მეითარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეითარი (სპარს. მეჰთარ — უფროსი, წარჩინებული) — მეფის მსახური გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, მეითარი ეჯიბის მსგავსი მოხელეა. მეითარი საპატიო, მეფესთან დაახლოებული პირი იყო. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით, მას „შიგნით, გარეთ ბატონთან გაუყრელობა და შინაყმობა დიდი აქვს“. მეითარის ხელთ იყო მეფის ტანისამოსი. იგი ხელმძღვანელობდა მეფის მომსახურებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 551.
  • გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამლის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13;
  • სურგულაძე ივ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 203-204.