მედეა კახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მედეა კახიძე
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1933
ყვარელი, საქართველო
გარდ. თარიღი 2 მაისი, 2015 (81 წლის)
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, მთარგმნელი

მედეა კახიძე (დ. 30 დეკემბერი, 1930 — გ. 2 მაისი, 2015) — ქართველი პოეტი, მწერალი, იურისტი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ყვარლის რაიონში, ახალსოფელში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1949-1954 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1958-1960 წლებში მოსკოვის გორკის სახელობის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებს ესწრებოდა. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ლიტერატურული პროპაგანდის ბიუროს თავმჯდომარე. პირველად ლექსები გამოაქვეყნა 1951 წელს, ხოლო შემდეგ, 1953 წელს, პირველი წიგნი „სიყვარულის ასაკი“. არის პროზაული ნაწარმოებების ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, გერმანულ, პოლონურ, ჩეხურ და სხვა ენებზე. ქართულად თარგმნა ივო ანდრიჩის, ევა შტრიტმატერის და დესანკა მაქსიმოვიჩის ნაწარმოებები.

მედეა კახიძე გარდაიცვალა 2015 წლის 2 მაისს, 81 წლის ასაკში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იმედის ლაციცი, ლექსები (ავტორი) - თბილისი, მერანი, 1989. - 199გვ.
  • ზღაპრები, (ავტორი) - თბილისი, ნაკადული, 1987. - 16გვ.
  • მეთქმევინება და ვამბობ, ლექსები (ავტორი) - თბილისი, მერანი, 1987. - 172გვ.
  • ჩემი მიწის სადღეგრძელო, ლექსები (ავტორი) - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 349გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართული მწერლობა“ — გამომცემლობა „დილა“, თბ., 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]