მეგი დათეშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეგი დათეშიძე (დ. 2 ივნისი, 1921, ქუთაისი — გ. 24 იანვარი, 2008) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1943–1944 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1944–1968 წლებში ასისტენტი. 1968 წლის 14 მარტიდან დოცენტი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულაციას. 1980 წელს გამოქვეყნებული აქვს დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო „თანაავტორი“. 1951 წლიდან ხელმძღვანელობს კათედრის სასწავლო ნაწილს. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. ექიმ–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სიმპათიკური ნერვული სისტემის როლი კუჭის სეკრეტორულ მოქმედებაში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 87

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]