მელნის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მელნის ტბა
ხედი მელნის ტბაზე
ხედი მელნის ტბაზე
კოორდინატები: 35°11′38″ ჩ. გ. 0°38′29″ დ. გ. / 35.19389° ჩ. გ. 0.64139° დ. გ. / 35.19389; -0.64139
მდებარეობა ალჟირის დროშა ალჟირი
მელნის ტბა — ალჟირი
მელნის ტბა

მელნის ტბა — ბუნებრივი წარმოშობის ტბა ალჟირში, ატლასის მთებში, ქალაქ სიდი-ბელ-აბესთან. მასში ორი მდინარე ჩაედინება, ერთის შემცველობაში არის დიდი რაოდენობით რკინის მარილი, ხოლო მეორეში ტორფული ჭაობებისგან შეძენილი სხვადასხვა სახის ორგანული ნაერთები, რომელთა რეაქცია მელნის წარმოქმნას იწვევს. ტბაში ვერ ხარობობენ მცენარეები და თევზები, რადგან ტბაში არსებული მუქი ლურჯი მელანი ტოქსიკურია.[1] მელნის ტბის ფენომენი მეცნიერებისთვის დიდი ხნის განმავლობაში გამოცანად რჩებოდა. ადგილობრივ მოსახლეობაში ტბის შესახებ ლეგენდები დადის. ზოგი მას ეშმაკეულად მიიჩნევს და გვერდს უვლის, სხვები კი, პირიქით, მისგან აქტიურად იღებენ სარგებელს. სწორედ ამიტომ ტბამ ბევრი სახელი მიიღო, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია: „ეშმაკის თვალი“, „შავი ტბა“ და „სამელნე ტბა“. მელანს მოიპოვებენ და ყიდიან საკანცელარიო მაღაზიებში ალჟირსა და რიგ სხვა ქვეყანაში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]