ჰერმან მელვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მელვილი, ჰერმან)
ჰერმან მელვილი
ინგლ. Herman Melville
დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1819(1819-08-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
დაბადების ადგილი მანჰეტენი[18] [19] [20]
გარდაცვალების თარიღი 28 სექტემბერი, 1891(1891-09-28)[2] [3] [4] [6] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [21] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი[22] [23] [24] [21]
დასაფლავებულია ვუდლონის სასაფლაო
საქმიანობა მასწავლებელი[23] , მეზღვაური[23] , ლექტორი[23] , პოეტი[17] [21] [23] , მწერალი[17] [25] , რომანისტი[21] [23] , ესეისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და ხელოვნების კოლექციონერი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ[7]
ალმა-მატერი The Academy of Management Annals[21] და Columbia Grammar & Preparatory School
ჟანრი travel literature
Magnum opus მობი დიკი
ჯილდოები ეროვნული წიგნის ჯილდო დოკუმენტური ნაწარმოებისთვის
მეუღლე ელიზაბეთ კნეპ მელვილი
ნათესავ(ებ)ი Peter Gansevoort და Thomas Melvill
ხელმოწერა

ჰერმან მელვილი (ინგლ. Herman Melville; დ. 1 აგვისტო, 1819, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 28 სექტემბერი, 1891, იქვე) — ამერიკელი მწერალი. მსოფლიოში სახელგანთქმული რომანის — „მობი დიკი“ — ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერმან მელვილი დაიბადა ნიუ იორკში 1819 წლის 1 აგვისტოს. იგი ალან მელვილისა და მარია განსერვუტის ოჯახში მესამე ბავშვი იყო. მამამისი – ვაჭარი და ფრანგული საქონლის იმპორტიორი – დიდ დროს ატარებდა საზღვარგარეთ. მან ვაჟები ნიუ–იორკის ვაჟთა სკოლაში გაგზავნა. მალევე, 1830 წელს, ფინანსური საქმეების გაურესების გამო ოჯახი სხვა ქალაქში გადაიყვანა საცხოვრებლად, თვითონ კი ტყავის ბიზნესი წამოიწყო. ეს საქმეც წარუმატებელი აღმოჩნდა. რისი მიზეზი 1812 წლის ამერიკა–ბრიტანეთის ომი გახდა, რომელმაც მთლიანად მოშალა ოკეანისგაღმა ვაჭრობა და საქმოსნები, ალან მელვილის ჩათვლით, გააკოტრა. ამის შემდეგ ალანი მალევე გარდაიცვალა, ისე, რომ ოჯახისთვის ერთი პენის დატოვებაც ვერ მოახერხა. ჰერმანი ამ დროს 12 წლის იყო. 1830–31 წლებში და შემდეგ 1836–1837 წლებში ის ალბანის აკადემიაში სწავლობდა კლასიკურ ფილოლოგიას. 1831 წელს მან სწავლა მიატოვა და ბანკში მსახურობდა კლერკად.

ჰერმან მელვილის შედევრი - „მობი დიკის“ გარეკანი

ხეტიალის მოთხოვნილებამ და სურვილმა – დამოუკიდებლად ერჩინა თავი, ჰერმანს გააწყვეტინა ერის საწყალოსნო არხზე ინსპექტორად მუშაობა, მაგრამ სამუშაოდ არ მიიღეს. ძმის დახმარებით 1839 წელს, 20 წლის ასაკში, მატროსად აიყვანეს გემზე, რომელიც ნიუ–იორკიდან ლივერპულში მიემგზავრებოდა. უკან დაბრუნებულმა კვლავ ალბანის აკადემიაში გააგრძელა სწავლა. 1841 წელს კი ვეშაპმჭერ გემ „აკუშნეტთან“ გააფრომა ხელშეკრულება და ისევ დაბრუნდა ოკეანეში. მოგვიანებით ამბობდა, რომ ამ დღემ მისი ცხოვრება შეცვალა. ხომალდი ჰორნის კონცხის გავლით გავიდა წყნარ ოკეანეში. ამ გემზე მან 18 თვე გაატარა. სწორედ ეს ვოიაჟი დაედო საფუძვლად მის რომანს „მობი–დიკი, ანუ თეთრი ვეშაპი“.

1842 წელს, კაპიტნის სიმკაცრის გამო, მელვილი გემიდან გაიპარა და წყნარი ოკეანის მარკიზის კუნძულებზე დარჩა. სამი კვირის მანძილზე ადგილობრივ აბორიგენებთან – ტაიპის ტომთან ცხოვრობდა. ამ ტომს კუნძულების დანარჩენი ორი ტომი კანიბალებად მოიხსენიებდა, თუმცა მელვილს ძალიან კარგად ეპყრობოდნენ. სწორედ აქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე დააფუძნა მან თავისი პირველი რომანი „ტაიპი“, სადაც აღწერს სასიყვარულო თავგადასავალს ადგილობრივ მშვენიერ გოგონა ფაიავეისთან, რომელიც განასახიერებს ამ ველური ხალხის მთელ კეთილშობილებას.

ამ კუნძულიდან მელვილი სხვა ვეშაპმჭერს გაჰყვა ჰავაიზე და აქ დარჩა. აქ იგი მიუღებელ ფიგურად იქცა, რადგან აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანი მისიონერების საქმიანობას, რომლებიც ცდილობდნენ ადგილობრივი მოსახლეობა თავიანთ რელიგიაზე მოექციათ. აქედან მელვილი ამერიკულ გემს სამშობლოში გაჰყვა. დაბრუნებულმა 1846 წელს დაწერა პირველი რომანი „ტაიპი“, რომელიც ამერიკელმა გამომცემლებმა დაიწუნეს, თუმცა მალევე დაიბეჭდა ლონდონში და ბესტსელერად იქცა.

მალევე, 1847 წელს, გამოიცა იგივე თემატიკის „ომუ“, თუმცა მან მკითხველები იმედგაცრუებული დატოვა. გაყიდვების მიუხედავად სამწერლო საქმიანობას მელვილისთვის მაინც ვერ მოჰქონდა საჭირო შემოსავალი. 1849 წელს მელვილმა ორი წიგნი გამოსცა, „რედბერნი“ და „მარდი“, მაგრამ ავტობიოგრაფიული ჟანრი მელვილს არ აკმაყოფილებდა და მხატვრული გამოსახვის უფრო რთულ ფორმებს ეძებდა.

ქორწინება და შემდგომი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1847 წელს მელვილი დაქორწინდა ელიზაბეტ შოუზე, მასაჩუსეტის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ქალიშვილზე. წყვილმა თაფლობისთვე კანადაში გაატარა. მათ ოთხი შვილი ეყოლათ – ორი გოგონა და ორი ვაჟი. 1850 წელს მათ ფერმა შეიძინეს პიტსფილდში, მასაჩუსეტსში, და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. მელვილი ამ ფერმაში 13 წელი ცხოვრობდა და აქტიურად წერდა. ახლა იქ მელვილის მუზეუმია. ფერმაში ცხოვრებისას იგი დაუმეგობრდა მეზობლად მცხოვრებ მწერალ ნათანიელ ჰოტორნს. მელვილმა, რომელიც მთელი ცხოვრება მარტოსული ინტელექტუალი იყო, ნათანიელთან ურთიერთობით შთაგონებულმა და გამხნევებულმა დაიწყო მუშაობა "მობი დიკზე". სწორედ მას ეძღვნება ეს რომანი. მოგვიანებით მათი მეგობრობა შესუსტდა.

მელვილმა „მობი დიკზე“ მუშაობა დაასრულა და წიგნი გამოსცა 1851 წელს. ამერიკულმა ლიტერატურულმა კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებამ არ მიიღო რომანი. მელვილს ზურგი შეაქციეს. მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად მელვილმა ყურად იღო ახლობლების რჩევა და 1857–60 წლებში ლექციებს კითხულობდა ლიცეუმში. ამავე პერიოდში ის პოეზიას მიუბრუნდა და ლექსების წერა დაიწყო, თუმცა ამით გამომცემლობები არ დაინტერესდნენ. სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, 1866 წელს, გამოაქვეყნა კრებული "ბრძოლის ნაწილები და ომის ასპექტები", რომელიც 70-ზე მეტ პოემას მოიცავდა, თუმცა კრიტიკოსებმა უყურადღებოდ დატოვეს, მხოლოდ რამდენიმემ შეაფასა დადებითად.

ჰერმან მელვილისა და მისი მეუღლის სასაფლაო

ამავე დროს, მისი გაუარესებული მატერიალური მდგომარეობიდან გამოსაყვანად, ცოლის ნათესავებმა ნიუ-იორკის საბაჟოზე ინსპექტორის სამსახურის უშოვნეს. ეს მოკრძალებული თანამდებობა იყო, თუმცა ნორმალური ანაზღაურება მოჰქონდა. ამ პოზიციაზე მან 19 წელი იმუშავა. მაშინდელი საბაჟო წარმოადგენდა ერთ–ერთი ყველაზე კორუფციული დაწესებულებას, თუმცა მელვილმა ძალიან მალე შეიქმნა ერთადერთი პატიოსანი მუშაკის რეპუტაცია მთელს დაწესებულებაში.

1866 წლიდან მისი, როგორც მწერლის კარიერა დასრულდა. მისი საქმიანობის პარალელურად, ოჯახური ცხოვრებაც ძალიან უიღბლო იყო. მის ცოლს ნათესავები ურჩევდნენ ქმარი მიეტოვებინა და უმტკიცებდნენ, შეშლილიაო, თუმცა ცოლი უარყოფდა. 1867 წელს მისი უფროსი ვაჟი შემთხვევითი გასროლით დაიღუპა. საბაჟოზე მუშაობის დაწყების შემდეგ, ცოლის ძალისხმევით, მელვილმა სმას თავი დაანება, რის შემდეგაც სიგიჟის და ემოციური აშლილობის ნიშნებს აღარ ავლენდა. 1886 წელს მეორე ვაჟის დაღუპვამ პერიოდული დეპრესია უფრო გაუმწვავა. ამავე წელს პენსიაზე გავიდა, მას შემდეგ, რაც ცოლის რამდენიმე ნათესავი გარდაიცვალა და წყვილს მემკვიდრეობა დარჩა. ამ ქონებას მელვილის ცოლი წარმატებით მართავდა.

1891 წელს ჰერმან მელვილი თავის სახლში, ნიუ-იორკში გარდაიცვალა გულის შეტევით. „ნიუ-იორკ ტაიმზში“ მისი ნეკროლოგის ავტორმა მელვილის სახელიც კი ვერ დაწერა შეუცდომლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Arvin N., Н. Melville, L., 1950;
  • Leyda J., The Melville log, v. 1—2, N. Y., 1951;
  • Sedqwick W. E., Herman Melville. The tragedy of mind, N. Y., 1962;
  • Bowen М., The long encounter. Self and experience in the writings of Herman Melville, Chi. — L., 1963;
  • Dryden E. A., Melville's thematics of form. The great art of telling the truth, Balt., 1968;
  • История американской литературы, т. 1, М. — Л., 1947;
  • Ковалев Ю. В., Герман Мелвилл и американский романтизм, Л., 1972;
  • Маттисен Ф. О., Ответственность критики, М., 1972.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118580604 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 http://web.archive.org/web/20170323111531/http://jeugdliteratuur.org/auteurs/herman-melville
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 NooSFere — 1999.
  10. 10.0 10.1 BD Gest'
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  12. 12.0 12.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  13. 13.0 13.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. 14.0 14.1 GeneaStar
  15. 15.0 15.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  16. 16.0 16.1 Babelio — 2007.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 The Fine Art Archive — 2003.
  18. https://www.hmdb.org/m.asp?m=127940
  19. BNE authority file
  20. United States, GenealogyBank Obituaries - FamilySearch Historical Records
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 D.E.S. Maxwell Encyclopædia Britannica
  22. Мелвилл Герман // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 Library of Congress Library of Congress Name Authority File
  24. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  25. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.