მეისნერის ეფექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეისნერის ეფექტი. მაგნიტური ველის ძალწირები გამოდევნილნი არიან ზეგამტარიდან როდესაც ის იმყოფება კრიტიკულ ტემპერატურაზე ქვემოთ

მეისნერის ეფექტი — მოვლენა, როდესაც მაგნიტური ველი გამოიდევნება ზეგამტარიდან და გადადის ზეგამტარულ მდგომარეობაში. ეს მოვლენა აღმოაჩინეს გერმანელმა ფიზიკოსებმა მეისნერმა და ოსჩენფილდმა როდესაც ზომავდნენ მაგნიტური ველის განაწილებას ზეგამტარის გარეთ.[1] თუ მაგნიტურ ველში მოთავსებულ ნიმუშსს გავაცებთ კრიტკულ ტემპერატურამდე, მასში არსებული ველის განულდება, გამოიდევნება. ეს მოვლენა არ აღიწერება კლასიკური მექანიკით და ზეგამტარებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ თვისებას წარმოადგენს.

განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგნიტის მაგნიტური ლევიტაცია თხევადი აზოტით გაციებულ ზეგამტარზე.

სუსტ მაგნიტურ ველში ზეგამტარი გამოდევნის თითქმის მთელ მაგნიტურ ველს. ეს გამოწვეულია ზედაპირზე წარმოქნილი ელექტრული დენის მიერ. ეს ზედაპირული დენი ქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც ანულებს ნიმუშის მოცულობაში არსებულ ველს. ნიმუშის ზედაპირზე, ველი სრულიად არ ნულდება, მაგნიტური ზედაპირის სისქე ზეგამტარი ნიმუშის ერთ ერთი მახასიათებელი სიდიდეა და ცნობილია როგორც შეღწევის სიღმე. ნებისმიერი იდეალური გამტარი, მაგნიტურ ველში მოთავსებისას წარმოქნის ზედაპირულ დენებს, რომელიც თავის მხრივ ქმნის გამანულებელ მაგნიტურ ველს.

ასევე იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]