გენერალი კვინიტაძე (მედალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მედალი გენერალ კვინიტაძე)
მედალი.

მედალი „გენერალი კვინიტაძე“ — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი.

მედლით „გენერალი კვინიტაძე“ ჯილდოვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადებისა და ბატალიონების (დივიზიონების, ესკადრილიების) მმართველობისა და შტაბების ოფიცრები, გენერალური შტაბის ოფიცრები, შეიარაღებული ძალების სახეობების მმართველობი და შტაბების ოფიცრები, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის.[1]

მედალზე გამოსახულია გენერალ გიორგი კვინიტაძის განზოგადებული პორტრეტი — პროფილე. გარშემორტყმულია კანტით ზომა 30 მმ, მასალა — ვერცხლი, გენერლის პორტრეტი — პრიალა, ფონი — მქრქალი.[1]

მედლის ლენტი წარმოადგენს აბრეშუმის შავი ფერის ქსოვილის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე შეადგენს 5 მმ-ს, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანეა 5 მმ და 1,5 მმ. სიგანე 22 მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34 მმ.[1]

მედლის თამასა არის ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი შავი ფერის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ზოლების სიგანე 5 მმ და 1,5 მმ. სიგანე 22 მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10 მმ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 militaria.ge - მედალი "გენერალი კვინიტაძე". militaria.ge (17.03.09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-09-03.