მეი ბრუკინი


მეი ბრუკინი (დ. ?1854/1859 — გ. 15 თებერვალი, 1894) — ინგლისში დაბადებული ამერიკელი თეატრის მსახიობი. 1894 წლის 15 თებერვალს მან სან-ფრანცისკოში თავი მოიკლა. მის სიკვდილამდე მისი საყვარელი, ფრედრიკ ა. ლოვკრაფტი, სულ რამდენიმე თვით ადრე გარდაცვლილიყო.[1]
ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა კორნვალში, ინგლისში.[2] მისი გვარი იწერება როგორც „ბრუკინი“, თუმცა ხშირად გვხვდება შეცდომით, „ბრუკლინის“ ვარიაციით.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრუკინი თეატრალურ დასს 15 წლის ასაკში, მაშინ შეუერთდა, როდესაც მისი მშობლები უცხოეთში იყვნენ გამგზავრებულნი. ამ ამბის გაგებისთანავე ის სკოლაში დააბრუნეს, თუმცა გოგონამ თავისი გაიტანა და სცენა არ დათმო. ამის შემდეგ ვილსონ ბარეტმა მას პიესაში „ვერცხლის მეფე“ შესთავაზა მონაწილეობის მიღება. მეის ამერიკული დებიუტი „პროფესიონალი გამყალბებლის“ პრემიერისას შედგა.[2]
თვითმკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1893 წლის ბოლოს მისმა საყვარელმა, ფრედრიკ ა. ლოვკრაფტმა, თავი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოიკლა.[1] 1894 წლის 15 თებერვალს ბრუკინმა ფენოლი მიიღო და გარდაიცვალა. დაკრძალულია ბრუკლინის ევერგრინის სასაფლაოზე.
რჩეული როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მწერალი ჯიმი“ — მისის რალსტონის როლში (აგნეს ბუთის დუბლიორი);
- „ფარისეველი“;
- „ალაბამა“ — ქვრივი პეიჯის როლში (1891);
- „ლედი ვინდერმერის მარაო“ — მისის ერლინის როლში;
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- May Brookyn photo gallery (NY Public Library, Billy Rose collection)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 New York Times MAY BROOKYN MOURNED FOR LOVECRAFT.;Cause of the Suicide of the Actress in San Francisco. (1894 article download in Adobe Acrobat) Retrieved October 1, 2014
- 1 2 (1894) Gallery of plays from the Illustrated American (en). Illustrated American Publishing Company, გვ. 14.