მეინფრეიმი

მეინფრეიმი (ინგლ. mainframe) — კომპიუტერი, რომელსაც ძირითადად იყენებენ დიდი ორგანიზაციები კრიტიკული აპლიკაციებისთვის, როგორიცაა დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება, მაგალითად: მოსახლეობის აღწერა, ინდუსტრიისა და სამომხმარებლო სტატისტიკა, საწარმოო რესურსების დაგეგმვა და ფართომასშტაბიანი ტრანზაქციების დამუშავება. მეინფრეიმ კომპიუტერი ზომით დიდია, თუმცა არც ისე დიდი, როგორც სუპერკომპიუტერი და მას უფრო მეტი დამუშავების სიმძლავრე აქვს, ვიდრე კომპიუტერების ზოგიერთ სხვა კლასს, როგორიცაა მინიკომპიუტერები, სერვერები, სამუშაო სადგურები და პერსონალური კომპიუტერები. ფართომასშტაბიანი კომპიუტერული სისტემების არქიტექტურის უმეტესობა 1960-იან წლებში შეიქმნა და დღემდე განაგრძობენ განვითარებას. მეინფრეიმ კომპიუტერები ხშირად გამოიყენება როგორც სერვერები.
ტერმინი „მეინფრეიმი“ მომდინარეობს დიდი კაბინეტიდან, რომელსაც „main frame“ (ძირითადი ჩარჩო) ეწოდება[1] და რომელშიც მოთავსებული იყო ადრეული კომპიუტერების ცენტრალური პროცესორი და მთავარი მეხსიერება.[2][3][4] მოგვიანებით ტერმინი „მეინფრეიმი“ გამოიყენებოდა მაღალი დონის კომერციული კომპიუტერების ნაკლებად მძლავრი გამომთვლელი მანქანებისგან გასარჩევად.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მეინფრეიმი“ ვიკისაწყობში.
- IBM z Systems mainframes
- IBM Mainframe Resources & Support Forum
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Reilly, Edwin D. (2004). "Mainframe". Concise Encyclopedia of Computer Science. Wiley. pp. 481–2. ISBN 978-0-470-09095-4.
- ↑ „mainframe, n“. Oxford English Dictionary (on-line ed.). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 7, 2021.
- ↑ Ebbers, Mike; Kettner, John; O’Brien, Wayne; Ogden, Bill (March 2011) Introduction to the New Mainframe: z/OS Basics, 3rd, IBM, გვ. 11.
- ↑ Shirriff, Ken. (February 2025) The origin and unexpected evolution of the word "mainframe".
- ↑ Beach, Thomas E.. (August 29, 2016) Types of Computers. University of New Mexico. ციტირების თარიღი: October 2, 2020