცესს გახდიდა ქაოტურს.

ტ.ტაილერის მონოგრაფია „Memetics: Memes and the Science of Cultural Evolution[32]“ შეეხება მემეტიკის განვითარების იდეებს და მასში მითითებულია: 1. გენებისგან განსხვევებით, მემები რეალობაში არ არსებობენ და ეს არის მეცნიერული აბსტრაქცია; 2. მემეტიკა არის ფსევდომეცნიერება, რომელიც აღმოჩნდა ჩიხში 2000-იან წლებში; 3. კულტურა არ შეიძლება მკვეთრად დაყოფილი იყოს დამოუკიდებელ ერთეულებად; 4. მემეტიკა იგნორირებას უკეთებს სხვადასხვა მეცნიერების მიღწევებს (ის იმეორების კ.პოლერის ევოლუციური ეპისტემოლოგიის თეორიას და იმეორებს ზოგიერთ მეცნიერულ კონცეფციას, ფაქტობრივად, ახალს არაფერს ამატებს). „Journal of Memetics“-ის ბოლო ნომერში ბრიუს ედმონდის სტატიაში იყო არც თუ ისე დამამშვიდებელი დასკვნა მემეტიკურ მოძრაობაზე.

სხვაგვარი კრიტიკა მოდის მეცნიერებისგან, რომლებიც მოღვაწეობენ სემიოტიკის დარგში. ისინი თვლიან, რომ მემი არის პრიმიტიული ინტერპრეტაცია ცნების ნიშნის. მათივე აზრით მემი წარმოადგენს გადაგვარებულ ნიშანს, რომელსაც გააჩნია მხოლოდ კოპირების უნარი. უფრო ფართო გაგებით, იმ მომენტში როცა კოპირების ობიექტად გვევლინებიან მემები, გადაყვანისა და ინტერპრეტაციის იბიექტები არიან ნიშნები.

მერი მიჯლი, ინგლისელი მორალის ფილოსოფოსი, აკრიტიკებს მემეტიკას სულ ცოტა ორი მიზეზის გამო. პირველი: კულტურა არ შეიძლება გაგებული იყოს მისი ცალკეული პატარა ნაწილების შესწავლით. ბევრად მეტი ფაქტორი, იქნება ეს ისტორიული თუ სხვა, უნდა იყოს გათვალისწინებული, იმიტომ, რომ კულტურა შედგება მათგან. მეორე: თუ მემები არ არიან ფიქრები (და ამიტომ ეს არის არაკოგნიტური მოვლენა), როგორც ამტკიცებს დენიელ დენეტი წიგნში „დარვინის საშიში იდეა“, მაშინ მათი ონტოლოგიური სტატუსი რჩება ღია საკითხად და მემეტიკის მიმდევრების (რომლებიც ასევე არიან რედუქციოენისტები) შეუძლიათ ეჭვი შეიტანონ არსებობენ მემები თუ არა. გამოდის, რომ მემეტიკა არის ღია მცდელობა ცოდნის მიღების ორგანული მეტაფორების საშუალებით, რომელიც არის საეჭვო კვლევითი მეთოდი. იმის მაგივრად, რომ შეისწავლონ რეალური სინამდვილე ზიანის მიუყენებლად, მემეტიკა როგორც საზოგადოების სხვა სოციო-ბიოლოგიური განმარტებები, ამბობს: ვაშლი მსგავსია ფორთოხლის და ამას თვლიან ვაშლის ნამდვილ ანალიზად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Dawkins, R. (2016). The Selfish Gene. Oxford: Oxford University Press.
  2. Evolution of Culture, Memetics. (n.d.). SpringerReference.
  3. Aunger, R. (2000). Darwinizing culture: The status of memetics as a science. Oxford: Oxford University Press. 
  4. Dennett, D. C. (1992). Consciousness explained. London u.a.: Lane, the Penguin Press.
  5. Bu, L., & Ye, J. (2014). Si wei bing du Ru he zai gong zuo yu sheng huo zhong shi xian si wei zi you = Virus of the mind: The revolutionary new science of the meme and how it can help you. Hang zhou: Zhejiang ren min chu ban she.
  6. Lynch, A. (1996). Thought contagion: How belief spreads through society. New York, NY: BasicBooks.
  7. Blackmore, S. J. (1999). The meme machine. Oxford: Oxford University Press. 
  8. Plotkin, H. C. (1994). Darwin machines and the nature of knowledge. Cambridge, MA: Harvard University Press. 
  9. Kull, K. (2000). Copy versus translate, meme versus sign:development of biological textuality. European Journal for Semiotic Studies
  10. Blackmore, S. (2001). Evolution And Memes: The Human Brain As A Selective Imitation Device. Cybernetics and Systems, 32(1-2), 225-255. doi:10.1080/019697201300001867 
  11. Distin, K. (2005). The selfish meme: A critical reassessment. Cambridge, U.K.: Cambridge University Press.
  12. Kronfeldner, M. E. (2011). Darwinian creativity and memetics. Durham: Acumen. 
  13. Memeticist - History of The Term - Internalists and Externalists. (n.d.). Retrieved June 28, 2016, from http://www.liquisearch.com/memeticist/history_of_the_term/internalists_and_externalists 
  14. Aunger, R. (2002). The electric meme: A new theory of how we think. New York: Free Press.
  15. Aunger, R. (2000). Darwinizing culture: The status of memetics as a science. Oxford: Oxford University Press.
  16. Blackmore, S. (2005). Implications for memetics. Behavioral and Brain Sciences Behav. Brain Sci., 28(04), 490-490. doi:10.1017/s0140525x0523008x 
  17. MEME AS STRUCTURAL, FUNCTIONAL AND VISUAL COMMUNICATIVE UNIT. (n.d.). 
  18. Philosophy of Religion. (n.d.). Retrieved July 01, 2016, from http://www.philosophyofreligion.info/arguments-for-atheism/religion-and-memetics/ 
  19. James, C. A. (2010). The religion virus: Why you believe in God: An evolutionist explains religion's tenacioius hold on humanity. Hants, England: O Books.
  20. Memetic Engineering and Cultural Evolution, Hales D. Manchester Metropolian University, UK
  21. Kantorovich, A. (2014). An evolutionary view of science: Imitation and memetics. Social Science Information, 53(3), 363-373. doi:10.1177/0539018414526325 
  22. Brodie, R. (2009). Virus of the mind: The new science of the meme. London: Hay House. 
  23. Memetics: A dangerous idea. (n.d.). Retrieved June 05, 2016, from http://www.redalyc.org/articulo.oa?id=33905206 
  24. Aunger, R. (2002). The electric meme: A new theory of how we think. New York: Free Press.
  25. Velikovsky, J. T. (n.d.). The Holon/Parton Theory of the Unit of Culture (or the Meme, and Narreme):. Creative Technologies for Multidisciplinary Applications, 208-246. doi:10.4018/978-1-5225-0016-2.ch009
  26. Sex, Drugs, and Cults. An evolutionary psychology perspective on why and how cult memes get a drug-like hold on people, and what might be done to mitigate the effects. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.human-nature.com/nibbs/02/cults.html
  27. НОВЫЕ ТИПЫ КРЕОЛИЗОВАННЫХ ТЕКСТОВ В КОММУНИКАТИВНОМ ПРОСТРАНСТВЕ ИНТЕРНЕТА Е.А. Нежура
  28. Yu.Yu. Danilova1 , D.R. Nurieva  “MEM AS STRUCTURAL, FUNCTIONAL AND VISUAL COMMUNICATIVE UNIT”
  29. Щурина Юлия Васильевна (2012). Интернет-мемы как феномен интернет-коммуникации. Научный диалог URL: http://cyberleninka.ru/article/n/internet-memy-kak-fenomen-internet-kommunikatsii (дата обращения: 06.07.2016).
  30. Mondschein, K., JENNETT, C. B., & "meme." Oxford Dictionary of Rhymes. 2007. (2005). Meme. Retrieved July 05, 2016, from http://www.encyclopedia.com/topic/Meme.aspx 
  31. The Skeptic encyclopedia of pseudoscience Michael Shermer - ABC-CLIO - 2002
  32. Memetics: memes and the science of cultural evolution Tim Tyler - CreateSpace