მიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მემე)

მიმი ან მემი (ინგლ. meme) — კულტურული ინფორმაციის ფრაგმენტი. მიმი შეიძლება იყოს ნებისმიერი იდეა ან ქცევა, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება საუბრით, წერით, ვიდეოთი, რიტუალით, ჟესტებით და ა.შ. არსებითად მიმი არის ინფორმაცია, მაგრამ მისი ფუნქციონირება აღნიშნავს ქცევით გამოვლინებას.

მიმის კონცეფცია და თვითონ ტერმინი რიჩარდ დოკინზმა, 1976 წელს საკუთარ წიგნ "ეგოისტური გენი"-ში ჩამოაყალიბა. დოკინზმა ივარაუდა, რომ მთელი კულტურული ინფორმაცია შედგება მიმის საბაზო ფრაგმენტებისგან, ზუსტად ისე, როგორც ბიოლოგიური ინფორმაცია შედგება გენებისგან და როგორც გენები, მიმი ასევე ექვემდებარება ბუნებრივ გადარჩევას, მუტაციას და ხელოვნურ გადარჩევას. დოკინზის ამ იდეის საფუძველზე, წარმოიქმნა ახალი სწავლება მემეტიკა, რომელიც მიჩნეულია ფსევდომეცნიერებად[1].

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმის კონცეფცია თავდაპირველად რიჩარდ დოკინზის მიერ იყო ჩამოყალიბებული, დოკინზმა კონცეფცია აღწერა 1976 წელს წიგნ "ეგოისტური გენი"-ში, ხოლო 1982 წელს კი განავრცო "გაფართოებული ფენოტიპი"-ში. ტერმინ "მიმი"-ს საფუძვლად, მან ბერძნული სიტყვა μίμημα - "მსგავსება" აიღო[2].

დოკინზის მოსაზრებით, გენების მსგავსად, მიმი არის რეპლიკატორები (ინგლ. replicators), ანუ ობიექტები, რომლებიც გამრავლებისთვის იმეორებენ საკუთარ თავს. მიმი შესაძლოა გავრცელდეს სურვილისამებრ ან მის მატარებლის საწინააღმდეგოდ. მიმის გადარჩენა დამოკიდებულია მინიმუმ ერთ მატარებელზე, ხოლო მისი წარმატებით გავრცელება დამოკიდებულია გარშემო არსებულ კულტურულ გარემოზე და ისეთი მატარებლის არსებობაზე, რომელიც ცდილობს შეგნებულად გაავრცელოს მიმი. მიმი შესაძლოა შეიცვალოს ან გაიყოს და წარმოქმნას ახალი მიმი. ისინი იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ რესურსებისთვის (ხალხის გონება) არსებულ ბრძოლაში, ხოლო, შედეგად ექვემდებარებიან ბუნებრივ გადარჩევას.

ინტერნეტ მიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჯარო კომპიუტერული ქსელების პოპულარიზაციასთან ერთად (თავდაპირველად ფიდონეტი, შემდეგ ინტერნეტი) მიმმა ახალი ადგილი შეიძინა გავრცელებისთვის, რითიც საფუძველი ჩაუყარა ინტერნეტ-მიმებს. ინტერნეტ-მიმები წარმოადგენენ (ბმულებს, ტექსტებს, ნახატებს და ა.შ.), ჩვეულებრივ გადაიცემა მომხმარებლების მიერ პირდაპირი ქსელის მეშვეობით. ჩვეულებრივ ეს კეთდება გართობის მიზნით [3]., მაგრამ იმავე ხერხით შესაძლოა გავრცელდეს სხვა ინფორმაციაც, მათ შორის პროვოკაციული ხასიათის (მაგ. კეშინიზმი).

ბოლო დროს, როგორც წესი, ინტერნეტ-მიმის გავრცელების არეალი არის ბლოგები და ფორუმები, მაგრამ მიმი ასევე შესაძლოა გავრცელდეს ვებგვერდებით, ელექტრონული ფოსტით და  ასევე გასცდეს ინტერნეტს, მაგალითად მედიაში[4] მოხვედრით (ასეთ შემთხვევაში ასევე გამოიყენება მცნება "მედიავირუსი").

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მიმი&oldid=4604281“-დან