მელნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მელნიკი
ბულგ. Мелник
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
კოორდინატები 41°31′22″ ჩ. გ. 23°23′27″ ა. გ. / 41.52279194° ჩ. გ. 23.39104889° ა. გ. / 41.52279194; 23.39104889
მერი ატანას პეტევი (2015)
ცენტრის სიმაღლე 437 მეტრი
მოსახლეობა 194 (15 ივნისი, 2020)[1] ,
252 (15 ივნისი, 2020)[1] ,
288 (15 დეკემბერი, 1998)[2] ,
262 (15 დეკემბერი, 1998)[2] ,
287 (15 დეკემბერი, 1999)[3] ,
258 (15 დეკემბერი, 1999)[3] ,
278 (15 დეკემბერი, 2000)[4] ,
266 (15 დეკემბერი, 2000)[4] ,
253 (15 დეკემბერი, 2001)[5] ,
256 (15 დეკემბერი, 2001)[5] ,
249 (15 დეკემბერი, 2002)[6] ,
248 (15 დეკემბერი, 2002)[6] ,
295 (15 დეკემბერი, 2003)[7] ,
287 (15 დეკემბერი, 2003)[7] ,
296 (15 დეკემბერი, 2004)[8] ,
282 (15 დეკემბერი, 2004)[8] ,
281 (15 დეკემბერი, 2005)[9] ,
273 (15 დეკემბერი, 2005)[9] ,
263 (15 დეკემბერი, 2006)[10] ,
260 (15 დეკემბერი, 2006)[10] ,
392 (15 დეკემბერი, 2007)[11] ,
251 (15 დეკემბერი, 2007)[11] ,
383 (15 დეკემბერი, 2008)[12] ,
250 (15 დეკემბერი, 2008)[12] ,
380 (15 დეკემბერი, 2009)[13] ,
239 (15 დეკემბერი, 2009)[13] ,
367 (15 დეკემბერი, 2010)[14] ,
236 (15 დეკემბერი, 2010)[14] ,
362 (15 დეკემბერი, 2011)[15] ,
230 (15 დეკემბერი, 2011)[15] ,
345 (15 დეკემბერი, 2012)[16] ,
224 (15 დეკემბერი, 2012)[16] ,
336 (15 დეკემბერი, 2013)[17] ,
215 (15 დეკემბერი, 2013)[17] ,
330 (15 დეკემბერი, 2014)[18] ,
211 (15 დეკემბერი, 2014)[18] ,
324 (15 დეკემბერი, 2015)[19] ,
205 (15 დეკემბერი, 2015)[19] ,
311 (15 დეკემბერი, 2016)[20] ,
204 (15 დეკემბერი, 2016)[20] ,
295 (15 დეკემბერი, 2017)[21] ,
202 (15 დეკემბერი, 2017)[21] ,
274 (15 დეკემბერი, 2018)[22] ,
197 (15 დეკემბერი, 2018)[22] ,
262 (15 დეკემბერი, 2019)[23] ,
201 (15 დეკემბერი, 2019)[23] ,
238 (31 დეკემბერი, 2020)[24] ,
185 (31 დეკემბერი, 2020)[24] ,
238 (15 მარტი, 2021)[25] ,
183 (15 მარტი, 2021)[25] ,
241 (15 ივნისი, 2021)[26] ,
181 (15 ივნისი, 2021)[26] ,
242 (15 სექტემბერი, 2021)[27] ,
180 (15 სექტემბერი, 2021)[27] ,
239 (15 დეკემბერი, 2021)[28] ,
180 (15 დეკემბერი, 2021)[28] ,
239 (15 მარტი, 2022)[29] ,
181 (15 მარტი, 2022)[29] ,
237 (15 ივნისი, 2022)[30] ,
180 (15 ივნისი, 2022)[30] ,
234 (15 სექტემბერი, 2022)[31] ,
179 (15 სექტემბერი, 2022)[31] ,
259 (15 დეკემბერი, 2023)[32] ,
182 (15 დეკემბერი, 2023)[32] ,
233 (15 დეკემბერი, 2022)[33] ,
178 (15 დეკემბერი, 2022)[33] ,
258 (15 მარტი, 2023)[34] ,
182 (15 მარტი, 2023)[34] ,
275 (15 ივნისი, 2023)[35] ,
182 (15 ივნისი, 2023)[35] ,
272 (15 სექტემბერი, 2023)[36] ,
182 (15 სექტემბერი, 2023)[36] ,
257 (15 მარტი, 2024)[37] ,
182 (15 მარტი, 2024)[37]
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
სატელეფონო კოდი 07437
საფოსტო ინდექსი 2820
მელნიკი — ბულგარეთი
მელნიკი

მელნიკი (ბულგ. Мелник, ბერძ. Μελένικο) — ქალაქი ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბლაგოევგრადის პროვინციაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 440 მეტრზე. ქალაქის 96-მდე ნაგებობა არის კულტურული ძეგლი. მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც 385 ადამიანს შეადგენს, ბულგარეთში ყველაზე პატარა ქალაქად ითვლება და ქალაქის სტატუსსაც ისტორიული მნიშვნელობის გამო ინარჩუნებს. მდებარეობს პირინის მთების კალთებზე. მას დაჰყურებს მელნიკის აღმოსავლეთ პირამიდები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური ექსპედიციების მიხედვით ამ ტერიტორიაზე პირველად დასახლდა თრაკიის მეთიკთა ტომი, რომელსაც ეკუთვნოდა ცნობილი მეამბოხე — სპარტაკი.[38] საუკუნეების შემდეგ, რომაელებმა დატოვეს ქალაქი, მაგრამ მათი ყოფნის დასადასტურებლად დარჩა უძველესი რომაური ხიდი, რომელიც დღესაც დგას. სლავებმა, რომლებიც შემდგომ მოვიდნენ, ამ დასახლებას მელნიკი უწოდეს მის გარშემო მდებარე ქვიშის მთების გამო (ბულგალურ ენაში მელ ნიშნავს „თეთრ ცარცს“). მელნიკი გახდა ბულგარეთის პირველი იმპერიის ნაწილი, რომელსაც (836-852 წლებში) პრესიან I მართავდა; მოგვიანებით — დამოუკიდებელი ფეოდალური სამთავროს დედაქალაქი, რომელსაც 1209 წელს ალექსი სლავი (ასენის დინასტიის შთამომავალი) მართავდა და მისი მმართველობის პერიოდში ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა სუფევდა. ქალაქი ცარ ივან ასენ II-ის დროსაც განაგრძობდა აღმავლობას თავისუფალი ვაჭრობის გზით, რომელიც დუბროვნიკის ვენეციელთა მმართველობის დროს მიმდინარეობდა.

XIV-XV საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიის მიერ ბალკანეთის დაპყრობის შემდეგ დაღმავლობის პერიოდი დაიწყო, მაგრამ XVII-XVIII საუკუნეებში (ბულგარეთის ეროვნული აღორძინების ეპოქა) მელნიკი კვლავ მდიდარი ქალაქი გახდა, რადგან დიდი რაოდენობით აწარმოებდა ღვინოსა და თამბაქოს, რომელებიც ექსპორტზე გადიოდა ძირითადად ინგლისსა და ავსტრიაში. იმ დროს მელნიკი ასევე იყო ხელოსნობის ცენტრი, ძირითადად ამზადებდნენ საეკლესიო ნივთებსა და დეკორაციებს. ამავე პერიოდში მელნიკში ძალიან ბევრი ბულგარული სკოლა და ეკლესია აშენდა.

მელნიკის ციხე-სიმაგრის გეგმა

რუსეთ-ოსმალეთის 1977-1878 წლების ომის დროს მელნიკი რუსეთის არიამ დაიპყრო, ამიტომაც ამ პერიოდში რუსეთის იმპერიის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ ბერლინის ხელშეკრულების თანახმად ისევ ოსმალეთის იმპერიას დაუბრუნდა. 1912 წლამდე მელნიკი კაზას ცენტრი იყო. ბალკანეთის პირველი ომის დროს მელნიკი საბოლოოდ გაათავისუფლეს და კვლავ გახდა ბულგარეთის ნაწილი. XVIII საუკუნეში ქალაქში 1300 სახლი და 70 ეკლესია იდგა, მოსახლეობა კი 20 000 ადამიანს შეადგენდა, მაგრამ ხანძარმა ის თითქმის მთლიანად გაანადგურა. მას შემდეგ ქალაქი აღადგინეს და განაახლეს მაგრამ დღევანდელი მოსახლეობის მიხედვით იგი ბევრად ჩამოუვარდება XX საუკუნის დროინდელ ქალაქს, რომლის მოსახლეობა შედგებოდა ბერძნების, ასევე ბულგარელების, თურქებისა და რუმინელებისგან.[39] მელნიკი არის იური ტრიფონოვის მოკლე მოთხრობის — „ყველაზე პატარა ქალაქი მსოფლიოში“ (1967) ობიექტი.

ბალკანეთის მეორე ომის დასასრულისას, 1913 წელს, საბერძნეთის მთავრობის ბრძანებით ბერძნებმა დატოვეს მელნიკი და გადავიდნენ საბერძნეთში. ბრძანება გამოიწვია ცნობამ, რომელიც იტყობინებოდა რომ მელნიკი ბულგარულ ქალაქად რჩებოდა.[40]

ქალაქ მელნიკის პანორამა

ღირსშესანიშნაობები და მეღვინეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელნიკის უნიკალურმა არქიტექტურამ და როჟენის მონასტერმა (მდებარეობს მელნიკის ჩრდილო აღმოსავლეთით) ქალაქი პოპულარულ ტურისტურ ადგილად აქცია. ასევე, ქალაქი ცნობილი იყო ძლიერი ღვინის წარმოებით დაახლოებით 1346 წლიდან. ადგილობრივი ღვინო, როგორც ცნობილია, უინსტონ ჩერჩილის საყვარელი ღვინო იყო. დღესდღეობით მელნიკის ტერიტორიაზე ფართოდაა განვითარებული ვაზის მოშენება და მეღვინეობა. აშენდა ბევრი ღვინის ახალი ქარხანა და დღესდღეობით ქალაქი აწარმოებს მაღალი ხარისხის ღვინოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის.

მელნიკს ამშვენებს საინტერესო არქიტექტურული შირსშესანიშნაობები, მათ შორისაა: ბიზანტიური სახლი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამოქალაქო ნაგებობა ბალკანეთში (აგებულია დაახლოებით XII-XIII საუკუნეებში, როგორც ბულგარული ციხე-სიმაგრე); კორდოპულოვის სახლი (მანოლის კორდოპულოუს პატივსაცემად, რომელსაც ეკუთვნოდა ეს სახლი), რომელიც ასევე იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ღვინის მწარმოებელი მელნიკში; პაშოვის სახლი (1815), რომელიც დღესდღეობით მელნიკის ისტორიულ მუზეუმადაა გადაკეთებული; პაშას სახლი, რომელიც რეგიონის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბეიმ (იბრაჰიმ ბეი) მელნიკის ტერიტორიაზე ააშენა ოსმალეთის იმპერიის მმართველობისს ხანაში. ყველაზე სანახაობადია წმინდა ნიკოლოზის (აგებულია XIII საუკუნეში), წმინდა პეტრესა და პავლეს (1840) და წმინდა ანტონის ეკლესიები.

მელნიკის გარშემო ტერიტორია ძლიერადაა ეროზირებული, განსაკუთრებით უზარმაზარი კლდე, რომელიც ქალაქის ხედს ამშვენებს. ეს ტერიტორია, კურლანოვო და როჟენი, რომელიც 17 კადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული ცნობილია როგორც მელნიკის აღმოსავლეთ პირამიდები. უნიკალური ფორმები, რომელიც უზარმაზარ სოკოებს, უძველეს კოშკებსა და ობელისკებს წააგავს, ფორმირებულია ძლიერი წვიმებისა და ქვიშის ნაშალისგან.[41]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 https://www.grao.bg/tna/t41nm-15-06-2020_2.txt
  2. 2.0 2.1 https://www.grao.bg/tna/tadr-1998.txt
  3. 3.0 3.1 https://www.grao.bg/tna/tadr-1999.txt
  4. 4.0 4.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2000.txt
  5. 5.0 5.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2001.txt
  6. 6.0 6.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2002.txt
  7. 7.0 7.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2003.txt
  8. 8.0 8.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2004.txt
  9. 9.0 9.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2005.txt
  10. 10.0 10.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2006.txt
  11. 11.0 11.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2007.txt
  12. 12.0 12.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2008.txt
  13. 13.0 13.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2009.txt
  14. 14.0 14.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2010.txt
  15. 15.0 15.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2011.txt
  16. 16.0 16.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2012.txt
  17. 17.0 17.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2013.txt
  18. 18.0 18.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2014.txt
  19. 19.0 19.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2015.txt
  20. 20.0 20.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2016.txt
  21. 21.0 21.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2017.txt
  22. 22.0 22.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2018.txt
  23. 23.0 23.1 https://www.grao.bg/tna/tadr-2019.txt
  24. 24.0 24.1 https://www.grao.bg/tna/tadr2020.txt
  25. 25.0 25.1 https://www.grao.bg/tna/t41nm-15-03-2021_2.txt
  26. 26.0 26.1 https://www.grao.bg/tna/t41nm-15-06-2021_2.txt
  27. 27.0 27.1 https://www.grao.bg/tna/t41nm-15-09-2021_2.txt
  28. 28.0 28.1 https://www.grao.bg/tna/t41nm-15.12.2021_2.txt
  29. 29.0 29.1 https://www.grao.bg/tna/t41nm-15-03-2022_2.txt
  30. 30.0 30.1 https://www.grao.bg/tna/t41nm-15-06-2022_2.txt
  31. 31.0 31.1 https://www.grao.bg/tna/t41nm-15-09-2022_2.txt
  32. 32.0 32.1 https://www.grao.bg/tna/t41nm-15-12-2023_2.txt
  33. 33.0 33.1 https://www.grao.bg/tna/t41nm-15-12-2022_2.txt
  34. 34.0 34.1 https://grao.bg/tna/t41nm-15-03-2023_2.txt
  35. 35.0 35.1 https://grao.bg/tna/isnt41nm-15-06-2023-2.txt
  36. 36.0 36.1 https://grao.bg/tna/isnt41nm-15-09-2023-2.txt
  37. 37.0 37.1 https://www.grao.bg/tna/t41nm-15-03-2024_2.txt
  38. Greenway, Paul (2002). Bulgaria. Lonely Planet, გვ. 137. ISBN 1-86450-148-0. 
  39. Editors Maria Couroucli, Tchavdar Marinov, Balkan Heritages: Negotiating History and Culture, Volume 1 of British School at Athens - Modern Greek and Byzantine Studies, Taylor & Francis, 2017, ISBN 1134800754, p. 83.
  40. Carnegie Endowment for International peace; Division of Intercourse and Communication (1914). REPORT OF THE INTERNATIONAL COMMISSION To Inquire into the causes and Conduct OF THE BALKAN WARS. PUBLISHED BY THE ENDOWMENT. ISBN 0-87003-032-9. , pp. 202-204
  41. (1980) Natural Wonders of the World. United States of America: Reader's Digest Association, Inc, გვ. 243. ISBN 0-89577-087-3.