მემედ ცინცქილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მემედ ცინცქილაძე
მემედ ცინცქილაძე
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
აჭარის ასსრ
აჭარის ასსრ
აჭარის ასსრ
შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ნოემბერი, 1967 – 30 იანვარი, 1974
წინამორბედიგიორგი შელია
მემკვიდრეალექსანდრე გობრონიძე

დაბადებული15 იანვარი, 1915
ორთაბათუმი, ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
გარდაცვლილი2 იანვარი, 1989 (73 წლის)
ბათუმი, საქართველო
ეროვნებაქართველი
ჯილდოები

მემედ ჯემელის ძე ცინცქილაძე (დ. 15 იანვარი, 1915, სოფ. ორთაბათუმი, ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — გ. 3 თებერვალი, 1989, ბათუმი) — ქართველი სამხედრო პირი. შინაგანი სამსახურის მე-3 რანგის გენერალი (გენერალ-მაიორი), 1967–1974 წლებში აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემედ ცინცქილაძე დაიბადა 1915 წლის 15 იანვარს სოფელ ორთაბათუმში (ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი). იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში.

1941 წლიდან 1956 წლამდე მ. ცინცქილაძე სამჭოთა არმიის რიგებშია. იყო ბატალიონის მეთაური, პოლკის მეთაურის მოადგილე პოლიტნაწილში, 414-ე დივიზიის უფროსის მოადგილე. 1956 წელს დაამთავრა მოსკოვის ვ.ი. ლენინის სახელობის სამხედრო პოლიტიკური აკადემია პოლიტ-მუშაკთა მომზადების სპეციალური კურსები და მიენიჭა თადარიგის პოლიტ-მუშაკთა უფროსი ლეიტენანტის წოდება.

კადრის ოფიცერი მ. ცინცქილაძე დემობილიზაციის შემდეგ მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 1956 წლიდან იგი სხვადასხვა დროს იყო ბათუმის რაიმილიციის უფროსი, ქალაქ ბათუმის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 1967–1974 წლებში აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი.

1974 წლის აპრილში ცინცქილაძე გავიდა თადარიგში. პენსიაში გასვლის შემდეგ მას არ შეუწყვეტია საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა, მჭიდრო კავშირი ჰქონდა შინაგანი სამსახურის ორგანოებთან. თავის მდიდარ გამოცდილებას უშურველად უზიარებდა ახალბედა, დამწყებ მუშაკებს. ამიტომაც თადარიგში გასვლის შემდეგ იგი არჩეულ იქნა ომისა და შრომის ვეტერანთა აჭარის საოლქო საბჭოს თავმჯდომარედ.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინაგან საქმეთა სამსახურის გენერალი მ. ცინცქილაძე დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით, წითელი დროშის, საპატიო ნიშნის, ორდენებით, მედლებით: გერმანიაზე გამარჯვების 1941–1945 წლებში კავკასიის დაცვისათვის, საბრძოლო დამსახურებისათვის, საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30-ე წლისთავის, შინაგან საქმეთა ორგანოებში 15 წლიანი უმწილო სამსახურისათვის, იგივე 20 წლიანი სამსახურისათვის, შეიარაღებული ძალების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, შრომის ვეტერანის, საბშოთა მილიციის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამამულო ომში გამარჯვების მე-20, 25-ე და 35-ე წლისთავთან დაკავშირებით. ასევე, მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული სასაზღვრო ჯარების განმტკიცების სამსახურში შეტანილი წვლილისათვის. დაჯილდოებულია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდაიცვალა მემედ ცინცქილაძე 1989 წლის 3 თებერვალს.

ქალაქ ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლს N27, სადაც 1961-1989 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მემედ ცინცქილაძე ამშვენებს მემორიალური დაფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]