მედვედევის არყი
იერსახე
| მედვედევის არყი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Betula medwediewii Regel, 1887 | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN Data Deficient : 194575 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
მედვედევის არყი[1] (ლათ. Betula medwediewii) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. 5–10 მეტრის სიმაღლის დაბალი ტანის ხეა. ქერქი ღეროს შუა ნაწილში და მსხვილ ტოტებზე ღია მოვარდისფრო-რუხი ან ღია ყავისფერია. აქვს დიდი ზომის, 3,5–12 სმ სიგრძისა და 3,5–9 სმ სიგანის ფოთლები, მომრგვალოკვერცხისებური ფორმის, კიდეზე ფართო და მოკლე ხერხკბილა. ქვემოდან ძარღვების გაყოლებით შებუსულია. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფმსხმოიარობს სექტემბერში. კავკასიის ენდემური მცენარეა. საქართველოში გვხვდება გურიასა და აჭარაში. ვრცელდება 1900–2250 მეტრ სიმაღლემდე. ძლიერ მომთხოვნია ატმოსფერული ტენის მიმართ, თუმცა არ უყვარს ნესტიანი და დაჭაობებული ნიადაგები.[2]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ფოთლები და ყვავილედები
-
ყვავილედები
-
ტანი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Medvedev's birch — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 82.
