მეგი გაბუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეგი გაბუნია
დაბ. თარიღი 23 აპრილი, 1981 (1981-04-23) (38 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება უმაღლესი
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია
საქმიანობა მოდელიერი
დიზაინერი
მშობლები მამა: ზურაბ გაბუნია
დედა: მანიჟა გაბუნია

მეგი გაბუნია (დ. 23 აპრილი 1981, თბილისი, საქართველო) — ქართველი მოდის დიზაინერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2016 წლიდან დღემდე არის M.G.-ის მთავარი დიზაინერი და პირველი არხის პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ კოსტიუმების მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეგი გაბუნია დაიბადა ქალაქ თბილისში. განათლება მიიღო თბილისის 48-ე საშუალო სკოლაში, შემდგომ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა მოდელირების ფაკულტეტზე, ტყავ-გალანტერიისა და ტრიკოტაჟის მიმართულებით, წითელ დიპლომზე. ამავე პერიოდში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

მეგი გაიზარდა თბილისში, მხატვრის ოჯახში. მომავალი დიზაინერის მამა, ზურაბ გაბუნია, ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და ქართველ მხატვართა კავშირის წევრია. დედა მანიჟა გაბუნია, პროფესიით ქიმიკოსია. ჰყავს ორი და, ლიკა და ანა. მეგიმ პირველი კაბა 6 წლის ასაკში შეკერა.

18 წლიდან მეგი მუშაობდა ფეხსაცმლის სხვადასხვა კერძო ატელიეში, სადაც მან ტყავზე მუშაობის გამოცდილება მიიღო. 2006-2009 წლებში ჰქონდა ფეხსაცმლის ინდივიდუალური კერვის სალონი; მუშაობდა ფეხსაცმლის მასიური წარმოების ქარხნებში დიზაინერად; 2010 წლიდან მუშაობა გააგრძელა რუსთავის ტყავის საწარმოში სახელად „Philimaska”, საცალო გაყიდვების კოორდინატორად და საცალო მაღაზიის დირექტორის თანამდებობაზე. რამდენიმე წელი კი ინტერიერის დიზაინზეც იმუშავა.

მეგი გაბუნია 2016 წელს მიიწვიეს პირველი არხის პროექტში „გააგრძელე საქართველოს ისტორია“. ტელესერიალში გამოყენებული ყველა კოსტიუმი თავადვე შექმნა შუა საუკუნეების პერიოდის ხასიათში — ნატურალური ბეწვის, ტყავისა და ლითონის გამოყენებით. მოგვიანებით მეგიმ ასევე კოსტიუმების მხატვრად იმუშავა პროექტზე „დღეები და ღამეები“, რომელიც ათ დამოუკიდებელ ფილმს მოიცავს და გადაღებულია აკა მორჩილაძის პიესების მიხედვით.

2016 წლის 15 ოქტომბერს შექმნა საკუთარი ბრენდი „M.G“ და 2017 წელს საქართველოს მოდის კვირეულზეც წარადგინა. საქართველოს ისტორიის თემა შეიტანა სამოსში და შექმნა პროექტი „ისტორიის მცველები“, შუა საუკუნეების კოსტიუმები ჩააცვა ცნობილ ქართველ მსახიობებს და დადგა წარმოდგენა; ფოტომასალა გადაიტანა ქსოვილზე და შექმნა სამოსი, რომელზეც ქვეყნის ისტორიაა ასახული.

ცხოვრობს თბილისში, 2 ქალიშვილთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]