მელაანის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მელაანის სამების ეკლესიაეკლესია საქართველოში, კახეთის მხარეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანიდან 2-3 კმ-ში, პატარა გორაკზე. არქიტექტურული თავისებურების მიხედვით XVIII-XIX საუკუნეს განეკუთვნება.

ეკლესია კუპელჰალეს ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესიის გეგმა დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე მკვეთრად წაგრძელებულ ოთხკუთხედს წარმოადგენს. შიდა სივრცე ორი წყვილი შვერილის საშუალებით აქაც სამ ნაწილად იყოფა. ცენტრალური ნაწილი განიერია აღმოსავლეთ და დასავლეთ მონაკვეთებზე. გრძივი კედლების გაყოლებაზე თითქმის ერთი სიმაღლის კედლის თაღებია – სამ-სამი თითოეულ მხარეს. გუმბათი აღმოსავლეთით ვიწრო საკურთხევლის წინა მონაკვეთებზეა ამოყვანილი და არა ცენტრალურ, განიერ ნაწილზე. გუმბათი აქაც მცირე დიამეტრიანია და სამხრეთითა და ჩრდილოეთით ეყრდნობა თაღებს, რომელნიც, თავის მხრივ, საკურთხევლის სატრიუმფო თაღსა და აღმოსავლეთ შვერილებზე გადაყვანილ თაღს ებჯინება.

მელაანის სამების ეკლესია გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გენგიური ნ, კუპელჰალე, თბ., 2005

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]