შინაარსზე გადასვლა

მელქისედეკ ბექაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელქისედეკ ბექაია
დაბ. თარიღი 8 სექტემბერი, 1887(1887-09-08)
დაბ. ადგილი დიდი ჯიხაიში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 18 ნოემბერი, 1964(1964-11-18) (77 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ქიმიკოსი
ალმა-მატერი ჟენევის უნივერსიტეტი

მელქისედეკ სტეფანეს ძე ბექაია (დ. 8 სექტემბერი, 1887, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ნოემბერი, 1964, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ქიმიის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი (1912), იქვე მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ქიმიის დარგში (1913). 1912—1914 მოღვაწეობდა ევროპის სამეცნიერო ცენტრებში, ხოლო 1914—1918 წლებში – ბაქოში. 1919 წლიდან, თსუ-ის პროფესორთა საბჭოს მიწვევით, მუშაობდა თსუ-ში, ჯერ ასისტენტად და დოცენტად, შემდეგ კი პროფესორად. სხვა და სხვა დროს იყო თსუ-ის ტექნოლიგიური ქიმიის კათედრისა (1930-1936) და ანალიზური ქიმიის კათედრის (1937—1964) გამგე. ბექაიამ დაამუშავა ფოსფორის რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდი, შეისწავლა ზოგიერთი საკვები პროდუქტის ქიმიური შედგენილობა. გამოქვეყნებული ჰქონდა 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია. იყო რამდენიმე საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი.

  • თბილისის უნივერსიტეტი (1918-1968), თბილისი, 1968, გვ. 19, 45, 63, 67, 204-211.