მელიღელე (სადგომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სადგომი მელიღელე — არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფელ არაშენდის სამხრეთ-აღმოსავლეთით 7-8 კილომეტრზე, მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროზე, კაჭრეთის ველზე. საკულტო ძეგლის მელი-ღელის აღმოსავლეთით 100 მეტრზე, სწორთხემიანი სერის (სიმაღლე 15-20 მ) დასავლეთ ფერდობზე. განეკუთვნება მუსტიეს ხანას.

სადგომი 1967 წელს აღმოაჩინა კავკასიის (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური) ქვის ხანის რაზმმა (ხელმძღვანელი თ. ბუგიანიშვილი). ფერდობზე, რომელზედაც ხეხილის ბაღი იყო გაშენებული და მოხნული იყო 1 მ-ის სიღრმეზე, ნაპოვნია ანდეზიტის ორი ერთფუძიანი განივი ნუკლეუსი, მონაცრისფრო გაკაჟებული ქანის შესწორებულ-ამოზნექილი, ასიმეტრიული დარტყმის მოედნიანი, რეტუშირებული ლამელისებრი ანატკეცი, მონაცრისფრო, ქანის ფოთლისებრი ანატკეცი და შავი ფერის ქარის ლუვალუაური რეტუშირებული წვეტანა.

აღმოჩენილი მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნიკურ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]