ნოე მეგრელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მეგრელიშვილი, ნოე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეგრელიშვილი.

ნოე გიორგის ძე მეგრელიძე (დ. 6 ნოემბერი, 1898, შუა ფარცხმა — გ. ?) — ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1956), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1935 წლიდან მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრაზე, 1959-1969 წლებში იყო კათედრის პროფესორი, 1969-1974 წლებში კათედრის გამგე. სწავლობდა რევმატიზმისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]