მელიტონ ცქიფურიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მელიტონ სტეფანეს ძე ცქიფურიშვილი (დ. 1884, სოფ. სიმონეთი ზესტაფონის რაიონი — გ. 16 ივნისი, 1927, კასპი) — ორთქმავლის მემანქანე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. შემდეგ საორთქმავლო დეპოშია და დიდი პატივისცემიტ სარგებლობდა, როგორც გამოცდილი მემანქანე. მან ერთხელ თავიდან აიცილა დიდი ავარია და მრავალი მგზავრი იხსნა დაღუპვისაგან, როცა სხვისი დაუდევრობით მის მიერ მართული შემადგენლობა ეჯახებოდა მძიმეწონიან საბარგო მატარებელს, მან შესძლო სულ რამდენიმე მეტრში შეეჩერებინა ორთქმავალი, რიტაც დაიმსახურა მგზავრტა და ამიერკავკასიის რკინიგზის ხელმძღვანელობის სამართლიანი მადლობა.

თავისი შრომითი საქმიანობის უკანასკნელ და საბედისწერო დრესმას სადგურ კასპში სამუხრუჭე სისტემის შემოწმებისას გაუსკდა ორთქმავლის ქვაბი და იმსხვერპლა იგი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 400, თბ., 1994