მეზოჰიპუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეზოჰიპუსი
Mesohippus barbouri Harvard.jpg
Mesohippus barbouri
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mesohippus (Marsh, 1875)

მეზოჰიპუსი (ლათ. Mesohippus) — ამომწყდარი ცხენების გვარი. მისი მრავალრიცხოვანი ნაშთები ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკის ოლიგოცენურ ნალექებში.[1] გავრცელებული იყო ადრეულ და შუა ოლიგოცენში. ნამარხი სახით ძირითადად ცნობილია სამხრეთ დაკოტის (აშშ) ბედლენდებიდან.[2] ზომით მგლისოდენა იყო.[1] წარმოადგენს პირველ სამთითა ცხენს,[2] ყველა თითი მიწას ეხებოდა. ძირითადი კბილები დაბალგვირგვინიანი ჰქონდა. ცხოვრობდა ტყეებში; იკვებებოდა რბილი მცენარეულობით.[1] ჯერ კიდევ მწიწკნავი ფორმა იყო, მისი კბილები არ იყო ძოვისათვის შესაფერისი, ეს უნარი უფრო გვიანდელმა ცხენებმა მიიღეს. ცხენების ევოლუციის შემდგომ ეტაპზე წარმოიშვა უფრო დიდი ფორმა, მიოჰიპუსი, რომელიც უპირატესად გვიან ოლიგოცენს განეკუთვნება (28,4–23 მლნ წლის წინ).[2]

მეზოჰიპუსი განიხილება ცხენების ევოლუციის ოლიგოცენურ ეტაპად. რიგი წყაროების თანახმად, მისგან წარმოიშვა ორი ფილოგენეტიკური ხაზი: მეტად კონსერვატიული ანქითერიუმი (Anchitherium), რომელიც ევრაზიაში გადავიდა და მიოცენში ფართოდ გავრცელდა, და მეტად პროგრესული ხაზი, რომელმაც განვითარება ჩრდილოეთ ამერიკაში განაგრძო და სათავე დაუდო პარაჰიპუსის (Parahippus) და მერიკჰიპუსის (Merychippus) გვარებს.[3]

რესტავრაცია
ჩონჩხი

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • M. bairdi
  • M. barbouri
  • M. braquistylus
  • M. equiceps
  • M. hypostylus
  • M. intermedius
  • M. latidens
  • M. longiceps
  • M. metulophus
  • M. montanensis
  • M. obliquidens
  • M. proteulophus
  • M. westoni

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Мезогиппус // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 16 — М., 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 Mesohippus. Encyclopædia Britannica. britannica.com (2012-05-20). ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2020.
  3. Аверьянов А. О., Щипанов Н. А. ЛОШАДИНЫЕ // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011. — стр. 79.