მელეტი სანებლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მელეტი სანებლიძე
დაბ. თარიღი 1905
გარდ. თარიღი 1984
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ლანდშაფტმცოდნეობა
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მელეტი სანებლიძე (დ. 1905 — გ. 1984) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. ლანდშაფტოლოგიის ცნობილი სპეციალისტი. ქართული ლანდშაფტური სკოლის დამაარსებელი. მისი ინიციატივით 1965 წელს დაარსდა მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1933-1940 წლებში იყო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი და გეოგრაფიის კათედრის გამგე.

1951 წლიდან 1980 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი საქართველოს ძირითადი ლანდშაფტების დადგენასა და საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიულ დარაიონებაში. 1965 წელს მისი ინიციატივით დაარსდა მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი, რომლის სამეცნიერო შრომები ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში. თავდაპირველად მარტყოფის სტაციონარში მხოლოდ მეტეოროლოგიური დაკვირვებები წარმოებდა. შემდგომი ეტაპი კი დეტალური ფიზიკურ-გეოგრაფიული და ლანდშაფტური კვლევა-ძიებანი იყო. სტაციონარში ფართოდ იქნა შესწავლილი ასევე ლანდშაფტის მდგომარეობა და მისი დინამიკა.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სანებლიძე მ, საქართველოს სსრ ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ცდა;
  • სანებლიძე მ, საქართველოს სსრ ფიზიკურ-გეოგრაფიული მხარეებისა და ოლქების ძირითადი თავისებურებანი;
  • სანებლიძე მ, უკლება დ, ჯაყელი ქრ; საქართველოს სსრ ლანდშაფტური რუკა (ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების სქემით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]