მეთევზე ზარნაშო
იერსახე
მეთევზე ზარნაშო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Bubo blakistoni (Seebohm, 1884) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Endangered : 22689007 | |||||||||||||||
|
მეთევზე ზარნაშო, თევზის ზარნაშო (ლათ. Bubo blakistoni) — ფრინველი ბუსებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლ. 70 სმ, მასა 4 კგ-მდე. შეფერილია ჟანგმიწოვან-მურად, აყრია მუქი ლაქები. კარგად აქვს განვითარებული ბუმბულის „ყურები“. გალო ნაწილობრივ შებუმბლულია, თითები მთლად შიშველი. გავრცელებულია აზიის თევზით მდიდარი მდინარეების გასწვრივ. უპირატესად თევზებითა და ქვეწარმავლებით იკვებება. ბუდობენ ძველ ფუღუროებსა და კლეების ნიშებში. მონოგამური ფრინველია. დედალი 2–3 კვერცხს დებს. ბარტყები ბუდეში 2 თვემდე რჩებიან, მშობლები მათ 1 წლამდე კვებავენ. იმყოფება გადაშენების საფრთხის ქვეშ. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- РЫБНЫЙ ФИЛИН დაარქივებული 2019-04-11 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 29. Москва, 2015, стр. 114.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ BirdLife International (2016). „Bubo blakistoni“. The IUCN Red List of Threatened Species. IUCN. 2016: e.T22689007A93214159. doi:10.2305/IUCN.UK.2016-3.RLTS.T22689007A93214159.en. ციტირების თარიღი: 13 January 2018.