მეგრული ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის ნიშანი მეგრული ვიკიპედია
მარგალური ვიკიპედია
განყოფილების ლოგო
მისამართი: xmf.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: მეგრული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2011 წლის 12 ივლისი
სტატიების რაოდენობა: 20 882
გვერდების რაოდენობა: 38 597
რედაქტირებების რაოდენობა: 219 940
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 19 739
აქტიური მომხმარებელი: 30
ადმინისტრატორი: 4
სიღრმე: 4.1

მეგრული ვიკიპედია (მეგრ. მარგალური ვიკიპედია) — ვიკიპედიის მეგრულენოვანი ვერსია, რომელსაც ფონდი „ვიკიმედია“ მართავს. საცდელი პროექტი 2008 წლის იანვარში შეიქმნა, ოფიციალურად კი 2011 წლის 12 ივლისს გაეშვა და რიგით 283-ე ვიკიპედია იყო. იმ დროისთვის, სტატიების რაოდენობა მეგრულ ვიკიპედიაში 330-ს აღწევდა, 2012 წლის იანვარში კი რაოდენობამ 1800-ს გადააჭარბა. 2012 წლის ივნისის მდგომარეობით მეგრულ ვიკიპედიაში 2600-მდე სტატია იყო, 2012 წლის ოქტომბერში კი სტატიების რაოდენობამ 3 555-ს გადააჭარბა. 2013 წლის იანვრის მდგომარეობით მოიცავდა 4000-ზე მეტ სტატიას. 2015 წლის აპრილის მდგომარეობით სტატიების რაოდენობამ გადააჭარბა 5 000-ს, 2016 წლის აპრილის მდგომარეობით 6 000-ს, 2016 წლის 31 ივლისის მდგომარეობით — 7 000-ს, ხოლო 2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით — 12 000-ს.

მეგრული ვიკიპედიის შექმნის იდეა ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა ერთ ნაწილში გაჩნდა, თუმცა პროექტის გაშვების მომენტში ისინი უკვე აღარ ეთანხმებოდნენ პროექტის იდეას და მასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტეს. ამჟამად, მეგრულ ვიკიპედიაში რამდენიმე აქტიური მომხმარებელი მუშაობს. ამჟამად პროექტს ჰყავს ერთი მუდმივი და ერთი დროებითი ადმინისტრატორი.

რესურსები ინტერნეტში


ვიკიპედია
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
მეგრულ ენაზე
მარგალური ვიკიპედია