მედინა გიულგიუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მედინა გიულგიუნი
Mədinə Gülgün.jpg
დაბადების თარიღი 17 იანვარი 1926(1926-01-17)
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაცვალების თარიღი 17 თებერვალი 1991(1991-02-17) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი
მეუღლე Balash Azaroglu

მედინა გიულგიუნი (აზერ. Mədinə Gülgün; დ. 17 იანვარი, 1926, ბაქო — გ. 17 თებერვალი, 1991, იქვე[1]) — აზერბაიჯანელი პოეტი და მთარგმნელი, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1987),[2] საპატიო ნიშანის ორდენის კავალერი.[3]. სამხრეთ აზერბაიჯანის ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მოღვაწე.

მედინა გიულგიუნი დაიბადა 1926 წლის 17 იანვარს ბაქოში. 1938 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ აზერბაიჯანში, არდებილში. შემდეგ ის ცხოვრობდა თავრიზში, სადაც შეისწავლა სპარსული ენა. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო თავრიზის დრამატულ თეატრში. 1945 წლიდან იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის წევრი. იმავე წელს მისი ლექსები გამოქვეყნდა ადგილობრვი გაზეთებში.[1] 1948 წელს ჩაირიცხა აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Əliqızı A. Azadlıq və istiqlal poeziyası. / Bakı: 2001, 156 s.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 В Музей независимости Азербайджана переданы личные вещи поэтов Балаша Азероглу и Медины Гюльгюн
  2. Литературный Азербайджан: журнал. — 1987. — С. 128.
  3. Мәдинә Ҝүлҝүн / Под ред. Дж. Кулиева. — Азербайджанская советская энциклопедия: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1982. — Т. VI. — С. 482.