მებეითალმანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მებეითალმანე, მებეილთალმე (არაბ. ბაით ალმალ - ხაზინა; უპატრონო ქონება) — მეფის მოხელე XVI-XVIII საუკუნეების საქართველოში, რომელიც განაგებდა უმემკიდრეოდ დარჩენილი ფეოდალების (თავადების, აზნაურების) და სამეფო ყმა-გლეხების უძრავ-მოძრავი ქონების სახაზინო გადარიცხვას ან სხვა პირისთვის გადაცემას, მეფის ბრძანების შესაბამისად. მებეილთალმანემ თბილისშიც იყო და იმავე ფუნქციებს ასრულებდა უმემკვიდრეოდ დარჩენილ მოქალაქეთა თუ სამეფო ყმების ქონების (სახლები, დუქნები, სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მოძრავი ქონება) მიმართ. თბილისის მებეითალმე, როგორც ჩანს, ქალაქის მელიქ-მამასახლისს ექვემდებარებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]