შინაარსზე გადასვლა

მებიუსის ფურცელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მებიუსის ფურცელი

მებიუსის ფურცელი — ზედაპირი, რომელიც მიიღება მართკუთხედის (ლენტის) ორი მოპირდაპირე გვერდის ისეთი შეწებებით, რომ მართკოთხედის ერთი სიგანე დაუერთდეს მეორეს ამოტრიალებული მიმართულებით. 1858-1865 წლებში მებიუსის ფურცელი გერმანელმა მათემატიკოსებმა ა. მებიუსმა და ი. ლისტინგმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განიხილეს, როგორც პირველი ცალპირა ზედაპირის მაგალითი. მებიუსის ფურცელს აქვს შემდეგი თვისება: თუ ვიმოძრავებთ მებიუსის ფურცლის გასწვრივ (ისევ, როგორც ნებისმიერი ცალპირა ზედაპირის გასწვრივ) ისე, რომ არ გადავკვეთთ მის საზღვარს, მაშინ შეიძლება მოვხვდეთ გამოსავალ წერტილში ისე, რომ აღმოვჩნდეთ საპირისპირო მდებარეობაში საწყისი მდებარეობის მიმართ.