მეაბრეშუმეობის ინვენტარი
იერსახე
მეაბრეშუმეობის ინვენტარი — მოწყობილობები და მანქანები, რომლებიც საჭიროა თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად. საჭიეში აბრეშუმის ჭიის მოსათავსებლად იყენებენ სადგარებსა და ლასტებს, რომლებიც შეიძლება იყოს 4-5-და მრავალიარუსიანი. თუთის ფოთლის დასაჭრელად იყენებენ ელექტროფოთოლმჭრელებს, პარკიდან ნაპერტყულის გასაცლელად – პარკსახვევ მანქანებს, საჭიეში სასურველი ტემპრისა და შეფარდებითი ტენიანობის დასამყარებლად – კონდიციონერებს. აბრეშუმის ჭიის გამოკვებისათვის საჭიროა აგრეთვე კალათა ფოთლებისათვის, ჭიის გადასაყვანი და საფენი ქაღალდი, ცახები (ბუნებრივი ან ხელოვნური) პარკის ასახვევად, ბაღის ხერხი, დანა, სეკატორი, თერმომეტრი, ფსიქრომეტრი და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩოგოვაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 532.
| |||||||||||