შინაარსზე გადასვლა

მეთანოლით მოწამვლა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეთანოლით მოწამვლა. მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება FLAIR რეჟიმში. აღინიშნება ორმხრივი პათოლოგიური კერა ჩენჩოში.

მეთანოლით მოწამვლათავის ტვინის მწვავე ტოქსიკური ლეიკოენცეფალოპათიის ერთ-ერთი მიზეზი. მეთანოლი გვხვდება ისეთ ყოველდღიურად გამოყენებად პროდუქტებში, როგორიცაა სუნამო, მანქანის საწვავი, ანტიფრიზი და ა.შ. მეთანოლით მოწამვლისას აღინიშნება მხედველობის დარღვევა (მეთანოლით გამოწვეული ოპტიკური ნეიროპათია), კუჭ-ნაწლავის დაზიანების სიმპტომები, პარკინსონის დაავადებისათვის დამახასიათებელი მოძრაობის დარღვევები, გულყრა, კომა. მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახულებაზე აღინიშნება ორმხრივი პათოლოგიური კერა ჩენჩოში, ზოგჯერ - მკრთალი სფეროს შიგნითა ნაწილში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]