მდგნალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდგნალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Malpighiales
ოჯახი:  ტირიფისებრნი
გვარი:  ტირიფი
სახეობა:  მდგნალი
ლათინური სახელი
Salix caprea
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19620273

მდგნალი (Salix caprea) — ფოთოლმცვივანი ბუჩქი ან ტანდაბალი (10 მ-მდე) ხე ტირიფის გვარის. ნორჩი ყლორტები ლეგაა, ბუსუსიანი. ფოთლები — ფართოა, ელიფსური ან წაგრძელებული, ზემოდან მუქი მწვანე და შიშველი, ქვემოდან ქეჩისებრბუსუსიანი და ლეგა მწვანე.

გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში. იზრდება მთელ საქართველოში, დაბლობიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე, ტყის პირებზე, მდინარეებისა და რუების გასწვრივ. თაფლოვანია. ქერქი შეიცავს ტანიდებს და იყენებენ ტყავის მოსათრიმლავად. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]