მეგაკარიოციტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეგაკარიოციტები ძვლის ტვინში

მეგაკარიოციტი (მეგა..., კარიო... და ბერძნ. kytos - სათავსი, აქ - უჯრედი), ადამიანისა და ძუძუმწოვარი ცხოველების ძვლის წითელი ტვინის გიგანტური უჯრედი (40 მკმ-მდე), რომელსაც აქვს დიდი, დანაწევრებული პოლიპლოიდური ბირთვი. თავისი განვითარების დასრულების შემდეგ მეგაკარიოციტი იშლება — მის ზედაპირს თანდათან სწვდება ნაწილაკები, რომლებიც სისხლის ფირფიტებად (თრომბოციტებად) იქცევა და სისხლში გადადის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]