შინაარსზე გადასვლა

მელბა ფილიპსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელბა ფილიპსი
დაბ. თარიღი 1 თებერვალი, 1907(1907-02-01)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ჰეიზელტონი[4]
გარდ. თარიღი 8 ნოემბერი, 2004(2004-11-08)[5] [1] [3] (97 წლის)
გარდ. ადგილი Petersburg
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი[4] , ბირთვული ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი[6]
მუშაობის ადგილი სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ბრუკლინის კოლეჯი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, მინესოტის უნივერსიტეტი და სტონი-ბრუკის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი Oakland City University[2] , კალიფორნიის უნივერსიტეტი[4] და Andrews University
ჯილდოები ერსტედის მედალი[2] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი და Joseph A. Burton Forum Award[7]

მელბა ნიუელ ფილიპსი (დ. 1 თებერვალი, 1907 – გ. 8 ნოემბერი, 2004) — ამერიკელი ფიზიკოსი. საფუძველი ჩაუყარა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. ფილიპსმა, რობერტ ოპენჰაიმერის ერთ-ერთმა პირველმა სტუდენტმა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლიში), დისერტაცია 1933 წელს დაიცვა, როდესაც მეცნიერებაში კარიერის გაკეთება მხოლოდ რამდენიმე ქალს შეეძლო. 1935 წელს ოპენჰაიმერმა და ფილიპსმა გამოაქვეყნეს ოპენჰაიმერ-ფილიპსის პროცესის აღწერა, რაც იყო ერთ-ერთი პირველი წვლილი ბირთვულ ფიზიკაში. ეს პროცესი ხსნიდა რადიოაქტიური წყალბადის ატომების აჩქარებული ბირთვების ქცევას . ფილიპსმა უარი თქვა თანამშრომლობაზე აშშ-ს სენატის სასამართლო ქვეკომიტეტის გამოძიებასთან საშინაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მაკარტის ეპოქის დროს. ამიტომ, დაატოვებინეს ბრუკლინის კოლეჯის პროფესორის თანამდებობა (მუშაობდა ფიზიკის პროფესორად 1938 წლიდან 1952 წლამდე) . 1987 წელს კოლეჯმა ფილიპსს საჯაროდ და პირადად მოუხადა ბოდიში გათავისუფლებისთვის.

მელბა ასევე ასწავლიდა მინესოტას უნივერსიტეტში (1941–1944). სენტ ლუისში ვაშინგტონის უნიერსიტეტში იყო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1957–1962), შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში დაიკავა ფიზიკის პროფესორის თანამდებობა (1962–1972). როდესაც პენსიაზე გავიდა, სტოუნ-ბრუკის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მოწვეული პროფესორის რანგში (1972–1975) და ასწავლიდა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (1980) პეკინში . მელბა ფილიპსი იყო ამერიკის ფიზიკის საზოგადოების და ამერიკის მეცნიერების განვითარების ხელშემწყობი ამერიკული ასოციაციის წევრი. პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა, იგი წერდა ფიზიკის სახელმძღვანელოებს და აქტიურაამერიკის ფიზიკის მასწვავლებელთა ასოციაციაში. 1981 წელს ასოციაციამ დააწესა მელბა ნიუელ ფილიპსის მედალი მის პატივსაცემად, ორგანიზაციის მიმართ გაწეული სამსახურისთვის.

ადრეული წლები და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელბა ფილიპსი დაიბადა 1907 წლის 1 თებერვალს, ჰაზლტონთან, ინდიანას შტატის გიბსონის ოლქში ეილდა ელიზაბეტის (მეჰანის) და ვირჯილ ფილიპსის ოთხშვილიან ოჯახში, სადაც ის უფროსი და ერთადერთი ქალიშვილი იყო. [8] [9] [10]

1922 წელს თხუთმეტი წლის მელბამ დაამთავრა უნიონის საშუალო სკოლა. მას სურდა ემუშავა პედაგოგად და ამავე დროს, ესწავლა მათემატიკა ინდიანას ოკლენდის კოლეჯში. 1926 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი [8] [11] შემდეგ ფილიპსი ასწავლიდა თავის ყოფილ საშუალო სკოლაში ორი წლის განმავლობაში, სანამ ასპირანტურაში შევიდოდა. [12]

1928 წელს მელბა ფილიპსმა მიიღო მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში Battle Creek College - ში მიჩიგანში, ხოლო 1933 წელს — დოქტორის ხარისხი ფიზიკაში კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ბერკლიში). [8] [9] ის იყო რობერტ ოპენჰაიმერის ერთ-ერთი პირველი ასპირანტი. მოგვიანებით რობერტი გახდა სამეცნიერო დირექტორი მანჰეტენის პროექტისანტიჰიტლერული კოალიციის ძალისხმევით ატომური ბომბის შესაქმნელად ჩამოყალიბებულ ამერიკელ, ინგლისელ, გერმანელ და კანადელ მეცნიერთა ჯგუფის წევრი. 1935 წელს ოპენჰაიმერმა და ფილიპსმა გამოაქვეყნეს ოპენჰაიმერ-ფილიპსის პროცესის აღწერა, რომელშიც მოცემულია „მძიმე წყალბადისრადიოაქტიური ატომების აჩქარებული ბირთვების ქცევა.[8] ოპენჰაიმერ-ფილიპსის ეფექტი არის ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი ერთ-ერთი პირველი წვლილი.

პროფესიული საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ წლებში მხოლოდ რამდენიმე ქალს შეეძლო მეცნიერი გამხდარიყო. თუმცა ფილიპსი გახდა გამოჩენილი ფიზიკის პედაგოგი. თავისი კარიერის უმეტესი პერიოდის განმავლობაში მელბა ფიზიკის პროფესორი იყო. [8]

ფილიპსმა პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო დიდი დეპრესიის დროს. მას თავდაპირველად ეკავა დროებითი ნახევარ თანამდებობები ნახევარ განაკვეთზე Battle Creek College-ში (1928-1930) და კონექტიკუტის ქალთა კოლეჯში (1937-1938). დისერტაციის დასრულების შემდეგ სტაჟირება გაიარა კალიფორნიის უნივერსიტეტსა და ბრინ მავრის კოლეჯში. 1936 წლის დასაწყისში მელბამ მიიღო მარგარეტ ელიზა მოლტბის სახელობის გრანტი. ქალთა უმარლესი განათლების ამერიკულმა ასოციაციამ იმ სასწავლო წელს (1936–1937) მელბა ფილიპსს და კიდევ ხუთ ქალს მიანიჭა კვლევითი სტიპენდიები. ფილიპსმა შეისწავლა კვანტური მექანიკის გამოყენება ბირთვული ფიზიკის სფეროში. [12] იგი იყო პრინსტონში, ნიუ ჯერსიში, გაფართოებული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1938 წელს ბრუკლინის კოლეჯში სრულ განაკვეთზე დაიწყო მუშაობა პედაგოგად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფილიპსი სამი წლის განმავლობაში (1941–1944) ასწავლიდა მინესოტას უნივერსიტეტში. გარდა ამისა, მელბას ბრუკლინის კოლეჯში ეკავა ფიზიკის პროფესორის თანამდებობა ათი წლის განმავლობაში (1938–1952). [8] [9] ასევე ატარებდა ნახევარ განაკვეთზე კვლევებს კოლუმბიის უნივერსიტეტის რადიაციულ ლაბორატორიაში. [12] 1945 წელს ასწავლიდა ბრუკლინის კოლეჯში. ამავდროულად, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე დიდი წვლილი შეიტანა ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ორგანიზებაში.

1952 წელს ფილიპსი გამოიძახეს პეტ მაკარანის კომისიაში — მართლმსაჯულების ქვეკომიტეტი შიდა უსაფრთხოების საკითხებზე მაკარტიზმის ეპოქაში. [13] მელბა დაესწრო ქვეკომიტეტის მოსმენას ნიუ-იორკში და თანხმობა განაცხადა პასუხი გაეცა კითხვებზე მისი კვლევისა და სწავლების შესახებ. გამოიყენა რა მეხუთე შესწორებით მინიჭებული უფლება არ წასულიყო მოწმედ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ, არ უპასუხა კითხვებს კომუნისტური პარტიის წევრობის შესახებ. [8] კომისიასთან თანამშრომლობაზე პრინციპული უარის გამო, იგი გაათავისუფლეს ბრუკლინის კოლეჯის პროფესორის თანამდებობიდან და კოლუმბიის უნივერსიტეტის რადიაციულ ლაბორატორიიდან. ხუთი წლის განმავლობაში ჩამოსცილდა პედაგოგიურ საქმიანობას.

უმუშევარი მელბა ფილიპსი ცხოვრობდა თავისი მოკრძალებული დანაზოგებით. დაწერა ფიზიკის ორი სახელმძღვანელო: [8] ფიზიკის მეცნიერების პრინციპები (1957), ფრენსის ბონერთან თანაავტორობით და კლასიკური ელექტროენერგია და მაგნეტიზმი (1955), ვოლფგანგ პანოფსკის თანაავტორობით. [9] ორივე წიგნი გახდა საბუნებისმეტყველო მეცნიერების მთავარი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო. [13]

მელბა დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას 1957 წელს. დაიკავა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა. ფილიპსი 1962 წლამდე დარჩა სენტ-ლუისში. 1962 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში გახდა ფიზიკის პროფესორი. [9] მისი ხელმძღვანელობით უნივერსიტეტმა შემოიღეს ფიზიკის საგანი არასამეცნიერო სპეციალობებისთვის. მან სასწავლო პროგრამაში შეიტანა ლაბორატორიული სამუშაოები. [13] 1972 წელს მელბა პენსიაზე გავიდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორის რანგში, მაგრამ სხვაგან განაგრძო პედაგოგობა. [8]

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მელბა აქტიურად იყო ჩართული ამერიკის ფიზიკის ასოციაციის მუშაობაში. იგი გახდა ასოციაციის წევრი 1943 წელს და იყო პირველი ქალი პრეზიდენტი (1966–1967). მელბა ასევე ასოციაციის ოფიციალური ისტორიის თანარედაქტორი იყო. გარდა ამისა, მუშაობდა კოლეჯის ფიზიკის კომიტეტში (1960–1968) და მათემატიკის სკოლის მრჩეველთა საბჭოში (1964–1967). სამეცნიერო განათლებაში გაწეული სამსახურისთვის ფილიპსი აირჩიეს ამერიკის ფიზიკის საზოგადოების და მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის წევრად.

ცივი ომის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოიშვა „წითელი საფრთხის“ მცნება. შეიქმნა სპეციალური კომიტეტები არალოიალობის ბრალდებების გამოსაძიებლად.სენატის საშინაო უსაფრთხოების ქვეკომიტეტმა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სენატორი პეტ მაკარანი, ფილიპსი ჩვენების მისაცემად გამოიძახა. ფილიპსი მუშაობდა რობერტ ოპენჰაიმერთან ოპენჰაიმერ-ფილიპსის სასამართლო პროცესზე ასევე იყო მასწავლებელთა კავშირის წევრი. [14] ფილიპსმა არ უპასუხა კითხვებს კომუნისტურ პარტიასთან კავშირების შესახებ. მისი თქმით, მისი წარმომავლობის ფესვები ისევე შორს მიდის, როგორც ნებისმიერი სხვა ამერიკელის. [15]

გაურკვეველია, რატომ არ უარყო მეცნიერმა ეჭვები, როდესაც მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა არც მაშინ და არც გარდაცვალების შემდეგ. როგორც ჩანს, მელბა კომიტეტის მუშაობას კუდიანებზე ტიპურ ნადირობად მიიჩნევდა. მას არ სურდა გამოძიებას ჩრდილი მიეყენებინა მეცნიერებაში მისი მრავალი მიღწევისთვის. თუმცა მაშინ კოლეჯების კამპუსები კომუნისტური იდეების გავრცელების წყაროდ მოიაზრებოდა. 1948 წელს ვაშინგტონის შტატმა დაიწყო გამოძიება ვაშინგტონის უნივერსიტეტში. კომიტეტი ძალიან უკმაყოფილო იყო მისი შედეგებით. ბევრმა პროფესორმა აღიარა, რომ ისინი ყოფილი კომუნისტები იყვნენ. ამის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამ გამოძიებამ შექმნა პრეცედენტი, რომ სხვა უნივერსიტეტებიც შეემოწმებინათ. [16] შესაძლოა, ამ ბრძოლამ უნივერსიტეტებსა და კომიტეტებს შორის გავლენა მოახდინა მელბაზე — მას არ სურდა კომისიის წესებით თამაში. ეჭვების უარყოფა იგივე იყო, რაც დათანხმებოდა კომისიის უფლებას დასმულიყო მსგავსი კითხვები. ეს პასუხი ასევე უპატივცემულო იყო სტუდენტებისა და სხვა მასწავლებლების განსხვავებული შეხედულებების მიმართ. ეჭვების აღიარება ნიშნავდა მის მიმართ შემდგომი გამოძიების დაწყებას, რადგან არ არსებობდა მტკიცებულება.[17]

მელბა ფილიპსი და ჰერმან უილიამ კოხი მიირთმევენ ნაყინს ამერიკის ფიზიკის ინსტიტუტის პარტნიორების შეხვედრაზე, 1982 წ.

1972 წელს ფილიპსმა დაასრულა მუშაობა ჩიკაგოს უნივერსიტეტში და პენსიაზე გავიდა. მაგრამ მან განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა მოწვეული პროფესორის რანგში სტოუნ-ბრუკის უნივერსიტეტში (1972–1975) და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩინეთის სამეცნიერო-ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურაში პეკინში 1980 წელს. 1987 წელს ბრუკლინის კოლეჯმა საჯაროდ ბოდიში მოუხადა მელბას 1952 წლის გათავისუფლებისთვის.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელბა გარდაიცვალა გულის კორონარული დაავადებით 2004 წლის 8 ნოემბერს ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში პიტერსბერგში, ინდიანას შტატში, Amber Manor-ის მოხუცებულთა სახლში.

მელბა ფილიპსი იყო თავისი დროის გამოჩენილი ფიზიკის მასწავლებელი. მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი და ჯილდო სამეცნიერო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის. მან შეიმუშავა და დანერგა ფიზიკის სწავლების სასწავლო გეგმა და 1950-იან წლებში იყო ორი უნივერსიტეტის ფიზიკის სახელმძღვანელოს თანაავტორი. მეცნიერს დაწერილი და რედაქტირებული აქვს ნაშრომები ფიზიკის ისტორიაზე და ამერიკის ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის ისტორიაზე.

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 https://history.aip.org/phn/11402003.html
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 2. — P. 1017. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  5. http://www.washingtonpost.com/wp-dyn/articles/A55728-2004Nov16.html
  6. Indiana Authors and their Books, 1917-1966 / D. E. ThompsonWabash College, 1974.
  7. https://www.aps.org/programs/honors/prizes/burton.cfm
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 8.8 Arthur L. Miley. Pike County, Indiana Notables: 1816–2016, გვ. 24–27. 
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Donald Eugene Thompson and R. E. Banta. Indiana Authors and Their Books, 1917–1966; A Continuation of Indiana Authors and Their Books, 1816–1916, and containing additional names from the earlier period, გვ. 480–81. 
  10. Louise S. Grinstein (1993). Women in Chemistry and Physics. 
  11. Jill Marshall (2014). Women in Physics. American Association of Physics Teachers. 
  12. 12.0 12.1 12.2 Jill P. Weiss. (2016-09-15) Melba Phillips: Leader in Science and Conscience, Part I. Indiana Historical Bureau. ციტირების თარიღი: 2017-11-13
  13. 13.0 13.1 13.2 Jill P. Weiss. (2016-09-15) Melba Phillips: Leader in Science and Conscience, Part II. Indiana Historical Bureau. ციტირების თარიღი: 2017-11-13
  14. Melba Phillips, physicist, 1907-2004. ციტირების თარიღი: 2020-03-29
  15. Melba Phillips. ციტირების თარიღი: 2020-03-29
  16. Oshinsky, David M. (1986-09-28). „Cold War on Campus“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-29. ციტირების თარიღი: 2020-03-29.
  17. Melba Phillips Papers Now Online. ციტირების თარიღი: 2020-03-29