მელიტონ ქარცივაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელიტონ ქარცივაძე
ეთნიკურად ქართველი
საქმიანობა პოლიტიკოსი
რელიგია ისლამი

მელიტონ ქარცივაძე იგივე ოსმან ბეიქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის აქტიური მებრძოლი. საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაციის „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“ წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე წელი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. იგი სარწმუნოებით მაჰმადიანი ქართველი იყო. იგი იძულებული გახდა ოსმალეთში გახიზნულიყო, რადგან ბათუმის ფოსტის ექსპროპრიაციისთვის მთავრობას პასუხისგებაში ჰყავდა მიცემული. მიხაკო წერეთელთან ერთად პირველი წყალქვეშა ნავით საქართველოში ჩამოვიდა. საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრები (1914-1918 წლებში) საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად აქტიურად იბრძოდნენ. ქართული ლეგიონის მიზნებსა და საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერას იზიარებდა გერმანიის კონსული ოსმალეთში ოტო ფონ ლოსოვი, რომელმაც პრაქტიკულად ხელი შეუწყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის მომწიფებას. მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონი დამოუკიდებლობის აღდგენამდე დაიშალა, გერმანელები მაინც არ წყვეტდნენ საქართველოს მხარდაჭერას:კრესენშტაინის მეთაურობით საქართველოში შემოვიდა გერმანიის სამხედრო დანაყოფი, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, ლეგიონის ყოფილი წევრების მიერ საქართველოს რეგულარული არმიის ხელშეწყობასა და ინსტიტუციების განვითარებას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და განმტკიცების შემდგომ, 1918 წლის ივლისში, საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი დაიშალა, ხოლო მისმა წევრებმა საქართველოს ახლად დაბადებულ სახელმწიფოში განაგრძეს მოღვაწეობა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წლის 26 მაისი) ქართული სახელმწიფოს მშენებელთა რიგებში ჩადგა. ანგორაში მუსტაფა ქემალ ათათურქის მთავრობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსის წევრი იყო. მას, ზია-ბეგ აბაშიძესთან, ერთად სამხედრო ატაშეს პოსტი ეკავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 454.
  • სცსა, ფ. 1861, აღწ. 3, საქ. 230; დ. შალი - კაშვილი, დღიურები, ვ. ნოზაძის თარგმანი, ჟურ. „კავკასიონი“, XVI-XVII, პარიზი, 1972/1973; გ. შარაძე,
  • ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტომი IV, თბ., 2003.