მედიჩი: ფლორენციის მბრძანებლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მედიჩი: ფლორენციის მბრძანებლები
ჟანრი ისტორიული დრამა
პოლიტიკური თრილერი
ავტორი ფრენკ სპოტნიცი
ნიკოლას მეიერი
კომპოზიტორ(ებ)ი პაოლო ბუონვინო
იან არბერი
ქვეყანა იტალია
გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
სეზონი 3
სერია 24
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ფანია პეტროკი
ხანგრძლივობა 52 წუთი
ეთერში 18 ოქტომბერი, 2016 — 11 დეკემბერი, 2019
რესურსები ინტერნეტში
საიტი

მედიჩი: ფლორენციის მბრძანებლები (ინგლ. Medici: Masters of Florence) — 2016 წელს გამოსული იტალიურ-ბრიტანული ისტორიული სერიალი, რომელიც მოგვითხრობს მედიჩების ოჯახის აღზევების ისტორიას პაპის ბანკირობიდან ფლორენციის მბრძანებლობამდე. სერიალის მოქმედება XV საუკუნის იტალიაში ხდება.

სერიალის პრემიერა 2016 წლის 18 ოქტომბერს შედგა[1]. სერიალი გაიყიდა 190 ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის Netflix-ზე აშშ-ში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიასა და ინდოეთში[2], ასევე SBS-ზე ავსტრალიაში[3]. მის პირველ ეპიზოდს გაშვებისას 8.04 მილიონი ნახვა ჰქონდა[4].

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პირველი სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მოქმედება 1429 წელს იწყება ფლორენციაში. მდიდარი ბანკირი ჯოვანი მედიჩი ფლორენციის სენიორიაში იკიდებს ფეხს და მისი უძლიერესი წევრი ხდება. მას სურს, რომ რომის ეკლესიასთან ალიანსის შექმნით თავისი ოჯახი ფლორენციის მმართველად აქციოს, ამიტომაც ახალი პაპის არჩევისას იგი თავის ვაჟებს, კოზიმოსა და ლორენცოს უშვებს რომში, რათა კარდინალები მოისყიდონ და პაპად მათთვის სასურველი კანდიდატი აირჩიონ. რომში ყოფნისას ადგილობრივი არქიტექტურითა და ხელოვნებით მოხიბლული კოზიმო ხვდება მხატვარ დონატელოსა და მის მუზას, ბიანკას, რომელიც შემდეგში მისი საყვარელი ხდება. კოზიმოს ბიანკა უყვარდება, თუმცა იძულებულია იგი მიატოვოს და ცოლად შეირთოს ბარდის გრაფის ასული კონტესინა. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა მდაბიო წარმომავლობის მედიჩებისა არისტოკრატიულ წრეში შესვლას და გაკოტრებული ბარდების ოჯახის კვლავ გამდიდრებას. იმავდროულად, პაპად მედიჩების კანდიდატს ირჩევენ, რაც მედიჩების ბანკს დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. ოცი წლის შემდეგ ჯოვანი მედიჩი იდუმალ ვითარებაში კვდება. იმავდროულად, ფლორენციაში ალბიცების ოჯახის მეთაურობით მედიჩების წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება, რაც საფრთხეს უქმნის ასევე კოზიმოს პროექტებსაც, რომლებიც ფლორენციაში რენესანსის გაღვივებას უწყობდა ხელს. მისი ოცნებაა ფლორენციის დუომოს დასრულება, თუმცა არქიტექტორები ვერაფრით ახერხებენ ისეთი გუმბათის დაპროექტებას, რომელიც არ ჩამოინგრევა. სწორედ მაშინ, როდესაც იგი სათანადო არქიტექტორს იპოვის, რომელიც გუმბათს დააპროექტებს, ფლორენციაში მედიჩების წინააღმდეგ ხალხი ჯანყდება და კოზიმო იძულებულია ოჯახთან ერთად დატოვოს ქალაქი.

მეორე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ სეზონში განვითარებული მოვლენებიდან ოცი წელი გავიდა და ოჯახის სათავეში უკვე კოზიმოს ვაჟი, პიერო მედიჩი და მისი ცოლი, ლუკრეცია ტორნაბუონი არიან. დროთა განმავლობაში მედიჩები ახერხებენ ფლორენციაში ძალაუფლების აღდგენას, მაგრამ პიეროს მკვლელობის მცდელობის შემდეგ მედიჩის ბანკის ავტორიტეტი ეცემა. მილანის მმართველ სფორცების ოჯახს მედიჩების ბანკში ყველაზე დიდი ვალი აქვთ, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ. საპირისპიროდ, სფორცები თავიანთი ჯარით ფლორენციას ალყას შემოარტყამენ. ლორენცო, პიეროს ვაჟი, ქალაქის დაცემისაგან თავის ასარიდებლად მამის ადგილს იკავებს სენიორიაში, ისვე ხდება ოჯახის ახალი უფროსი და ახერხებს მილანელების გაძევებას. მიუხედავად იმისა, რომ ლორენცოს ურთიერთობა აქვს გათხოვილ ქალთან, ლუკრეცია დონატისთან, იგი გადაწყვეტს, რომ კავშირების გაფართოვების მიზნით იქორწინოს მდიდარ რომაელ დიდგვაროვან კლარისა ორსინიზე. იმავდროულად, ლორენცოს ძმა, ჯულიანო და მისი მეგობარი, ბოტიჩელი ერთ ქალზე, სიმონეტა ვესპუჩიზე არიან შეყვარებულები. ბოტიჩელის ინტერესები მისდამი უფრო მხატვრულია, ჯულიანოს კი მასთან რომანი აქვს. ამავდროულად, პაცების გავლენიანი ოჯახი უერთდება პაპის პოლიტიკას და ხელს უწყობენ მისი სამფლობელოების გაფართოვებას, რაც მედიჩების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს დაპირისპირება საბოლოოდ იწვევს ლორენცოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას, რომლის მიზანიცაა ფლორენციაში მედიჩების მმართველობის დასრულება.

მესამე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს სეზონი უშუალოდ წინამორბედის გაგრძელებას წარმოადგენს. შეთქმულები ლორენცოს ვერა, თუმცა მის ძმას, ჯულიანოს კლავენ. ძმის გარდაცვალებით დამწუხრებული ლორენცო სასტიკ მმართველად იქცევა და შურისძიების პირობას დებს. ამასობაში მას კლარისასთან სამი შვილი უჩნდება. მალევე ის და კლარისა ჯულიანოს ობლად დარჩენილ ვაჟს, ჯულიოსაც იშვილებენ. პაცების შეთქმულების ჩაშლის შემდეგ, ლორენცო რომის პაპთან და ნეაპოლის მეფესთან ერთად სამხედრო კოალიციას აყალიბებს, რომლის ხელმძღვანელიც პაპის დისწული, ჯიროლამო რიარიო ხდება. ამის შემდეგ იგი ახერხებს და მშვიდობას ამყარებს ნეაპოლთანაც და პაპთანაც.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდ მედენი, კოზიმო მედიჩის როლის შემსრულებელი
მატილდა ლუცი, სიმონეტა ვესპუჩის როლის შემსრულებელი
დანიელ შერმანი, ლორენცო ბრწყინვალის როლის შემსრულებელი

პირველ სეზონში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რიჩარდ მედენი — კოზიმო მედიჩი[5], ოჯახის მეთაური და ფლორენციის მმართველი მამის გარდაცვალების შემდეგ;
  • სტიუარტ მარტინი — ლორენცო მედიჩი, კოზიმოს უმცროსი ძმა;
  • ანაბელ შოლი — კონტესინა დე’ ბარდი, კოზიმოს ცოლი;
  • გვიდო კაპრინო — მარკო ბელო, კოზიმოს ახლო მეგობარი;
  • ალესანდრო სპერდუტი — პიერო მედიჩი, კოზიმოსა და კონტესინას ვაჟი;
  • კენ ბოუნსი — უგო ბენჩინი, მედიჩების ბანკის ადმინისტრატორი;
  • ლექს შრაპნელი — რინალდო დელი ალბიცი, კოზიმოსა და მედიჩების მთავარი მტერი ფლორენციაში;
  • დანიელ კალტაჯინორე — ანდრეა პაცი, ფლორენციის სენიორიის გავლენიანი წევრი;
  • ვალენტინა ბელე — ლუკრეცია ტორნაბუონი, პიერო მედიჩის ცოლი;
  • ალესანდრო პრეძიოზი — ფილიპო ბრუნელესკი;
  • ევგენიო ფრანჩესკინი — ორმანო ალბიცი, რინალდოსა და ალესანდრას ვაჟი;
  • სარა ფელბერბაუმი — მადალენა, კოზიმოს საყვარელი ვენეციასა და ფლორენციაში;
  • მირიამ ლეონე — ბიანკა, კოზიმოს საყვარელი რომში;
  • ტატიანა ინეს ნადრონი — ემილია, კონტესინას მოახლე;
  • ვალენტინა კერვი — ალესანდრა ალბიცი, რინალდოს ცოლი;
  • დასტინ ჰოფმანიჯოვანი დი ბიჩი დე მედიჩი[5], კოზიმო და ლორენცო მედიჩების მამა;
  • დევიდ ბრედლი — ბარდის გრაფი, კონტესინას მამა;

მეორე-მესამე სეზონებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დანიელ შერმანი — ლორენცო ბრწყინვალე[6], დინასტიის მეთაური და ფლორენციის მმართველი;
  • ბრედლი ჯეიმზი — ჯულიანო მედიჩი[6], ლორენცოს უმცროსი ძმა;
  • სარა პარიში — ლუკრეცია ტორნაბუონი[6], ლორენცო და ჯულიანო მედიჩების დედა;
  • სინევ კარლსენი — კლარისა ორსინი, ლორენცოს ცოლი;
  • ალესანდრა მასტრონადი — ლუკრეცია დონატი[6], ლორენცოს საყვარელი;
  • ჯულიან სენდსი — პიერო მედიჩი[6], ლორენცოს მამა;
  • მატეო მარტარი — ფრანჩესკო პაცი;
  • ავრორა რუფინო — ბიანკა მედიჩი, ლორენცოს და;
  • მატილდა ლუცი — სიმონეტა ვესპუჩი, ჯულიანოს საყვარელი;
  • ანაბელ შოლი — კონტესინა დე’ ბარდი, ლორენცოსა და ჯულიანოს ბებია;
  • სენ ბენი — ჯაკოპო პაცი[6];
  • რაულ ბოვა (2 სეზონი) და ჯონ ლინჩი (3 სეზონი) — რომის პაპი სიქსტუს IV[6];
  • ლუიჯი პატრიჯი — პიერო მედიჩი, ლორენცოსა და კლარისას ვაჟი;
  • უილიამ ფრანკლინ მილერი — ჯოვანი მედიჩი, ლორენცოსა და კლარისას უმცროსი ვაჟი;
  • ჯეიკობ დადმენი — ჯულიო მედიჩი, ჯულიანო მედიჩისა და ფიორეტას უკანონო ვაჟი;
  • გრეის მეი — მადალენა მედიჩი, ლორენცოსა და კლარისას ქალიშვილი;
  • ფრანჩესკო მონტანარი — ჯიროლამო სავონაროლა, ფლორენციელი რეფორმატორი;
  • ჯონი ჰარისი — ბრუნო ბერნარდი;
  • სებასტიან დე სუზა — სანდრო ბოტიჩელი[6], ლორენცოს მეგობარი და მხატვარი;
  • კალუმ ბლანკი — კარლო მედიჩი, ლორენცოს ბიძა;
  • ჯეკ როთი — ჯიროლამო რიარიო, პაპ სიქსტუს IV-ის დისწული;
  • ტობი რეგბო — ტომასო პერუცი;
  • როუზ უილიამსი — კატერინა სფორცა, ჯიროლამოს ცოლი;
  • ჩიარა ბასკეტი — ფიორეტა გირონი, ჯულიანო მედიჩის საყვარელი, ჯულიოს დედა;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Keslassy, Elsa (21 October 2016). "'Medici' With Dustin Hoffman, Richard Madden Sets Italy Ratings Record". Variety. Retrieved 23 October 2016.
  2. Munn, Patrick (24 November 2016). "Wild Bunch TV Sells Big Light's 'Medici: Masters Of Florence' To Netflix In US, Canada & India" დაარქივებული 2021-07-02 საიტზე Wayback Machine. . TV Wise. Disqus. Retrieved 30 November 2018.
  3. "Medici: Masters of Florence premiering on SBS this April". MediaWeek. 4 April 2017. Retrieved 30 November 2018.
  4. "Les Médicis, Maîtres de Florence : carton d'audience pour la série de SFR Play". Toutelatele (in French). Retrieved 16 July 2019.
  5. 5.0 5.1 Friedlander, Whitney (24 September 2015). "Dustin Hoffman, Richard Madden to Star in TV Drama About Italy's Medici Family". Variety. Retrieved 16 July 2019.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 Clarke, Stewart (10 August 2017). "Daniel Sharman and Bradley James Join Netflix's 'Medici' (EXCLUSIVE)". Variety. Retrieved 11 August 2017.