მეიერის ლიმონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეიერის ლიმონი
დაუმწიფებელი ნაყოფი
დაუმწიფებელი ნაყოფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Sapindales
ოჯახი: ტეგანისებრნი
გვარი: ციტრუსები
სახეობა: მეიერის ლიმონი
ლათინური სახელი
Citrus × meyeri

მეიერის ლიმონი, ლიმონისა და ფორთოხლის ჰიბრიდული ჯიში. ჩინური წარმოშობისაა. ტანდაბალი, უეკლო ხე ან ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1,5-2 მ აღწევს, ნაყოფი მოყვითალი-ნარინჯისფერია, მომრგვალო-ოვალურია, მისი სიგრძეა 6-7,5 სმ, სიგანე 5,2-5,5 სმ. მასა 110-125 გ. დაბალი ხარისხისაა, აქვს მცირე მჟავიანობა, სპეციფიკური გემო; დიდხანს არ ინახება. რბილობი წვნიანი, კანი თხელი და პრიალაზედაპირიანი. თითოეული ხე 1000-1200 ცალ ნაყოფს იძლევა, ადრემსხმოიარეა. კარგი საოთახე კულტურაა. ყოფილ სსრკ-ში მეიერის ლიმონი გავრცელებულია შუა აზიის, შავი ზღვის სანაპიროებსა და აზერბაიჯანის სუბტროპიკული ზონის რაიონებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლეკვეიშვილი ი., ქსე, ტ. 6, გვ. 550-551, თბ., 1983