შინაარსზე გადასვლა

მემანქანის კაბინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩქაროსნული ელექტრომატარებელ ICE 3-ის მემანქანის კაბინა
მატარებელ „რუსიჩის“ მემანქანის კაბინა

მემანქანის კაბინა[1] — სპეციალური განცალკევებული კაბინა ლოკომოტივში, რომელიც წარმოადგენს სამუშაო ადგილს ლოკომოტივის ბრიგადისათვის და რომელშიც მდებარეობენ მართვის მთავარი ელემენტები, აპარატურა და ხელსაწყოები, აუცილებელი ძალოვანი მოწყობილობების მომსახურებისთვის (ორთქლის ქვაბი, დიზელის ძრავი) და ძრავების მუშაობის რეგულირებისთვის (ორთქლის მანქანა, წევის ელექტროძრავი).

ორთქლმავლებში მემანქანის კაბინას ეძახიან მემანქანის ჯიხურს,[2] მოტორვაგონიან მოძრავ შემადგენლობებში — მართვის პოსტს.

თანამედროვე მემანქანის კაბინა ლოკომოტივის ერთ-ერთი მთავარი კვანძია. მასში ლოკომოტივის ბრიგადა ატარებს გადაბმით რამდენიმე საათს, ამიტომ მათთვის აუცილებელი მოსახერხებელი პირობების შექმნა დადებითად აისახება რკინიგზის ტრანსპორტის უსაფრთხოებაში.

კაბინის კედლები თბო- და ხმაიზოლირებულია კარბამიდულ-ფორმალდეგიდური ქაფპლასტით, კაპრონის ბოჭკოვანი ბამბებით ან პოლისტიროლური ქაფპლასტით და შემოკერილია მყარი მერქანბოჭკოვანი ფილით, ქაღალდოვან-ფენოვანი პლასტიკით, პროფილური ალუმინისებური ფურცლებით. კაბინის იატაკის საფარი შესრულებულია ფანერის ფურცლებით და დაფარულია ლინოლეუმით. მილსადენებსა და ელექტროგაყვანილობის სადენებზე წვდომისთვის იატაკში არსებობენ ლითონის ლუქები. ფანჯრების შესამინად გამოიყენება უმსხვრევი მინები (ტრიპლექსი). გვერდითი ფანჯრები იღება და მოძრავია, აქვთ მოსაბრუნებელი დამცავი ფარები (ქარდამცავები). მემანქანის კაბინაში ჩვეულებრივ მდებარეობს შემდეგი მოწყობილობები:

მემანქანის პულტის პანელზე მდებარეობს ღილაკური გამომრთველები, სასიგნალე ნათურები და გამზომი ხელსაწყოები:

მემანქანის თანაშემწის პულტზე მდებარეობს გამომრთველი ღილაკები, მართვის მიზნებისათვის აკუმულატორის ბატარეის ძაბვის ვოლტმეტრი, ელექტრული აპარატების მიზნით შეკუმშული ჰაერის წნევის მანომეტრი.

თბომავლის კაბინაში დამატებით დაყენებულია გამზომი ხელსაწყოები: წევის გენერატორის ძაბვის ვოლტმეტრი და წევის გენერატორის დამტვირთავი დენის ამპერმეტრი, წყლის ტემპერატურისა და დიზელის ძრავის ზეთის ელექტროთერმომეტრები, დიზელის ძრავის ზეთის წნევის ელექტრომანომეტრები.

  1. Кабина машиниста // Железнодорожный транспорт: Энциклопедия / главный редактор Н. С. Конарев, — М., 1995., — С. 177
  2. Будка // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.