მედიავიკის განხილვა:Qbedit

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Edit - რედაქტირება რატომ შეიცვალა? და კიდევ საშინელი ფერია. არ შეიძლება ნაზი ფერები გაკეთდეს?--ცანგალა () 19:47, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

edit- შესწორება, ინგლისურ ქართული ლექსიკონი, 2009 წელი.
და ფერზე მართალი ვთქვა ვერ გავიგე - ამ მედიავიკში არავითარი ფერი არ ყენდება...--გიორგი, 19:49, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

edit - verb რედაქციის გაკეტება, რედაქტირება, დასაბეჭდად მომზადება; გამოცემა (წიგნისა, ჟურნალისა); კინოფილმიდან მონტაჟის გაკეთება. =) --გიგა პასუხი 19:52, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ტრანსლეიტ ჯი? კარგი საიტია :))) მაგრამ რაღაცეები მოძველდა:)))--გიორგი, 19:54, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
შენა და, ანატომიაშიც რამე ხო არ შეიცვალა?:)) --გიგა პასუხი 19:55, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

არა, ძვალი ძვალია :))) შესწორება უფრო სწორია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ქართულია :), და არა ფრანგული რედაქტირება. თუ არ ვცდები ქსე-ც სიტყვა რედაქტირებას ქართული სიტყვა "შისწოორებით" ხსნის :) --გიორგი, 19:57, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

არსებობს [[1]]. რედაქტირება სწორი იყო. ახლა რაც შეეხება ფერს. ამ მედიავიკს არ ეხება (უკაცრავად). გთხოვ ისტორიაში ნახო ვერსიების განსხვავებას როდესაც იძლევა. საშინელი წითელი ფერია.--ცანგალა () 20:11, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

აა, გასაგებია :) ფერს შევცვლი:). ეხლა კითხვა - რატომ უნდა გამოვიყენოთ სსვა ქვეყნოდან შემოსული სიტყვა, როდესაც გვაქვს შესანიშნავი ქართული ანალოგი??? ჩვენ ვართ ქართული ვიკიპედია, ასე რომ უნდა დავიცვათ ქართული ენის ნორმები და შეძლებისამებრ გამოვიყენოთ ქართული სიტყვები.--გიორგი, 20:15, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
ვერ გავიგე. ადრე მე მეწერა რედაქტირება - ეს ქართული სიტყვა არ არის?--ცანგალა () 20:19, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

არა. ეს არის ფრანგული სიტყვა.--გიორგი, 05:29, 24 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირება იგივეა, რაც რედაქცია (მნიშვნელობა 1). წიგნის რედაქტირება ქართული განმარტებითი ლექსიკონი ტ. 2 გვ. 824, თბ., 1990
რედაქცია (ფრ.) 1. გასწორება, ლიტერატურულად დამუშავება, დასაბეჭდას მომზადება (ტექსტისა, ხელნაწერისა). იქვე.
ფრანგული სიტყვაა კი ბატონო, მაგრამ ქართულში დამკვიდრებული. სანამ რამეს შეასწორებ, განხილვის გვერდაზე დაწერე მიზეზი. რედაქტორიც ფრანგული სიტყვაა ქართულად როგორ არის? --ცანგალა () 11:00, 26 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

შემსწორებელი, ბყნებრივია.--გიორგი, 11:05, 26 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, ქათულ ენას ვიცავო, და ფრანგული ნეოლოგიზმებით ავსება - ესაა ენის დაცვა?!--გიორგი, 11:06, 26 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ასე წერია ქართულ განმარტებით ლექსიკონში (მთავარი რედაქტორი არნოლდ ჩიქობავა).
შესწორება 1. დამატება, რაც ცვლის რასმე. რეზოლუცია მიიღეს შესწორებებით 2. სახელი შეასწორებს, შესწორდება ზმნათა მოქმედებისა. ქართული განმარტებითი ლექსიკონი ტ. 2 გვ. 1073, თბ., 1990 --ცანგალა () 11:14, 26 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

&?

რაღაც ვერ ვხედავ არნოლდ ჩიქობავა ამბობდეს, რომ ფრანგული ნეოლოგიზმი ქართულ სიტყვას ჯობნის.--გიორგი, 11:18, 26 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]