მგუდავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მგუდავები
Eryx jaculus1.jpg
დასავლური მახრჩობელა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Erycinae (Bonaparte, 1831)
გვარები

მგუდავები (ლათ. Erycinae) — გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. ცნობილია 3 გვარი. ყველაზე მრავალრიცხოვანია Eryx (8–9 სახეობა). სხეულის სიგრძე 1 მეტრს აღწევს. თავი კისრისგან გამოკვეთილი არ არის, ზემოდან დაფარულია არასწორი ფორმის მცირე ზომის ფარაკებით. ყბებშუა ფარი ფართოა, იკეცება დინგის ზედა მხარეს. ფართო კუდქვეშა ფარები განლაგებულია 1 გრძივ რიგად. ქვეოჯახში სულ 13[1]—15 სახეობაა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ-დასავლეთ, ცენტრალურ და შუა აზიაში.[2] აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება დასავლური მახრჩობელა (Eryx jaculu).[3] იკვებებიან წვრილი ხერხემლიანებით, რომლებსაც გუდავენ ტანის შემოხვევით. კვერცხცოცხლადშობები არიან.[2]

ზოგიერთი წყაროს თანახმად, დამოუკიდებელი ოჯახია და არა ქვეოჯახი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Erycidae (TSN 951207). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  2. 2.0 2.1 УДАВЧИКИ // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 673.
  3. მუსხელიშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 330.