მეკარე (თანამდებობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეკარე — მეფის მოხელე. იდგა ქალაქის ზღუდეში დატანებულ კართან. მეკარის მოვალეობას შეადგენდა ქალაქის კარში შემსვლელ-გამომსვლელის, ქალაქში შეტანილ და იქიდან გამოტანილ საქონელზე მეთვალყურეობა, რაშიც მეფისაგან ჯამაგირს იღებდა.

1799 წლის საბუთითა:

ვიკიციტატა
„ავლაბრის კარიდამ და კახეთის ბაჟიდამ ჰავლაბრის მეკარეს უნდა მიეცა თავისი წლის ჯამაგირი. უნდა მიეცეს შვიდი მინალთუნი. ღვინის ბაჟიდამ უნდა მიეცეს 16 მინალთუნი. მეფე გიორგი.“

საღამო ჟამს ქალაქში შესასვლელი ყველა კარი იკეტებოდა. დაგვინებულ მგზავრს თუ ქარავანს ღამის გათენება ქალაქის გალავანს მიღმა უხდებოდა. მაგრამ იყო შემთხვევები, როცა მეკარის ქრთამის მიღების შემდეგ არსებულ წესს არღვევდა. აი, რას მოგვითხრობს 1797 წლის ერთი საბუთი:

ვიკიციტატა
„განჩინება ზაზა სოლოღაშვილისა და იესე მსაჯულის შვილების სასიხლო საქმეზე - ზაზა სოლოღაშვილი, პატრიარქის მოლარეთუხუცესი თავის საჩივარში ამბობს, რომ ეს კაცნი თურმე ქალაქს ჩამოვიდნენე, იესე მსაჯულის შვილებს შეატყობინეს, მაშინვე სანმივ ძმანი დაიარაღებულიყვნენ - ზაზა, გიორგი და ივანე. შუაღამისას ციხის კარის გასაღებად ერთი აბაზი მიეცათ, კარი გაეღებინებინათ და ჩემს მოსახდომად და ამოსაწყვეტად წამოსულიყვნენ.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 656