მდედრობითი გვიმრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდედრობითი გვიმრა
Athyrium filix-femina0.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: შიშველთესლოვნები
კლასი: გვიმრები
ოჯახი: ათირიუმისებრნი
სახეობა: მდედრობითი გვიმრა
ლათინური სახელი
Athyrium filix femina

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მდედრობითი გვიმრა (Athyrium filix femina), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ათირიუმისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყის ზონაში ტენიან დაჩრდილულ ადგილებში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტყის გვიმრაა. კოლხეთში გვხვდება ტყის ყველა სარტყელში. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ტყის ზედა სარტყელშია, ნაწილობრივ შუაშიც. კარგად ხარობს ტენიან ფართოფოთლოვან და წიწოვან ტყეებში 1300-2000 მ-მდე, სადაც იგი ხშირად ბალახოვანი საფრის დომინანტია. იზრდება საქართველოს ყველა რაიონში ჯავახეთის, ქიზიყისა და გარდაბნის გარდა. მდედრობითი გვიმრა სამკურნალო (ჭიების გამომდენი საშუალება) და დეკორატიული მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მიქელაძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 529, თბ., 1983