შინაარსზე გადასვლა

მეთილენ დიფენილის დიიზოციანატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეთილენ დიფენილის დიიზოციანატი
მეთილენ დიფენილის დიიზოციანატი: ქიმიური ფორმულა
მეთილენ დიფენილის დიიზოციანატი: მოლეკულის ხედი
მეთილენ დიფენილის დიიზოციანატი: სტრუქტურა
ზოგადი
ტრადიციული სახელწოდებამეთილენ დიფენილის დიიზოციანატი
ქიმიური ფორმულაC15H10N2O2
მოლური მასა250.25 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.230 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა40 °C
დუღილის ტემპერატურა314 °C

მეთილენ დიფენილის დიიზოციანატი, შემოკლებით MDIორგანული ნაერთი და არომატული დიიზოციანატი. არის სამი იზომერის სახით, ესენია: 2,2'-MDI, 2,4'-MDI, და 4,4'-MDI. ამ იზომერებიდან ყველაზე ფართოდ გამოიყენება 4,4'-MDI იზომერი, რომელსაც მეორენაირად 4,4'დიფენილმეთან დიიზოციანატს უწოდებენ[1]. 4,4'დიფენილმეთან დიიზოციანატი არის ყველაზე წარმოებადი დიისოციანატი, რომელიც გლობალური ბაზრის 61,3%-ს შეადგენდა 2000 წელს.[2]

  • ეს დიამინი რეაქციაში შედის ფოსგენთან, რათა მიღებული იქნეს იზოციანატების ნარევი. იზომერული თანაფარდობა კი განისაზღვრება დიამინის იზომერული შემადგენლობით.

ნარევის დისტილაცია იძლევა ოლიგომერული პოლიიზოციანატების ნარევს, რომელიც ცნობილია როგორც პოლიმერული MDI, და MDI-ის იზომერების ნარევს, რომელსაც დაბალი 2,4' იზომერის შემცველობა აქვს. შემდგომში კი გაწმენდის შედეგად ხდება MDI იზომერის ნარევის ფრაქციული დისტილაცია[3].

  1. Pubchem. 4,4'-Diphenylmethane diisocyanate | C15H10N2O2 - PubChem en. ციტირების თარიღი: 2017-06-25
  2. (2003) The Polyurethanes Book. New York: Wiley. ISBN 978-0-470-85041-1. 
  3. doi:10.1002/14356007.a14_611