შინაარსზე გადასვლა

მეგან პრესკოტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეგან პრესკოტი
დაბადების თარიღი 4 ივნისი, 1991(1991-06-04)[1] (34 წლის)
დაბადების ადგილი Palmers Green
საქმიანობა ტელემსახიობი, მსახიობი და კინომსახიობი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი Palmers Green High School და Ashmole Academy

მეგან პრესკოტი (ინგლ. Megan Prescott; დ. 4 ივნისი, 1991) — ინგლისელი მსახიობი და ბოდიბილდერი, რომელიც ყველაზე უკეთ ცნობილია კეიტი ფიჩის როლით BAFTA-ს ორგზის მფლობელი თინეიჯერული დრამაში „Skins“.

ადრეული და პირადი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრესკოტი დაიბადა ლონდონის პალმერს გრინში და ექვსი წუთით უმცროსია თავის ტყუპ დაზე, კეტრინ პრესკოტზე, რომელიც ასევე მსახიობია. მას ასევე ჰყავს უმცროსი ძმა. მან დაწყებითი განათლება პალმერს გრინის საშუალო სკოლაში მიიღო, საშუალო განათლება წმინდა ჯონის უფროს სკოლაში მიიღო, ხოლო მეექვსე კლასის კოლეჯში - აშმოლში. მან ასევე უნივერსიტეტში სწავლობდა ტელეპროდიუსერობას, რეჟისურას სპეციალიზაციით.[2] პროფესიონალურ მსახიობობამდე პრესკოტი და მისი და ყოველკვირეულ დრამის გაკვეთილებს ესწრებოდნენ, სადაც საბოლოოდ შეხვდნენ მომავალ თანავარსკვლავ ლილი ლავლესს.

მას წარმოადგენდა მეტ უინტერი Insanity Artists Management-დან,[3] პრესკოტს კი მოგვიანებით წარმოადგენდა Ken McReddie Associates.[4]

2021 წლის დეკემბერში პრესკოტს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს.[5][6] მას ასევე აქვს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი.[7]

მიუხედავად იმისა, რომ პრესკოტმა სამსახიობო დებიუტი BBC-ის საპნის ოპერაში „Doctors“ ერთ-ერთ ეპიზოდში შედგა 2008 წელს თავის ტყუპ დასთან, კეტრინთან ერთად, მან სამსახიობო წარმატებას მიაღწია კეიტი ფიჩის როლის შესრულებით მომდევნო წელს „Skins“-ის მესამე სეზონში. მან და მისმა დამ, რომელიც სერიალში კეიტის ტყუპისცალის, ემილი ფიჩის როლს ასრულებს, სერიალ „Skins“ მესამე სეზონის გადაღებები 2008 წლის ივლისში დაიწყეს და თავიანთი როლები სერიალის მეოთხე სეზონშიც გაიმეორეს. „Skins“-თან მუშაობასთან დაკავშირებით, პრესკოტი რამდენჯერმე გამოჩნდა კორესპონდენტის რანგში შოუს ღია კასტინგებზე, ოფიციალურ „Skins Parties“-და Channel 4-ის „T4 on the Beach“-ზე მსახიობებთან ერთად.[8]

2013 წელს მეგანი გამოჩნდა ჯეიდ პოდფერის როლში ბრიტანულ დრამაში „Holby City“ და საშინელებათა ფილმში „Shortcuts To Hell: Volume 1“, ასევე მხატვრულ ფილმში „Sleeping Rough“.

2016 წლიდან პრესკოტი ბოდიბილდინგს მისდევს.[9] UKBFF Bikini Fitness-ის ფინალში მონაწილეობის მიღებამდე ის რეალითი შოუში „Body Fixers“ გამოჩნდა.

COVID-19 პანდემიის დროს, მეგან პრესკოტმა გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული სტრესის შესამსუბუქებლად OnlyFans გვერდი შექმნა.[10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. MySpace Live Video Chat https://www.youtube.com/watch?v=JM6Ey26He4g&feature=player_embedded
  3. Insanity Artists Agency. Insanityartists.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 29 March 2012.
  4. Ken Mcreddie Associates. marcusevanskma.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 30 August 2013.
  5. Tinoco, Armando (2 April 2023). 'Skins' Alum Megan Prescott Opens Up About Autism Diagnosis & Pushes For "More Conversations About Autism In Women". Deadline.
  6. Muir, Ellie (3 April 2023). „Skins star Megan Prescott says autism in women is 'badly misunderstood' by most people“. The Independent.
  7. Massey, Jake. Former Skins Star Megan Prescott Says Sex Work Has Been 'Perfect Fit' For Her ADHD (8 April 2022). ციტირების თარიღი: 4 July 2023
  8. Norwich in March 2010 alongside co-star Merveille Lukeba
  9. Megan Prescott from Skins is UNRECOGNISABLE on Body Fixers.
  10. Nugent, Annabel (13 January 2022). „Megan Prescott: Skins star says she 'couldn't have survived' the pandemic without OnlyFans“. The Independent. ციტირების თარიღი: 6 April 2023.