მემამულეები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მემამულეები, ფეოდალური ფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი გაბატონებული წოდება-კლასი, რომელიც ტრანსფორმირებული სახით არსებობას განაგრძობდა კაპიტალისტურ საზოგადოებაშიც.

რუსული სახელწოდება „პომეშჩიკი“ წარმოდგა ფეოდალური მიწისმფლობელობის ადრინდელი ფორმის „პომესტიესაგან“, რაც სახელმწიფოსაგან ეძლეოდათ ცალკეულ ვასალებს სამხედრო და სამოქალაქო სამსახურის პირობით. XVIII საუკუნეში რუსი მემამულეები მემკვიდრეობით მესაკუთრეებად გადაიქცნენ და კიდევ უფრო გააძლიერეს ყმა-გლეხთა ექსპლუატაცია. მეფის რუსეთი ყოველგვარი საშუალებით იცავდა თავის ამ სოციალურ საყრდენი ძალისპრივილეგიებს. მემამულური მიწათმფლობელობა რუსეთში ხელუხლებელი დარჩა ბატონყმობის გაუქმების შემდეგაც.

საქართველოში პირობითი ფეოდალური მიწათმფლობელობის გვერდით მემკვიდრეობითი „მამული“ უკვე VI-VIII საუკუნეებში ჩნდება. მომდევნო ხანაში იგი ფეოდალური კლასის მფლობელობა-საკუთრების თითქმის ერთ-ერთ ნორმად იქცა. ქართული წერილობითი წყაროები განასხვავებენ „მკვიდრად“ ნაბოძებ, ნამზითვ, ნასყიდ და სხვა მამულს. მამულიდან წარმოდგა მისი მფლობელ-მესაკუთრის სახელი - მემამულე.

გვიანდელ ფეოდალურ ხანაში, მართალია, გაბატონებული იყო საგვარეულო მამულების სისტემა, მაგრამ მის შიგნით თანდათანობითგაფართოვდა სათავადო მამულები., რაც ფეოდალური გვარის ცალკეული წევრების საკუთრება იყო. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქართველი თავად-აზნაურთა საერთო მამულები თანდათან გაიყო. გაძლიერდა საკუთრების ინდივიდუალიზაციისა და მეურნეობის ნაციონალიზაციის პროცესი, ქართველი მემამულე თავის სოციალურ-ეკონომიკური შინაარსით რუს „პომეშჩიკს“ დაემსგავსა. 1861 წელს საგლეხო რეფორმამ მამული და მემამულე საქართველოშიც ხელუხლებელი დატოვა, მაგრამ გაძლიერდა მემამულური მეურნეობის კაპიტალისტური ევოლუცია. მემამულეთა კლასის ლიკვიდაცია მთელსრუსეთსა და საქართველოში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოხდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

მემამულისა და მემამულური მიწათმფლობელობის განვითარების ისტორიის შესახებ:

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2-3, თბ., 1965-1966;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ტ. 4-5, თბ., 1970-1973;
  • ბენდიანიშვილი ა., ქსე, ტ. 6, გვ. 561, თბ., 1983